რა ეკრძალებათ საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს - 11 დაუჯერებელი აკრძალვა
- 25.05.2018
ქმრის არჩევით დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობით დამთავრებული - საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს თითქმის ყველაფერი ეკრძალებათ. გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, საუდის არაბეთი 134 ქვეყანას შორის 129-ე ადგილს იკავებს.
როგორია ქალების ცხოვრება იმ ქვეყანაში სადაც მათი უფლებები უკიდურესად შეზღუდულია?
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე უჩვეულო აკრძალვების შესახებ. რომელთაც საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები ემორჩიელებიან და ცხოვრება ამ აკრძალვების შესაბამისად უწევთ.
1. საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს არ აქვთ უფლება გარეთ გავიდნენ ქმრის, ან მამაკაცი ნათესავის გარეშე - მამაკაცს, რომელიც ქალს თან ახლავს, რომელიც ამ ქალის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და ფაქტობრივად, მის ბედს განკარგავს, მაჰრამს უწოდებენ. მისი თანხმობის გარეშე ქალი ვერ დატოვებს ქვეყანას, ვერ დაიწყებს სამსაურს, ვერ დაქორწინდება, ვერ მიიღებს განათლებას და ექიმთანაც კი ვერ წავა.
იმ შემთხვევაში, თუ ქალს პოლიციაში წასვლა სჭირდება, ეს მამაკაცი იქაც უნდა ახლდეს, რადგანაც ქალის იდენტიფიცირება მოხდეს, მის ნაცვლად ისაუბროს. ქალის იდენტიფიცირება თანმხლები მამაკაცის გარეშე ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მას ჰიჯაბის მოხსნის უფლება არ აქვს.
ასეთ გარემოებაში მაჰრამის შესახებ საჩივრის შეტანა პოლიციაში ქალს ფაქტობრივად არ შეუძლია. მაგრამ ადგილობრივი ქალების უმეტესობა ამის წინააღმდეგი არ არის. უფრო მეტიც, ისინი ყოველთვის ხმამაღლა ამბობენ, რომ სურთ მამაკაცის მფარველობის ქვეშ ყოფნა და ილაშქრებენ იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც მსგავს ცხოვრებას აპროტესტებენ.
2. მათ არ აქვთ მართვის მოწმობის აღების უფლება - ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალებს მანქანის ტარების უფლება მისცეს,შეგვიძლია მითი ვუწოდოთ. 2017 წლის სექტემბერში საუდის არაბეთის მეფე დათანახმდა ცვლილებებს და მიიღეს კანონი, რომელიც ქალებს მართვის მოწმობის აღების უფლებას აძლევს. კანონი ძალაში 2018 წლის ივნისში შევა, თუმცა ქალს, მანქანა რომ მართოს, თავისი მცველი მამაკაცის, მაჰრამის ნებართვა დასჭირდება.
3. ქალს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც ეკრძალება - თუ მანქანის ტარება არ იცით, შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეთ და ეს ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ საუდის არაბეთში მცხოვრები ქალებისთვის ეს საკითხი ასე მარტივი არ არის. აქ ქალს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლის უფლება არ აქვს. მას შეუძლია გადაადგილდეს ფეხით, ტაქსით, ან წაიყვანოს პირადმა მძღოლმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაჰრამიც გვერდით უნდა ჰყავდეს.
4. ქალმა აუცილებლად დიდი, შავი კაბა უნდა ატაროს - ქუჩაში გამოსულ ქალს აქ აუცილებლად შავი, დიდი კაბა უნდა ეცვას და არაფერი არ უნდა უჩანდეს, არც სახე. მათ მხოლოდ თვალები უჩანთ. აქ ქალს მხოლოდ შავი კაბისა და ჰიჯაბის ტარების უფლება აქვს. საუდის არაბეთის ზოგიერთ რეგიონში წესები ასე მკაცრი არ არის და ქალებს უფლებას რთავენ, რომ სხვა ფერის ჰიჯაბი და კაბა ატარონ. მაგალითად, ჯედა შედარებით ლიბერალური ქალაქია, ხოლო ნაჯდის რეგიონში განსაკუთრებული სიმკაცრითა და კონსერვატიულობით გამოირჩევიან.
საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი ამბობს, რომ ქალს აქვს უფლება მკაცრ სამოსზე უარი თქვას, მაგრამ თუ მას გააუპატიურებენ, სწორედ თავის შერჩეულ სამოსს უნდა დააბრალოს.
5. უნივერსიტეტში განათლების მიღება აქ ქალებს არ ეკრძალებათ, მაგრამ როგორც წესი, სწავლის დასრულების შემდეგ არ მუშაობენ - ქალებს აქვთ სწავლის უფლება, მაგრამ განათლების ხარისხი კარგისგან ძალიან შორს არის. თუ ქალს თავისი ე.წ. მცველი მამაკაცი მისცემს უფლებას, მას შეუძლია საზღვარგარეთ წავიდეს განათლების მისაღებად, მაგრამ როგორც წესი, მათთვის ძალიან რთულია სტიპენდიის მოპოვება. ქალების უმეტესობა აქ პედაგოგიურ განათლებას იღებს, მაგრამ, როგორც წესი, სწავლის დასრულების შემდეგ არ მუშაობენ.
6. მათ მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ყოფნის უფლება არ აქვთ - საუდის არაბეთში მცხოვრები ქალების მხოლოდ 17%-ია დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალების უმეტესობა აქ სახლის საქმეებითა და ბავშვების აღზრდითაა დაკავებული. აქაური კანონები ქალს უკრძალავს ხანგრძლივად მუშაობას, მთელი დღის განმავლობაში მუშაობას, მან ყურადღება და მზრუნველობა არ უნდა მოაკლოს ოჯახს.
თუ ქალს მუშაობა სურს, მან ნებართვა მამაკაცისგან უნდა აიღოს. პროფესიების ფართო არჩევანიც არ აქვთ. მათ აქვთ უფლება იყონ მედდები, ექიმები, მასწავლებელები იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში მამაკაცი არ არის. იურისტი და პოლიტიკოსი ქალი აქ ძალიან იშვიათია. ქალისთვის საუდის არაბეთში კარიერული წარმატების ურთულესია. ქალებს, ამავდროულად, მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვთ. მათ არ აძლევენ ბონუსებს, სამედიცინო დაზღვევას.
7. სიყვარული და ქორწინება - საუდის არაბეთში ოჯახური ურთიერთობების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დისკუსიის საგანია. გოგონები აქ ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, ხშირად ეს ხდება სქესობრივ მომწიფებამდე. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები აქ განათლების მიღებას წყვეტენ. ადრეული ორსულობა და შრომა კი, უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე და ხშირად ქალების ნაადრევად გარდაცვალების მიზეზი ხდება.
არ არსებობს ზღვარი, რომელიც ქალს დაქორწინების ასაკის ლიმიტს განუსაზღვრავს. ქორწინება აქ გარიგებაა, კონტრაქტია, რომელსაც გოგონას მამა და სასიძო დებენ. ქალს, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს ეკითხება. ის უბრალოდ ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
8. ქალს არ აქვს უფლება სტუმრები მიიღოს - მას არ აქვს უფლება სახლში მეგობრებს უმასპინძლოს. როცა ოჯახში სტუმრები არიან, ქალი უნდა დაიმალოს სახლის მეორე ნაწილში, სადაც მას ვერავინ დაინახავს. თუ ქალს ქმრისთვის ამ დროს რაიმის თქმა მოუნდება, შეუძლია ეს ტელეფონით უთხრას. სტუმრებთან კი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოჩნდეს. საუდის არაბეთში სახლების უმეტესობას აქვს ორი შესასვლელი - ქალებისთვის ცალკე, ხოლო სხვა, ცალკე შესასვლელია განკუთვნილი მამაკაცებისთვის.
9. ბიჭები მარჯვნივ, გოგონები მარცხნივ - სქესობრივი სეგრეგაცია არის ის მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ქალები ცხოვრობენ. შედეგად უცხო მამაკაცთან შეხვედრის შანსი მინიმუმამდეა დასული. სახლები გაყოფილია ორ ნაწილად - ქალებს ცალკე კუთხე აქვთ, ხოლო კაცებს ცალკე და ასეთი დანაწევრება მხოლოდ სახლებში არ ხდება.
საჯარო სივრცეებში, სანაპიროზე, რესტორნებსა და კაფეებში ქალებისთვის ცალკეა ადგილი გამოყოფილი, ხოლო კაცებისთვის ცალკე. დიდი დასავლური კომპანიები მაგ: სტარბაქსი, მაკდონალდსი, რომლებსაც არ სურთ მომხმარებლების დაკარგვა, ადგილობრივ წესებს ემორჩილებიან, რის გამოც ლიბერალური შეხედულებების მქონე მოქალაქეების კრიტიკის ობიექტები არიან. ქვეყანაში არსებობს ისეთი ადგილებიც სადაც გენდერული დანაწევრება ასე თვალშისაცემი არ არის. ასეთი ადგილებია საავადმყოფო და ბანკი.
10. ქალის მოწმის სტატუსით მიცემულ ჩვენებას ძალა არ აქვს და მას არ ითვალისწინებენ - მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევენ ქალის ჩვენებას სარწმუნოდ, თუ მას 6 მამაკაცი ეთანხმება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვს არ მიანიჭებენ საუდის არაბეთის მოქალაქეობას, თუ მამა უცხოელია.
11. სპორტი - აქაურმა ქალებს მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს მიისცეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. ადგილობრივი ქალისთვის აქ სპორტული კარიერის წარმართვა მარტივი, რა თქმა უნდა, არ არის. ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი განათლება, არ აქვთ სპორტული აღჭურვილობა, რაც მომზადებისთვის არის აუცილებელი და რაც მთავარია, არ აქვთ თანხმობა „მცველი მამაკაცებისგან“.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქალი ამ წესებს დაარღვევს?
თუ ქალი დაარღვევს წესებსა და ტრადიციებს, ის დაისჯება არა მხოლოდ სახელმწიფოს კანონებით, არამე რელიგიური კანონების მიხედვით. რელიგიურმა კანონმა შეიძლება ქალი დასაჯოს უცნობ მამაკაცთან საუბრის გამო, სამოსის გამო, რომელიც შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს ტრადიციულისგან.
ძალიან ბევრია ქალების სასტიკად მოკვლის მაგალითი, იმ ქალებისაც, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ.
საინტერესო ის არის, რომ მაშინ, როცა მთელი ცივილური სამყარო აკრიტიკებს საუდის არაბეთში ქალების მიმართ არსებულ მკაცრ და სასტიკ წესებს, ადგილობრივი ქალები ჩვეულებრივ ცხოვრობენ და ბევრ მათგანს არაფრის შეცვლა არ სურს.
თემები: ქალები, საუდის არაბეთის პრინცესა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია