LIFE

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

1. დილას ადამიანები ნაკლებად ცრუობენ

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი უნარი ვიყოთ პატიოსნები საკმაოდ მცირდება დღის განმავლობაში. ძირითადად ეს ეხება გულწრფელ ადამიანებს. ადამიანები კი, რომლებიც მიდრეკილები არიან არაეთიკური ქცევებისადმი, ერთნაირად ცრუობენ დილასაც და საღამოსაც.

2. სხეულის შეგრძნებები გავლენას ახდენენ ადამიანების ქცევებზე

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

იმის მიხედვით, რას გრძნობს ჩვენი სხეული, ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ თავი უფრო მნიშვნელოვნად ან გაბედულად, ძლიერად ან სუსტად. მაგალითად, უხეში სკამებზე მჯდომიარე ადამიანები უფრო რთულები იქნებიან მოლაპარაკებების დროს. ხორკლიანი ზედაპირის შეგრძნება ადამიანებში სიცივის შეგრძნებას იწვევს, სიცივე კი მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმარტოვის გრძნობასთან.

3. ხელების დაბანა ამცირებს ეჭვებს

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

ხელების დაბანა ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ მორალურ სისუფთავესაც. როცა ხელებს ვიბანთ, ჩვენი ეჭვები და ბრალი მცდარი გადაწყვეტილებებისადმი წყალთან ერთად გვშორდება.

4. გაჩუმება იწვევს უხერხულობას

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

საუბრის დროს უხერხულობა რომ იგრძნოთ, საკმარისია 4-წამიანი გაჩუმება, ასე გაარკვიეს მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს. ყველა ჩვენთაგანს უნდა მიეკუთვნებოდეს რომელიმე სოციალურ ჯგუფს. როდესაც სიჩუმე დგება, შიში გვეუფლება, რომ ჩვენი იმიჯი საზოგადოებაში შეიძლება შეირყეს. თუ მიდის ცოცხალი საუბარი, მაშინ აღიარებას ვგრძნობთ.

5. ადამიანების უმეტესობა ძილში კრთება

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

ზოგიერთი მედიკოსი თვლის, რომ ასეთი შეკრთომა ძილში შეიძლება იყოს სტრესის, აღელვების ან დაღლილობის შედეგი. სხვა ჰიპოთეზა ამას ბუნებრივ გადასვლად ხსნის სიფხიზლიდან-ძილისკენ, რომლის დროსაც ნერვებს ერევათ ორი მდგომარეობა.

6. უადგილო სიცილი უსუსურობაზე მეტყველებს

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

ადამიანები ხშირად უადგილოდ იცინიან და ვერაფერს უხერხებენ ამას. უადგილო სიცილი ხშირად უსუსურობის ან ძლიერი დაძაბულობის განცდაზე მეტყველებს. სიცილის შეტევა ტრაგედიის შემდეგ ან გასვენებაში სინამდვილეში არ მეტყველებს ჩვენს უგრძნობლობაზე, ეს უძლიერესი სტრესის ნიშანია. ჩვენი სხეული სიცილის დახმარებით ცდილობს მოიხსნას დაძაბულობა.

7. თვალების მოძრაობა გვეხმარება მოვლენების გახსენებაში

ადამიანის 7 უცნაურობა, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინეს

მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანები, რათა აღადგინონ ინფორმაცია, სულ უფრო ხშირად ამოძრავებენ თვალებს. მეცნიერების ვერსიით, თვალების მოძრაობა ხელს უწყობს კონცენტრირებასა და საჭირო ინფორმაციის აღდგენას მეხსიერებაში.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>