ფულის დაზოგვა ყველას გვსურს, მაგრამ ბევრს არ შეუძლია ამის გაკეთება. ყოველივეს საკმაოდ დიდი მონდომება და ნებისყოფის გამოჩენა სჭირდება.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც ფულის დაზოგვას შეძლებთ.
1. უარი თქვით ყოველ დილით საყვარელ კაფეში ძვირადღირებული ყავის მირთმევაზე - სჯობს საკუთარი ხელით მოამზადოთ. ამით ორმაგ სიამოვნებასაც მიიღებთ, ხოლო ის ფული, რომელიც ყავაში უნდა გადაგეხადათ, შეგიძლიათ დანაზოგს მიაუმატოთ.
2. ფრჩხილებზე ლაქი საკუთარი ხელით წაისვით და დაივიწყეთ სალონი - თუ მოინდომებთ, ფრჩხილებს საკუთარი ხელითაც შესანიშნავად მიხედავთ და თანხას სალონში აღარ დატოვებთ. ის ფული კი, რომელიც სალონში მომსახურებისთვის უნდა გადაგეხადათ, შეგიძლიათ დაზოგოთ.
3. საჭმელი საღამოს სახლში მოამზადეთ და სამსახურში კონტეინერით წაიღეთ - შედეგად, გარეთ ჭამა აღარ დაგჭირდებათ. ამ მეთოდით ფულსაც დაზოგავთ და ჯანსაღად კვებასაც შეძლებთ.
4. გადადეთ ყოველ დღე ერთი ლარი - მთელი თვის განმავლობაში თქვენს საერთო დანაზოგს 30 ლარს შემატებთ.
5. ნუ იყიდით ყოველ დღე ქუჩაში წყალს - შეგიძლიათ გაყინული წყალი სახლიდან წაიღით და დამატებით ფულს აღარ დახარჯავთ. დაზოგილ თანხას კი, ყულაბაში გადადებთ.
6. გახსოვდეთ, რომ როცა არ გჭირდებათ, აუცილებლად გამორთეთ შუქი, კონდიციონერი და სხვა ელექტრონული მოწყობილებები - თუ ამას ჩვევად აქცევთ, ნახავთ, რომ მნიშვნელოვან თანხას დაზოგავთ - თვის ბოლოს გაცილებით ნაკლები თანხა გექნებათ გადასახდელი კომუნალურებისთვის.
7. გაყიდეთ ის სამოსი, ან ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ - რატომ უნდა გქონდეთ სახლში ასეთი ნივთები. შეგიძლიათ გაყიდოთ დამიღებული თანხა დანაზოგს შემატოთ.
8. დაელოდეთ ფასდაკლებებს - თუ სამოსის ყიდვას აპირებთ, დაელოდეთ ფასდაკლებებს და სწორედ ამ პერიოდში შეიძინეთ. დაზოგილი თანხა კი, ყულაბაში შეინახეთ.
9. სანამ საყიდლებზე წახვალთ, ჩამოწერეთ სია, რისი ყიდვა გჭირდებათ - იყიდეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. არ იყიდოთ ნივთები, ან სამოსი, რომელსაც არასოდეს გამოიყენებთ. იშოპინგეთ ჭკვიანურად.
10. პროდუქტების საყიდლად გამოყავით კვირაში ერთი დღე, ან თვეში ერთი დღე და მთელი კვირის, ან თვის მარაგი შეიძინეთ - გაცილებით უფრო მეტი თანხა იხარჯება მაშინ, როცა პროდუქტებს ყოველ დღე ყიდულობთ.
11. უარი თქვით საკუთარი მანქანით სიარულზე - ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფულის დასაზოგად. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მართალია არაკომფორტულია, მაგრამ გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე საკუთარი მანქანით გადაადგილება. შედეგად დამატებით კიდევ რამდენიმე ლარს დაზოგავთ.
12. თავი დაანებეთ მოწევას - თუ ასე მოიქცევით და იმ თანხას, რასაც ყოველდღიურად თამბაქოში იხდით, შეინახავთ, ნახავთ, რომ დანაზოგი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
13. ნუ იყიდით ბრენდულ სამოსს და ზოგადად, რაიმე ბრენდულ პრიდუქტს - იცოდეთ, რომ ხარისხი თითქმის ერთი და იგივეა, ბრენდული პრიდუქტი კი, გაცილებით ძვირი ღირს. თუ ასე მოიქცევით დამატებით საკმაო თანხას დაზოგავთ.
14. ყოველთვის ეცადეთ წახვიდეთ ისეთ ღონისძიებებზე, სადაც დასწრება თავისუფალია - ნუ გადაიხდით კოლოსალურ თანხებს რომელიმე ვარსკვლავის კონცერტისთვის, თუ ძალიან მდიდარი არ ხართ. ეძებეთ ისეთი ღონისძიებები, სადაც უფასოდ შეძლებთ დასწრებას და ფული, რომელიც ბილეთებში უნდა გადაგეხადათ, დაზოგეთ.
15. სანამ რამეს იყიდით, რამდენჯერმე ჰკითხეთ საკუთარ თავს - ეს ნამდვილად მჭირდება? - თუ არ გჭირდებათ, ფული რატომ უნდა დახარჯოთ? დაზოგეთ ის მომავლისთვის.
თემები: ფული
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>