SEX

3 რჩევა ტანტრული სექსის დამწყებებს

3 რჩევა ტანტრული სექსის დამწყებებს

„სულიერი სექსი“ ან „წმინდა სექსუალურობა“ დასავლეთის კულტურაში 60-იან წლებში გავრცელდა, დღეს კი ამ მიმდინარეობის შესახებ უამრავი ცნობილი ადამიანი საუბრობს. მაგალითად, ცნობილი მუსიკოსი გორდონ სამნერი, იგივე Sting, ტრუდი სტაილერთან 25-წლიანი ქორწინების შესახებ აცხადებს, რომ მათი ერთად ყოფნის საიდუმლო სწორედ ტანტრული სექსია. სტივ ჯობსის ყოფილმა პარტნიორმა ქრიზან ბრენანმა კი წიგნი დაწერა, სახელწოდებით: The Bite in the Apple: A Memoir of My Life With Steve Jobs („ვაშლის ნაკბეჩი: ჩემი ცხოვრების მემუარი სტივ ჯობსთან“), სადაც აღნიშნავს, რომ სტივ ჯობსიც ტანტრული სექსის მოყვარული იყო.

3 რჩევა ტანტრული სექსის დამწყებებს

რა არის ტანტრული სექსი?

ტანტრა სექსისადმი მედიტაციური მიდგომაა, რომელიც მოითხოვს, სექსის დროს გონების კონცენტრირება აწმყოზე მოახდინო და სხვა არაფერზე იფიქრო. თუ ამ მიმდინარეობის დაგემოვნება გსურს, სექსის დროს მხოლოდ მოცემულ მომენტში მიღებულ სიამოვნებაზე უნდა ფოკუსირდე და დაივიწყო, რამდენად ახლოს ხარ ორგაზმთან, რა საქმე გაქვს გასაკეთებელი სექსის შემდეგ და ა.შ. სექსოლოგების განმარტებით, ასეთი ფიქრები „ხმაურის“ ეფექტით მოქმედებს და სექსისგან მონიჭებულ სიამოვნებას ანელებს. ტანტრული სექსის მთელი პროცესი გონების განეიტრალებასა და სხეულის გათავისუფლებას ემყარება, იმისთვის, რომ სექსით მიღებული სიამოვნება სრულფასოვნად შევიგრძნოთ.

სექსოლოგები ტანტრული სექსით დაინტერესებულ წყვილებს 3 რჩევას აძლევენ:

3. ჩაუღრმავდი შენს გრძნობებს

3 რჩევა ტანტრული სექსის დამწყებებს

დააკვირდი, რას გრძნობს შენი პარტნიორი, როგორი სუნი აქვს და რამდენად გსიამოვნებს იმ მომენტში მასთან ყოფნა. იფიქრე, თავად რას გრძნობ, როდესაც თქვენი სხეულები ერთად მოძრაობენ და ეცადე, ეს გამოცდილება სხვა ურთიერთობას ან სხვა დროს მიღებულ გამოცდილებას არ შეადარო, კონცენტრირება მთლიანად აწმყოზე მოახდინე. ნუ იფიქრებ ორგაზმზე, რომელსაც მალე უნდა მიაღწიო. ამ გზით ტვინს გაანეიტრალებ და არც ერთი ნიუანსი არ გამოგრჩება, რომელიც სიამოვნებას განიჭებს: სექსის მიზანი მხოლოდ ორგაზმი აღარ არის.

2. ისუნთქეთ ერთად

3 რჩევა ტანტრული სექსის დამწყებებს

ეს სავარჯიშო პარტნიორთან ერთად მაშინაც შეგიძლია გააკეთო, როდესაც სექსი არ გაქვთ. მთელი მისი არსი პარტნიორთან სულიერ და ფიზიკურ სიახლოვეშია: ერთმანეთის პირისპირ დადექით და ერთმანეთს ისე ჩაეხუტეთ, რომ ერთი ხელი ბეჭებზე დაადო, მეორე კი – წელს ქვემოთ, ხერხემლის დასაწყისში. საწყის ეტაპზე საკუთარ სუნთქვაზე კონცენტრირდი, შემდეგ ნელ-ნელა შეეცადე, პარტნიორის სუნთქვას დაამთხვიო. სასურველია, ამ სავარჯიშოს ყოველდღიურად, მინიმუმ, 5 წუთი დაუთმოთ, თუმცა რაც მეტ ხანს დაჰყოფთ ამ პოზაში, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. გაერთიანებული მედიტაცია გრძნობებზე ყურადღების გამახვილების საუკეთესო გზაა, რომელსაც შემდეგ სექსუალურ პრაქტიკაში დანერგავთ. ზოგიერთის მოსაზრებით, წყვილები, რომლებიც ერთდროულად სუნთქავენ, ორგაზმსაც ერთდროულად აღწევენ.

1. შეენაცვლეთ ერთმანეთს

3 რჩევა ტანტრული სექსის დამწყებებს

ამ სავარჯიშოს ფილოსოფია პარტნიორების მიერ ერთმანეთისთვის თანაბარი რაოდენობით სიამოვნების მინიჭებაა. მაგალითად, სთხოვე პარტნიორს, 2 წუთის განმავლობაში ტერფის მასაჟი გაგიკეთოს და შემდეგ ეს მოქმედება თავადაც გაიმეორე, მხოლოდ იმ პირობით, რომ მას 2 წუთზე ცოტა მეტ ხანს დაუთმობ. სექსოლოგების განმარტებით, ამ პატარ-პატარა სავარჯიშოებით სექსის დროს ერთმანეთისთვის სიამოვნების მინიჭებას ვსწავლობთ.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.womenshealthmag.com/sex-and-love/tantric-sex-tips" target="_blank">www.womenshealthmag.com</a>