ჰოლივუდში მომხიბვლელი მამაკაცების ნაკლებობა არასოდესაა, თუმცა 90-იანი წლები, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო.

ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან წლების შემდეგ გასული დეკადის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები.

1. ანტონიო ბანდერასი - პირველი ფოტო 1998 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე 2018 წელს. წლებმა ის ძალიან შეცვალა.

2. ლეონარდო დიკაპრიო - ლეო იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ასაკში კიდევ უფრო სიმპათიურები და მომხიბვლელები არიან. პირველი ფოტო 1996 წელსაა გადაღებული „რომეო და ჟულიეტას“ პრემიერაზე, სადაც მსახიობი რომეო მონტეგის როლს ასრულებს, ხოლო მეორე 2017 წელს, ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე.

3. კოლინ ფერტი - ვფიქრობთ, მსახიობს ჭაღარა თმა ძალიან მოუხდა. ის დღესაცსიმპათიურია. პირველი ფოტო 1999 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე - 2018 წელს.

4. დენზელ ვაშინგტონი - 1996 წელს ჟურნალმა People-მადენზელი წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. პირველი ფოტო 1999 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე - 2018 წელს.

5. რიჩარდ გირი - მელოდრამების ვარსკვლავი ქალების გულთამპყრობელი იყო. განსაკუთრებით კი ფილმების - „ლამაზმანისა“ და „შემოდგომა ნიუ-იორკში“-ს ეკრანზე გამოჩენის შემდეგ. მისმა გმირმა ქალებს პრინცის არსებობა დააჯერა. პირველი ფოტო 1991 წელს, ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზეა გადაღებული, ხოლო მეორე - 2018 წელს.

6. ბრენდან ფრეიზერი - მისი ვიზუალი წლების შემდეგ დიდად არ შეცვლილა. პირველი ფოტო 1999 წელს, ხოლო მეორე 2018 წელსაა გადაღებული.

7. ჰიუ გრანტი - კიდევ ერთი სექს სიმბოლო, რომელიც დღესაც ინარჩუნებს მომხიბვლელობას. პირველი ფოტო 1999 წელს „ნოტინგ ჰილის“ პრემიერაზეა გადაღებული, ხოლო მეორე - 2018 წელს.

8. ჯონი დეპი - მსახიობი, რომელიც თავისი როლების და მომხიბვლელი გარეგნობის წყალობით შეუძლებელია დაივიწყო. პირველი ფოტო 1999 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე - 2018 წელს.

9. კიანუ რივზი - მსახიობი დღესაც ქალების გულთაპყრობელია და დღემდე არ კარგავს ჰოლივუდის სექს სიმბოლოს სტატუსს. პირველი ფოტო „მატრიცას“ პრემიერაზე, 1999 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე - 2017 წელს.

10. მეთიუ მაკკონაჰი - შესაძლოა, ის ახლა უფრო სიმპათიურია ვიდრე წლების წინ. მსახიობს წლები ვერაფერს აკლებს. პირველი ფოტო 1999 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე - 2018 წელს.

11. ბრედ პიტი - ბრედი წლებმა შეცვალა, თუმცა ის მომხიბვლელობას და განსაკუთრებულ შარმს არ კარგავს. პირველი ფოტო არის ფილმიდან „გაიცანით ჯო ბლეკი“ და ეს 1999 წელია, ხოლო მეორე ფოტო 2018 წელსაა გადაღებული.

12. პირს ბროსნანი - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯეიმს ბონდი. პირველი ფოტო 1998 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე - 2017 წელს.