ჰოროსკოპი

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტიპური ვერძი ძალიან შრომისუნარიანი და ენერგიულია. მთავარია, რომ სამუშაო იყოს საინტერესო, მაშინ მისი სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი იქნება. გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც მოითხოვენ დიდ მოთმინებას - მათთვის არ არის.

კურო

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

უნარით გეგმაზომიერად და გამოზომილად მიაღწიოს დასახულ მიზნებს ბეჯითობისა და მოთმინების ხარჯზე მათ ვერავინ სხვა ვერ შეედრება. ამიტომ ხშირად კუროები დიდ შედეგებს აღწევენ. ამ ნიშნის მთავარი პლუსი იმაშია, რომ მას შეუძლია გადააქციოს თეორია პრაქტიკად და მაგალითი აჩვენოს სხვებს.

ტყუპები

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამ ნიშნის წარმომადგენლებიც შრომისუნარიანები არიან, მაგრამ ყოველდღიური რუტინული მოღვაწეობა, რომელიც ბეჯითობას, კირკიტსა და ჟინიანობას მოითხოვს, მათთვის მტანჯველია. ამიტომაც ტყუპების უმეტესობა ირჩევს უფრო მობილურსა და მოძრავ სამუშაო სახეობებს.

კირჩხიბი

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კირჩხიბები არ ახმაურებენ საკუთარ გეგმებს, ურჩევნიათ მიაღწიონ მიზნებს მცირე კონკურენციის გარეშეც კი. ისინი მუშაობენ განწყობის მიხედვით, უფრო სწორად - მთვარის სერიოზული გავლენის ქვეშ. ხანდახან შეუძლიათ რამდენიმე დღე ზედიზედ გვიანობამდე იმუშაონ სამსახურში, ხანდახან კი სახლში რჩებიან მხოლოდ იმიტომ, რომ განწყობა არა აქვთ.

ლომი

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მომუშავე ლომი - დიდი ენთუზიასტია, მაგრამ ეს მანამდე გრძელდება, სანამ მას სიზარმაცის შეტევა არ მოუვლის. თუმცა შეტევის დამთავრების შემდეგ ის ისევ აგრძელებს მუშაობას და მისი შრომისუნარიანობა გაოცებას იწვევს. ლომები ხშირად არიან კარგი ორგანიზატორები და კოლექტივის იდეური შთამაგონებლები.

ქალწული

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალწული - ის ყველაზე კლასიკური მშრომელია. უნარით საგულდაგულოდ და დეტალურად შეასრულოს მოვალეობები მას ვერავინ ვერ შეედრება. ამიტომაც ამ ნიშნის წარმომადგენლები - შეუცვლელი შემსრულებლები და უფროსების საყვარელი თანამშრომლები არიან.

სასწორი

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სასწორი - არც ისეთი შრომისუნარიანი ზოდიაქოს ნიშანია. მაგრამ თუ მათ დააინტერესებთ და დაუხატავთ ლამაზ პერსპექტივას, ისინი სიამოვნებით ჩაერთვებიან პროცესში. თუმცა, სტანდარტებისა და წესების ფარგლებს მიღმა გასვლას არ ჩქარობენ და საეჭვოა, რომ თავი შეიწუხონ ზედმეტად დიდი დატვირთვებით.

მორიელი

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელს შეუძლია მთლიანად ჩაიძიროს სამუშაო პროცესში. ის ებღაუჭება სამუშაოს შედეგებს და სრულყოფილებამდე მიჰყავს საქმე. თუ მორიელი უხელმძღვანელებს პროცესს, მის დაქვემდებარებაში კი თანამშრომლების კოლექტივია, მას შეუძლია დაღალოს ყველა მუდმივი კონტროლითა და შედეგების მოთხოვნით.

მშვილდოსანი

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მშვილდოსანი არ არის ყველაზე ჟინიანი და შრომისუნარიანი მუშაკი. აი, იდეოლოგის, იდეური შთამგონებლის სახით კი ის შეუცვლელია. ის უფრო პოლიტიკური ხელმძღვანელი ან მმართველი ჩინოვნიკია, ვიდრე რიგითი ჩინოვნიკი. საკმაოდ ბევრი მშვილდოსანი მუშაობს იურიდიულ სისტემაში ადვოკატებად, მოსამართლეებად და პროკურორებად.

თხის რქა

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მუშაკი-თხის რქა - კლასიკური ადმინისტრატორია ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მას შეუძლია იშრომოს გეგმაზომიერად და ანგარიშიანობით, ამავე დროს მას გააჩნია ამბიციები, რომლის რეალიზებასაც ადრე თუ გვიან მოახდენს. მას შეუძლია იყოს როგორც შესანიშნავი შემსრულებელი, ასევე შესანიშნავი ხელმძღვანელი.

მერწყული

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყულები - ზოდიაქოს ყველაზე გაუთვალისწინებელი და ორიგინალური წარმომადგენლები არიან. სწორედ მერწყულები განსხვავდებიან სამუშაოსადმი არასტანდარტული მიდგომით და ხშირად იგონებენ რაიმე ახალს ჩვეულ სამუშაო პროცესში. სწორედ ამის გამო პატიობენ მათ პერიოდულ დაუდევრობასა და საქმის ბოლომდე არ მიყვანას.

თევზები

იპოვე შენი მოწოდება - აირჩიეთ სამსახური და გატაცება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტიპური თევზები საკუთარ, მხოლოდ მათთვის ცნობად რიტმში მუშაობენ, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ განწყობასთან. პრობლემა იმაშია, რომ ეს განწყობა მუდმივად იცვლება, ამიტომ თევზები - ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და არასაიმედო მუშაკია. ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან ან ძალოვანი ზეწოლისგან ისინი საკუთარი ასტროლოგიური ნიშნის მსგავსად სხლტებიან. ასე რომ თევზებისთვის უკეთესი იქნება მარტო მუშაობა, ვიდრე კოლექტივში. 



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>