ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ცხოვრება გააგრძელოთ მაშინ, როცა უკვე აღარაფრის იმედი გაქვთ
- 24.05.2018
1. „მე არ ვარ გარემოებების პროდუქტი, მე ასეთი ჩემი გადაწყვეტილებების გამო ვარ“, - სტეფან ქოვეი.
2. „ადამიანები ნებდნებიან, რადგანაც ფიქრობენ, რომ ისინი სასურველს ვერასოდეს მიიღებენ“, - ელის უოკერი.
3. “სურვილი არ არის საკმარისი, უნდა იმოქმედო, უნდა გააკეთო“, - ლეონარდო და ვინჩი.
4. „როდესაც 5 წლის ვიყავი დედა ხშირად მეუბნებოდა, რომ ცხოვრების გასაღები ბედნიერებაა. როცა სკოლაში მივედი, მკითხეს, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი როცა გავიზრდებოდი. მე დავწერე სიტყვა „ბედნიერი“. და მათ მითხრეს, რომ მე ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ. მე კი ვუთხარი მათ - „თქვენ არ გესმით ცხოვრების“, - ჯონ ლენონი.
5. „ჩვენ ადვილად ვპატიობთ ბავშვს სიბნელის შიშს, მაგრამ ცხოვრების რეალური ტრაგედია არის კაცი, რომელსაც ეშინია სინათლის“, - პლატონი.
6. „ჩვენ არ ვცხოვრობთ ოცნებებით, ჩვენ ვცხოვრობთ შიშებით“, - ლეს ბრაუნი.
7. „დამარცხება უბრალოდ შესაძლებლობაა, რომ უფრო ჭკვიანურად დაიწყო თავიდან“, - ჰენრი ფორდი.
8. „ნუ მისცემ გუშინდელ დღეს საშუალებას წაგართვას დღევანდელი“, - უილ როჯერსი.
9. „ძალა არ მოდის გამარჯვებით, ძალას ავითარებს ბრძოლა. როცა რთული პერიოდი გაქვთ და გადაწყვეტთ, რომ არ დანებდეთ, სწორედ მაშინ ხდებით ძლიერი“, - არნოლდ შვარცნეგერი.
10. „სამყარო ყველას დამსხვრევას ცდილობს და შემდეგ, ზოგი ძლიერი ხდება, ზოგიც ნამსხვრევებად იქცევა“, - ერნესტ ჰემინგუეი.
11. „ის, ვისაც სჯერა, ძლიერია. ის, ვისაც ეჭვი აქვს - სუსტი. ძლიერი ხასიათი წინ უძღვის წარმატებულ ქმედებებს“, - ლუისა მეი ალკოტი.
12. “მიიღე გადაწყვეტილება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულ სიტუაციაში ხარ, შენ უნდა გააკეთო, უნდა იმოქმედო და ეს არ არის მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლა. შენ გაცილებით მეტი შეგიძლია“, - ჯოელ ოსტინი.
13. “სირთულეები გულისხმობს, რომ უფრო უნდა გააქტიურდეთ. ადამიანს სირთულეები აძლიერებს“, - უილიამ ელერი ჩანინგი.
14. „მე მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან, მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მჯერა სასწაულების“, - ოდრი ჰეპბერნი.
15. „ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ბოლოსდაბოლოს, შენი ყველაზე დიდი ტკივილი შეიძლება შენი მთავარი ძალა გახდეს“, - დრიუ ბერიმორი.
16. „ყველაზეწარმატებულ ადამიანებსაქვთ მარცხის, ტანჯვის, დიდი ტკივილის გამოცდილება. თუმცა მათ იპოვეს რთული სიტუაციიდან გამოსავალი და მიაღწიეს წარმატებას“, - ელიზაბეტ კიუბლერ როსი.
17. „წარმატება არ არის შემთხვევითობა. მას დიდი შრომა, ბევრი სწავლა, მონდომება, მსხვერპლშეწირვა სჭირდება. ამავდროულად, მთავარია გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ“, - პელე.
18. „წარმატების საიდუმლო არ არსებობს. ეს არის შრომის, მომზადების და შეცდომებზე სწავლის შედეგი“, - ქოლინ პაუელი.
19. „ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ოცნებობს წარმატებაზე, მაშინ როცა სხვები ყოველ დილით ადრე დგებიან და ყველაფერს აკეთებენ წარმატებისთვის“, - Wayne Huizenga.
20. „მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება რთული ჩანს, ყოველთვის არსებობს ისეთი რაღაც, რისი გაკეთებაც შენ შეგიძლია, საქმე, რომელშიც წარმატებული იქნები“, - სტივენ ჰოკინგი.
თემები: პრობლემები, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები
<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია