როდესაც ელონ მასკს ეკითხებიან, როგორ ისწავლა კოსმოსური ხომალდის აგება, გამომგონებელი მარტივად პასუხობს: „მე ვკითხულობ წიგნებს“.
ელონ მასკი გამოყოფს იმ წიგნებს, რომლებმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და მისი შთაგონების წყარო გახდა.
1. „ბეჭდების მბრძანებელი“, ჯ.რ.რ. ტოლკინი - როგორც „ნიუ-იორკერი“ წერს, როცა მარტოა, ელონს უყვარს ფანტასტიკისა და სამეცნიერო ჟანრის ლიტერატურის კითხვა. გამომგონებელს განსაკუთრებით ხიბლავს ის პერსონაჟები, რომლებიც სამყაროს გადარჩენისთვის იბრძვიან.
2. „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“, დაგლას ადამსი - მასკი ამბობს, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკში მას ეგზისტენციალური კრიზისი ჰქონდა და ცხოვრების შესახებ პასუხებს ნიცშეს, შოპენჰაუერის და სხვა ფილოსოფოსების წიგნებში ეძებდა, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ დაეხმარა. მასკი ამბობს, რომ მან თავის კითხვებზე პასუხი დაგლას ადამსის წიგნში იპოვნა.
3. „ბენჯამენ ფრანკლინი: ამერიკული ცხოვრება - უოლტერ ისააკსონი - მასკი ამბობს, რომ ბენჯამინ ფრანკლინი მისი ერთ-ერთი გმირია. „ფრანკლინი აღმაფრთოვანებელია“, - ამბობს ელონი.
4. „აინშტაინი: მისი ცხოვრება და სამყარო“, უოლტერ ისააკსონი - მასკი ამბობს, რომ მან ძალიან ბევრი გაიგო და ისწავლაისააკსონის ამ წიგნიდან. ეს არის წიგნი, რომელიც გვიყვება გენიოსზე, რომელმაც სამყარო შეცვალა.
5. „Structures: Or Why Things Don’t Fall Down”, J.E. Gordon - მასკის თქმით, სანამ კოსმოსური ხომალდის სანამ დაიწყებდა ის შესაბამის ცოდნას იღებდა, რაშიც ეს წიგნი დაეხმარა. წიგნის საშუალებით მან ბევრი რამ შეისწვლა დეტალების შესახებ. „ეს არის შესანიშნავი წიგნი მათთვის ვინც სტრუქტურული დიზაინითაა დაინტერესებული“, - ამბობს ელონ მასკი.
6. „Ignition: An informal history of liquid rocket propellants”, ჯონ კლარკი - ეს კიდევ ერთი წიგნია, რომელიც კოსმოსური ხომალდების აგებით დაინტერესებული ადამიანებისთვის იდეალურია და ელონ მასკის შთამაგონებელი წიგნი გახლავთ. ამ წიგნში ამოიკითხვათ ინფორმაციას ტექნიკური დეტალების შესახებ, ასევე აქ აღწერილია სხვადასხვა ექსპერიმენტებიც, რომლებიც საკითხით დაინტერესებულებისთვის უმიშვნელოვანესია.
7. “Superintelligence: Paths, Dangers, Strategies”, ნიკ ბროსტომი - ელონ მასკის კიდევ ერთი საყვარელი წიგნია, რომელიც მას სამეცნიერო თვალსაზრისით, როგორც თავად ამბობს, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.
8. “Zero to One: Notes on Startups, or How to Build the Future”, Peter Thiel - წიგნი სტარტაპის ფილოსოფიაზეა და იმაზე, თუ როგორ უნდა აქციოთ სტარტაპი წარმატებულ საქმედ.
9. “Howard Hughes: His Life and Madness”, დონალდ ბარლეტი და ჯეიმს სტილი - CNN-ისთვის მიცემულ თავის ბოლო ინტერვიუში ელონ მასკი ამბობს, რომ მან ახლახანს დაამთავრა ბარლეტისა და სტილის წიგნის კითხვა, რომელიც ექსცენტრიკულ კინორეჟისორზე და ავიაციის ხელმძღვანელზე მოგვითხრობს. მასკი ამბობს, რომ ამ ადამიანით ის უბრალოდ აღფრთოვანებულია.
თემები: წარმატება, ადამიანები, წიგნები, ელონმასკი
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>