რომელ ზღაპრული გმირს ჰგავს შენი შინაგანი ბავშვი - ზოდიაქოს მიხედვით
- 04.06.2018
თხის რქა - მაშა სტარცევა
თხის რქას შინაგანი ბავშვი სინამდვილეში ბავშვური სულაც არ არის, თუ არ გავითვალისწინებთ ბაფთებს, ფართოდ გახელილ თვალებსა და დღიურში ჩაწერილი ათიანებს. დაახლოებით ასე ფიქრობს თხის რქაც. მერე კი, ბუნებრივია, უცებ აღმოჩნდება, რომ ეს ათოსანი - თხის რქის პერსონაჟი რეალურად ანგელოზი სულაც არ არის. თითქოს ისეთს არაფერს აშავებს, მაგრამ მის ირგვლივ მუდმივად ეშმაკები დარბიან.
მერწყული - კევინ მაკალისტერი
მერწყულის შინაგან ბავშვს ყოველთვის ერთი და იგივე უნდა: რა მოხდება, რომ ვინმეს დაავიწყდეს სახლში მარტოა, სასურველია სამუდამოდ. მაგრამ რეალურად თუ მერწყულს მარტო დატოვებთ, მისი შინაგანი ბავშვი მალე მოიწყენს.
თევზები - მალვინა
თევზების შინაგანი ბავშვი - ეს განსაკუთრებული ბავშვია: ბავშვური სინაზე და მეტი არაფერი ბავშვური. თევზები ხურდავდებიან ყველანაირ უაზრო სისულელეებზე, როგორიც არის თამაშები და გართობა, იმის მაგივრად, რომ მიიღოს გამოიყენოს ყველაზე განსხვავებული მთავარი გოგონას თვისებები და ჭირვეულობით თავი მოაბეზროს გარშემომყოფებს.
ვერძი - პიტერ პენი
ზოგიერთი ფიქრობს, რომ პიტერ პენი - ბიჭია, რომელსაც არ უნდა რომ გაიზარდოს. სინამდვილეში ასე არ არის. პიტერ პენი - ბიჭია, რომელსაც არ შეუძლია რომ გაიზარდოს. და საერთოდ, ის არანაირი ბიჭი არ არის, არამედ საკმაოდ შურისმაძიებელი და სასტიკი სულის ადამიანია, რომელიც იტაცებს ბავშვებს, რათა მუდმივად ეთამაშოს მათ.
კურო - ტომ სოიერი
კუროს შინაგან ბავშვს, რაც შეიძლება მეტი თავგადასავალი უნდა გადახდეს. მაგრამ მეორეს მხრივ, უყვარს, რომ მისით ყველა აღფრთოვანებულია. მოკლედ, არანაირი ზიანი ამ ბავშვის მოსალოდნელი არ არის. მხოლოდ სარგებელს ელოდეთ.
ტყუპები - ომენი
ყველას ბავშვი, ბავშვია, მაგრამ ტყუპებს პატარა ანტიქრისტე ჰყავს. ამას შეგვიძლია მეტი არაფერი დავამატოთ, მაგრამ მათ სასარგებლოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ტყუპები შინაგან ომენს შესანიშნავად უმკლავდებიან.
კირჩხიბი - პოლიანა
იდეალური შინაგანი ბავშვი: კეთილი, გულისხმიერი, სამართლიანი, მზრუნველი. ეშმაკმა იცის, როგორ იტანენ კირჩხიბები საკუთარ თავში ამ ურჩხულს, რომლის თანდასწრებითაც გასარეცხ ჩაის კოვზსაც არ ტოვებენ ღამე სამზარეულო ნიჟარაში.
ლომი - ჰარი პოტერი
ლომის შინაგან ბავშვს ყველაფერი ზუსტად ისევე აქვს, როგორც ზრდასრულ ლომს: მას სჭირდება საყოველთაო სიყვარული და აღფრთოვანება, სხვაგვარად ის არ თამაშობს.
ქალწული - ვენსდეი ადამსი
ქალწულის შინაგანი ბავშვი არაფრით არ განსხვავდება თავად ზრდასრული ქალწულისგან. უბრალოდ ქალწულს საკუთარი შინაგანი ბავშვი უყვარს, ათამამებს, ასე რომ გოგონას ნება აქვს გააკეთოს ის, რაც უნდა. თავად ქალწულისთვის კი არ შეიძლება.
სასწორი - ჩარლი, „შოკოლადის ფაბრიკა“
სასწორების შინაგან ბავშვს გულწრფელად სჯერა სასწაულების, და ისინი მათ ყოველთვის ემართებათ. სულ სხვა საქმეა, რომ ეს სასწაულები ხანდახან არასასიამოვნოა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლები უკვე თავად სასწორები არიან.
მორიელი - კლაუდია, „ინტერვიუ ვამპირთან“
მორიელების შინაგან ბავშვი - გარეგნულად მშვენიერია, როგორც ფაიფურის თოჯინა, მაგრამ ის არის პატარა გოგონა, რომლის შიგნითაც ზრდასრული, სასტიკი, უზნეო და ვნებიანი სისხლისმწოველი, 300 წლის ადამიანი ზის.
მშვილდოსანი - ალისა სელეზნიოვა
მშვილდოსნების შინაგანი ბავშვი - ყველაზე საყვარელი გოგონაა: ალისა შესანიშნავი და შორეული მომავლიდან, სადაც მოხვედრაზეც ყველა ოცნებობს, მაგრამ ვერავინ მოესწრება. ის ყველა ბავშვზე მამაცი და სამართლიანია.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია