LIFE

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

არიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც თვლიან, რომ ადამიანის მთავარი ძალა მისი უბრალოებაა. ისინი აცობიერებენ, რომ ცხოვრების უბრალო სტილის წყალობით გაცილებით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ საზოგადოებისგან.

ვნახოთ, 11 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წარმატების, ადამიანების სიყვარულის მოპოვების და ზოგადად, ადამიანის მთავარი ძალა მის უბრალოებაშია.

11. კოკო შანელი - შანელის დროს მოდურად ითვლებოდა ის ქალი, რომელსაც ბუმბულებით გაფორმებული დიდი კაბა ეცვა, ასეთივე ბუმბულებიანი ქუდი კი აუცილებელი ატრიბუტი იყო. კოკო შანელმა კი, უთხრა მსოფლიოს, რომ ქალი შეიძლება მოდური იყოს უბრალო, მოკლე შავ კაბაშიც. მან მოდაში სიმარტივე და უბრალოება შემოიტანა და დაამკიცა, რომ ამ უბრალოებას დიდი ძალა აქვს. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

10. მარკ ცუკერბერგი - „ფეისბუქის“ დამფუძნებელი,მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მდიდრული და მოდური სამოსის ჩაცმას ამჯობინებს უბრალო ნაცრისფერი მაისური ჩაიცვას. ეს მისი საყვარელი სამოსია. მარკს ურჩევნია მარტივად ეცვას და უბრალოდ გამოიყურებოდეს. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

9. ინგვარ კამპარდი - „იკეას“ დამფუძნებელი ყოველთვის ელოდება ფასდაკლებებს სამოსის შეძენამდე, ყოველთვის გადაადგილდება თავისი ძველი ვოლვოთო, რომელიც უკვე 15 წელია ჰყავს, მგზავრობს ეკონომ კლასით. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

8. ბორის ჯონსონი - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი სამსახურში ველოსიპედით დადის. ამით კი ბრიტანელებს ერთგვარად მაგალითს აძლევს - იცხოვრონ ჯანსაღად და ნაკლებად დააბინძურონ ავტომობილების გამონაბოლქვით ჰაერი. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

7. ჯენიფერ გარნერი - ჯენიფერ გარნერი ჰოლივუდის ვარსკვლავთა იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთი სიმდიდრის მიუხედავად ფუფუნებით არ ცხოვრობენ. ის თავად დადის პროდუქტებზე მაღაზიებში შვილებთან ერთად. გარნერი ჩვეულებრივი, უბრალო ამერიკელი დიასახლისის ცხოვრებით ცხოვრობს. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

6. სტივ ჯობსი - Apple-ის დამფუძნებელი ყოველთვის უბრალო ცხოვრებას ამჯობინებდა. მილიონერის საყვარელი სამოსი ჯინსები და კედები გახლდათ. ის ცხოვრობდა ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ სახლში. მსგავს სახლებში, როგორც წესი, მილიონერები არ ცხოვრობენ. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

5. ტაირა ბენკსი - ამერიკელი ტოპ მოდელი ამჯობინებს უბრალო ადამიანის მსგავსად იცხოვროს. დადის ისეთ ადგილებში, ისეთ კვების ობიექტებში, სადაც საშუალო ამერიკელები. არ უყვარს მდიდრულად ჩაცმა. მარტივი და უბრალო სამოსი მისი საყვარელი სტილია. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

4. რასელ ქროუ - მსახიობს არ ხიბლავს ვარსკვლავური ცხოვრება. მან ამერიკაში მდიდრულ ცხოვრებას, ძვირადღირებულ სახლებსა და მანქანებს ავსტრალიაში გადაბარგება ამჯობინა, სადაც ცხენების ფერმა აქვს, რომლებსაც თავად უვლის.

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

3. ჰეიდენ კრისტენსენი - მომხიბვლელ ვარსკვლავს დიდად არ ხიბლავს საზოგადოების ყურადღება და ვარსკვლავური ცხოვრება. ის კანადაში ცხოვრობს და ფერმერია. საკუთარი ხელით მოჰყავს ბოსტნეული, უვლის ეზოს, სახლს. ტრაქტორის მართვაც იცის და მიწას თავად ამუშავებს. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

2. არნოლდ შვარცნეგერი - ის არ ცხოვრობს ვარსკვლავურად. ცდილობს იცხოვროს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, გაუმკლავდეს ყოველდღიურ პრობლემებს, იშრომოს. არ უყვარს ფუფუნებით ცხოვრება, რადგანაც თვლის, რომ ცხოვრება ასე უფრო მოსაწყენია. 

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ

1. კიანუ რივზი - მსახიობი რომ მეტროთი გადაადგილდება, ეს ყველამ ვიცით და კიანუს მეტროში გადაღებულ ფოტოებზე მიმებსაც ხშირად ვხედავთ სოციალურ ქსელებში. გარდა ამისა,კიანუ ძალიან კეთილია და ფულს ხშირად ახმარს ქველმომქედებას. ის არ ყიდულობს ძვირადღირებულს სამოსს. კიანუ რივზს მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ განსაკუთრებით ის ნიუ-იორკელებს უყვართ. მსახიობი საზოგადოების დიდი პატივიცემით სარგებლობს.

ვარსკვლავები, რომლებიც ყველაზე „არავარსკვლავურად“ ცხოვრობენ



<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>