ბუნებრივი ზეთები გამოირჩევიან სასიამოვნო სურნელით და მათ ხშირად იყენებენ სუნამოს წარმოებისას. მაგრამ გარდა ამისა, მათი გამოყენება სხვა არაერთი დანიშნულებით შეგიძლიათ.

ვნახოთ, რისთვის შეძლებთ ლავანდის ზეთის გამოყენებას:

1. დამამშვიდებელი ფუნქცია - ლავანდის ზეთი ამცირებს სტრესის ხარისხს. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი თქვენი ხელის კრემს, წაისვით ის თითებზე და ნახავთ, როგორი დამამშვიდებელი ეფექტი ექნება.

2. აკნეს მოშორება - ლავანდის ზეთი კლავს ბაქტერიებს და კარგია ფორების წინააღმდეგ. დაამატეთ 2-3 წვეთი თქვენი სახის კრემს და ასე წაისვით. ის კანიდან მოაშორებს სიწითლეს და აკნეს დამარცხებას შეძლებთ.

3. ამცირებს ტკივილს - თუ მასაჟს გაიკეთებთ ამ ზეთის გამოყენებით ნახავთ, რომ ტკივილი მნიშვნელოვნად შემცირდება.

4. ლავანდის ზეთი უკეთ სუნთქვაში დაგეხმარებათ - ის აუმჯობესებს სუნთქვის ხარისხს განსაკუთრებით მაშინ, როცა ვირუსი გაქვთ. თუმცა ფრთხილად იყავით, თუ ასთმა გაქვთ, მისი გამოყენება არ შეიძლება და შეიძლება სახიფათო იყოს.

5. იმგზავრეთ კომფორტულად - ერთ პატარა წვეთ ლავანდის ზეთს თუ ენაზე დაიდებთ და ასევე ყურებთან ამ ზეთით მასაჟს გაიკეთებთ, მანქანაში გულისრევის შეგრძნება არ შეგაწუხებთ და კომფორტულად იმგზავრებთ.

6. შეინარჩუნეთ ფრჩხილების სილამაზე - შეურიეთ ფეხის კრემს ლავანდის ზეთი და წაისვით ის ყოველ დღე. ის ფჩხილებს სილამაზეს შეუნარჩუნებს და ინფექციებისგან დაგიცავთ. გაითვალისწინეთ, რომ სანამ ამას გააკეთებთ, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

7. ყვავილების სურნელი - ტანის ლოსიონს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი და ისიამოვნეთ სასიამოვნო სურნელით, ასევე ეს ზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ თმის ნიღაბს და ფრთხილად დაიბანოთ. შედეგად, თმაზე სასიამოვნო სურნელი გექნებათ. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ თმისთვის ნიღაბი - შეურიეთ ერთმანეთს ლავანდის, ქოქოსისა და ზეითუნის ზეთი, წაისვით თმაზე და ერთი საათის განმავლობაში გაიჩერეთ.

8. იმისთვის, რომ თქვენს სამოსს სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს - 3-4 წვეთი ლავანდის ზეთი დაუმატეთ იმ სპრეის, რომელსაც გაუთოების დროს იყენებთ, ასევე შეგიძლიათ ის რეცხვის დროს ფხვნილსაც ჩაუმატოთ. ნახავთ, რომ სამოსს სასიამოვნო სურნელი ექნება.

9. ლავანდის ზეთი კარგია მწერების წინააღმდეგ - ის კლავს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებს. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი წყალს, რომლითაც იატაკს, ან ავეჯს წმენდთ. გარდა იმისა, რომ მწერებისგან დაიცავთ თავს, ამასთანავე, სასიამოვნო სურნელითაც ისიამოვნებთ.