ოჯახი და კარიერა - როგორ დავიცვათ ბალანსი
01.04.202520 ვარსკვლავი, რომლებიც თავიანთ ნამდვილ სახელებს „მალავენ“ - იცით, რა ჰქვია ბრედ პიტს სინამდვილეში?
- 13.06.2018

ჰოლივუდს არაერთი ისეთი ვარსკვლავი ჰყავს, რომლებსაც სხვა სახელით ვიცნობთ და რომლებიც თავიანთ ნამდვილ სახელებს „მალავენ“.
1. ალეშა ქისის ნამდვილი სახელია ალეშა აუხელიო ქუქი - მომღერალი მიიჩნევს, რომ მისი ნამდვილი სახელი სცენისთვის შეუსაბამოა და ამიტომაც, სახელი შეიცვალა.

2. ეშტონ კატჩერს სინამდვილეში კრისტოფერ ეშტონ კატჩერი ჰქვია.

3. ბრედ პიტის ნამდვილი სახელია უილიამ ბრედლი პიტი - ბრედი ამბობს, რომ როცა ქალი მოსწონს და მასთან ფლირტის გაბმას იწყებს, საკუთარი თავის წარდგენისას ამბობს, რომ უილიამი ჰქვია.

4. ბრუნო მარსი - მომღერალს სინამდვილეში პიტერ ჯინ ჰერნანდესი ჰქვია. „ბავშვობაში ძალიან მამსგავსებდნენ ბრუნო სამარინოს და ამიტომაც, მეტსახელად ბრუნოს მეძახდნენ“, - ამბობს ბრუნო.

5. კალვინ ჰარისი - მისი ნამდვილი სახელია ადამ რიჩარდ უაილსი.

6. კარდი ბი - მომღერალს სინამდვილეში ბელკალის ალმანზარი ჰქვია.

7. დემი მური - მსახიობის ნამდვილი სახელია დემე გინ გაინსი. დემი დაქორწინებული იყო მუსიკოს ფრედი მურზე 17 წლის ასაკში და განშორების შემდეგ მან ყოფილი ქმრის გვარი დაიტოვა.

8. დრეიკი - რეპერის ნამდვილი სახელია ობრი დრეიკ გრეჰემი.

9. ემა სტოუნი - მომხიბვლელ მსახიობს სინამდვილეში ემილი ჯინ სტოუნი ჰქვია.

10. ფრენკ ოუშენი - მისი ნამდვილი სახელია კრისტოფერ ედვინ ბროქსი.

11. ჯიჯი ჰადიდი - სუპერმოდელის ნამდვილი სახელი სულაც არაა ჯიჯი. მას ჯელენა ნურ ჰადიდი ჰქვია. მას ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე ჯიჯის ეძახდნენ. შემდეგ კი, გადაწყვიტა რომ საზოგადოებასაც ამ სახელით გაეცნო.

12. ჰელენ მირენი - მსახიობს სინამდვილეში ილიენა ლიდია მირონოფი ჰქვია. ბრიტანელი მსახიობის მამამ გვარიშეიცვალა და მირენი გახდა. მსახიობმა კი, თავისი სახელი ილიენა შეიძლება ვთქვათ, რომ გაამარტივა და ჰელენი დაირქვა.

13. ჯეიმი ფოქსი - მას სინამდვილეში ერიკ მარლონ ბიშოპი ჰქვია.

14. ჯონ ლეჯენდი - მომღერლის ნამდვილი სახელია ჯონ როჯერ სტივენსი.

15. ჯულიანა მური - მას სინამდვილეში ჯული ანნა სმიტი ჰქვია. მსახიობმა უბრალოდ ორი სახელი გააერთიანა.

16. კეტი პერი - მომღერლის ნამდვილი სახელია კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონი.

17. კიტ ჰარინგტონი - მსახიობს სინამდვილეში კრისტოფერ ქეთსბი ჰარინგტონი ჰქვია.

18. ლეიდი გაგა - მისი ნამდვილი სახელია სტეფანი ჯოან ანჯელინა გერმანოტა. ვფიქრობთ, სწორად მოიქცა,როცა სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

19. ლანა დელ რეი - მომღერალს სინამდვილეში ელიზაბეტ ვულდრიჯ გრატი ჰქვია.

20. ლორდე - მომღერლის ნამდვილი სახელია ელა მარიჯა ლანი იელიჩ ო’ კონორი.

თემები: ცნობილი ადამიანები, კინო, მსახიობები, ვარსკვლავები, სახელი
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია