კულინარია

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

 1. არაქისის ზეთისგან შეიძლება მიიღოთ ბრილიანტი

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

არაქისის ზეთისგან მეცნიერებმა შექმნეს ბრილიანტები. სახლის პირობებში ცხადია ექსპერიმენტის გამეორებას ვერ შეძლებთ. მხოლოდ უზარმაზარი წნევის შექმნით (უფრო მეტი, ვიდრე დედამიწის ცენტრშია) შეიძლება გადააქციო ზეთი ძვირფას ქვად.

2. არაქისის ზეთისგან ამზადებენ დინამიტს

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

არაქისის ზეთის გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. ზეთს, რომელსაც იღებენ ამ პარკოსნისგან (შეცდომაა ჩათვალო არაქისი თხილად, რადგან ის პარკოსნების ოჯახის წარმომადგენელია), იყენებენ ნიტროგლიცერინის დასამზადებლად, რომლის საფუძველზეც აკეთებენ დინამიტს.

3. ძველ დროში კეტჩუპი აფთიაქში იყიდებოდა

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

თავდაპირველად კეტჩუპს როგორც წამალს ისე უშვებდნენ. მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე ითვლებოდა, რომ პომიდორი შხამიანია. მაგრამ 1830-იანების დასაწყისში ექიმმა ჯონ კუკ ბენეტმა გამოაცხადა პომიდვრისა და ტომატის კეტჩუპის სარგებლობის შესახებ დიარეის მკურნალობის დროს. ამ მცდარმა ინფორმაციამ პროვოცირება გაუკეთა „სამედიცინო პრეპარატის“ გაყიდვების გაზრდას და ასე გახდა კეტჩუპი პოპულარული.

4. მარწყვი და ჟოლო - კენკრა არ არის

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

ის, რასაც ვთვლიდით კენკრად, მეცნიერული თვალსაზრისით შეცდომაა. სამაგიეროდ პომიდორი, წიწაკა, ფორთოხალი, ბადრიჯანი, ბანანი, ყურძენი და კივი - ეს კენკრაა. იმისათვის რომ ჩაითვალოს კენკრად, ნაყოფს უნდა გააჩნდეს რამდენიმე თესლი და განვითარდეს ყვავილიდან ერთი ბუტკოთი. რადგან მარწყვი და ჟოლო არ აკმაყოფილებს ამ უკანასკნელ პირობეს, ალუბალს კი მხოლოდ ერთი თესლი აქვს, ყველა ისინი მიეკუთვნებიან კურკოვანებს მიეკუთვნებიან.

5. არსებობს კვების შემცვლელი

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

თუ ოდესმე გიოცნებიათ, რომ ბევრი დრო არ დახარჯოთ საჭმლის მომზადებაზე, გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ უკვე არსებობს საკვების შემცველი - „სოილენტი“. მწარმოებლის განცხადებით, ის შეიცავს ყველა საჭირო ელემენტებს ზრდასრული ადამიანისთვის.

6. თვითმფრინავში საკვები გემოს თვისებების ნაწილს კარგავს

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს

თუ თვითმფრინავში საკვები უგემური მოგეჩვენათ, ნუ იჩქარებთ დაადანაშაულოთ ამაში ავიაკომპანია. საქმე იმაშია, რომ საჰაერო სივრცეში ყნოსვა და გემო 20-50 %-ით უარესდება. ეს კი იმასთან არის დაკავშირებული, რომ დიდ სიმაღლეზე ჰაერის ტენიანობა უარესდება. ადამიანს უჩნდება სიმშრალე ყელში, ტვინი კი უფრო ნელა აცნობიერებს სუნსა და გემოს.

7. ცხელი შოკოლადი უფრო გემრიელია ნარინჯისფერ ფინჯანში

თურმე გემოსა და საკვების არომატზე გავლენას ახდენს ჭურჭლის ფასი და ფერი, რომელშიც მოთავსებულია საკვები. ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, როცა სტუმრებს იღებთ. ცხელი შოკოლადი, მაგალითად, უკეთესია მიართვათ ნარინჯისფერ ფინჯანში: ასე ის უფრო გემრიელი მოგეჩვენებათ.

7 ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებს