1. ვერძი - წითლდებით მაშინ, როცა გეუბნებიან, რომ გიჟდებიან თქვენს თავისუფლების სიყვარულზე, მეამბოხე ბუნებაზე. ამ სიტყვების მოსმენა გაბედნიერებთ და გსურთ რომ ხშირად გითხრან.
2. კურო - „აღმაფრთოვანებს შენი უნარი რომ არასოდეს არ ნებდები“ - ეს არის სიტყვები, რომლებზეც კურო გიჟდება და რომლებსაც მისი გაწითლება შეუძლიათ.
3. ტყუპები - თუ გსურთ ტყუპები გააწითლოთ, უნდა უთხრათ, რომ ბედნიერი ხართ მის გვერდით ყოფნით, რომ მასთან ერთად ყოფნა ცხოვრებას მხიარულს და საინტერესოს ხდის. ის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება სამყაროში.
4. კირჩხიბი - მას უნდა აჩვენოთ, თუ როგორი აღფრთოვანებული ხართ მისი მზრუნველი ხასიათით, უნდა უთხრათ, რომ გიყვართ ის. კირჩხიბი ბედნიერებისგან გაწითლდება.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანს გააწითლებთ, თუ ეტყვით, რომ აღფრთოვანებული ხართ მისი ლიდერობის უნარით, მისი შესაძლებლობებით და სამართლიანობით.
6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანს თავი განსაკუთრებულად უნდა აგრძნობინოთ და ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ დააფასებთ მის გამჭრიახობას, შორსმჭვრეტელობის უნარს. უთხარით ქალწულს, რომ ძალიან მოგწონთ მისი უნარი იცხოვროს გეგმის მიხედვით, უთხარით, რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც ენდობით. თქვენ აუცილებლად დაინახავთ მის ბედნიერებისგან გაწითლებულ სახეს.
7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის გაწითლებას მაშინ შეძლებთ, თუ ეტყვით, რომ სამყაროში სრულყოფილება თუ არსებობს, სწორედ ის არის სრულყოფილი. ის არის ადამიანი, რომელსაც იდეალურად შეუძლია ერთმანეთს შეუთავსოს ყველანაირი საქმე, პირადი ცხოვრება და მეგობრები. მას ძალიან გააბედნიერებთ, თუ დაინახავთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას.
8. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი გააწითლო - ძალიან რთულია. თუმცა, თუ ხშირად გაუმეორებთ, რომ გიყვართ და ეჭვიანობის მიზეზს არ მისცემთ, ის ძალიან ბედნიერი იქნება.
9. მშვილდოსანი - მშვილდოსანი ენრგიულობით გამოირჩევა და თავის მხიარულ განწყობას გარშემომყოფებსაც გადასდებს. მშვილდოსანი ბედნიერებისგან გაწითლდება, თუ ეტყვით, რომ ძალიან მოგწონთ მისი ენრგიულობა და ქარიზმატულობა.
10. თხის რქა - გამოხატეთ ღიად, რომ ძალიან მოგწონთ ზოდიაქოს ამ ნიშნის დამოუკიდებლობა და შრომისმოყვარე ხასიათი. თქვენ აუცილებლად ნახავთ ყოველივეს შემდეგ მის გაწითლებულ სახეს.
11. მერწყული - უნდა მოიწონოთ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების გიჟური იდეები, რომლებიც ძალიან ბევრი აქვთ. გამოიჩინეთ დაინტერესება და შეაქეთ. ასე თუ მოიქცევით, მერწყულის გაწითლება გაგიადვილდებათ.
12. თევზები - ემოციურ და მგრძნობიარე თევზებს ადამიანებისგან სჭირდებათ ხოლმე დადასტურება, რომ ისინი ცხოვრებაში სწორ გზას ადგანან, რომ სწორი ღირებულებების მიხედვით ცხოვრობენ. შეაქეთ, მოიწონეთ მისი გადაწყვეტილებები და აუცილებლად დაინახავთ მის ბედნიერებისგან გაწითლებულ სახეს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.yourtango.com/">https://www.yourtango.com/</a>