1. ქალი, რომელიც ჭკვიანია და რომელსაც შეუძლია საინტერესოდ გამოავლინოს ეს
საინტერესო ქალი იზიდავს მამაკაცს საკუთარი ტვინით, მაგრამ შეუმჩნევლად, და არა მომაბეზრებლად. მაგალითად, გულითად საუბრებში. ეს ხომ, თავის მხრივ, ჰარმონიული ურთიერთობების მყარი ფუძეა.
სისულელეა, ეცადოთ, გამოჩნდეთ უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხართ. ამ გზით, სუსტ მამაკაცებს უცებ ჩამოიშორებთ, ჭკვიანებს კი აიძულებთ დაიძაბონ.
2. ქალი, რომელიც სიამოვნებას იღებს საკუთარი თავისგან
თუ ბევრს მუშაობდით იმაზე, რომ განვითაროთ თავდაჯერებულობა საკუთარ თავში - ნუ გეშინიათ აჩვენოთ ეს მამაკაცს. თუ გაქვთ მიღწევები - ნუ გერიდებათ მომგებიანად გამოიყენოთ ეს მამაკაცთან ურთიერთობაში.
მორცხვ ქალებს პირად ცხოვრებაში მუდმივად პრობლემები აქვთ: ურთიერთობებში წარუმატებლობისა და კონკურენტების შიშის, მწარე გამოცდილების გამო. ამიტომაც ისინი არ აინტერესებთ მამაკაცებს.
3. ქალი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ინტერესები და ანვითარებს მათ
ცხადია, თქვენ და მამაკაცი არ ხართ ერთნაირები, მაგრამ ამავე დროს თქვენ შესანიშნავი მეგობრები და საყვარლები ხართ. რატომ ხდება ასე? - იმიტომ რომ მამაკაცს ესმის, რომ ქალს გააჩნია საკუთარი გატაცებები, მაგრამ თქვენი ინტერესები და გატაცებები შეიძლება არ დაემთხვეს ერთმანეთს. დაინტერესდით მისი წარმატებებით, შეაქეთ ის და მხარი დაუჭირეთ. და აუცილებლად იპოვეთ საკუთარი თავისთვის გატაცება, რომელიც გახდება თქვენი საკუთარი პატარა სამყარო, რომელშიც არ არის აუცილებელი შეიყვანოთ მამაკაცი.
4. ქალი, რომელსაც შეუძლია მიიღოს კომპლიმენტები და ასევე აჩუქოს ისინი სხვებს
ბევრ მამაკაცს უყვარს კომპლიმენტების თქმა და საპასუხოდ ელოდებიან გულწრფელ და გახარებულ რეაქციას. და გაწბილებულები რჩებიან, როცა მათ საჩუქარს არ იღებენ. გინდათ, რომ ძალიან საინტერესო იყოთ - ნუ მოგერიდებათ სიხარულის გამოხატვის. ამას კი მხოლოდ საკუთარი თავის შეყვარებითა და თვითშეფასების ამაღლებით ისწავლით.
5. ქალი, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე
მამაკაცი მაშინ დაინტერესდება თქვენით, თუ თავად თქვენ დარჩებით დაინტერესებული საკუთარ თავით. მცდარია მტკიცება, რომ სიყვარულისა და ვნების ცეცხლი ყველა წყვილისთვის ქრება. ინტერესი - აი რას შეუძლია შეინარჩუნოს ეს ცეცხლი მთელი ცხოვრების მანძილზე.
თემები: ქალი, თავდაჯერებულობა, ქალები, ძლიერიქალი
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>