20 ფოტო მტკიცებულება იმისა, რომ ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას მსგავსად იცვამს
- 20.06.2018
ქეით მიდლტონის ცხოვრება, მისი თითოეული ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ჩაცმის სტილი ყოველთვის ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. პრინც უილიამის ცოლი და კემბრიჯის ჰერცოგინია უდავოდ გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით. მისი სტილი დახვეწილი და ქალურია.
ქეითის სტილს ხშირად ადარებენ პრინცესა დაიანას სტილს და მათ შორის მართლაც იპოვნით ბევრ მსგავსებას. წარმოგიდგენთ 20 ფოტოს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქეითი ხშირად ცდილობს პრინცესა დაიანას მსგავსად ჩაიცვას. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ლედი დი ქეითის შთაგონების წყაროა.
1. ბავშვის გაჩენის შემდეგ - პირველ ფოტოზე აღბეჭდილია ახალდაბადებული პრინცი უილიამი, პრინცი ჩარლზი და ლედი დი, ხოლო მეორე ფოტოზე ქეით მიდლტონი უილიამთან და ახალდაბადებულ ჯორჯთან ერთად.
2. სამოსი სრიალის დროს - ტრადიციულად, სამეფო ოჯახი ყოველ წელს დადის შვეიცარიაში ზამთრის კურორტზე. პირველი ფოტო 1986 წელს სწორედ შვეიცარიაშია გადაღებული და მასზე პრინცესა დაიანაა აღბეჭდილი, ხოლო მეორე ფოტოზე აღბეჭდილია ქეით მიდლტონი შვეიცარიაში, ლედი დის მსგავსი სამოსით.
3. ისე, როგორც ლედი დი - ქეით მიდლტონს ამ ფოტოზე საყურეებიც კი ისეთი უკეთია, როგორიც პრინცესა დაიანას.
4. ქეით მიდლტონი კუალა ლუმპურში ოფიციალურ სადილზე - მისი კაბის შექმნისთვის ინსპირაციის წყარო პრინცესა დაინას კაბა გახდა.
5. ფერები - დაიანას უყვარდა ფერადი და მხიარული ფერის სამოსი. ქეითიც ხშირად ირჩევს ისეთი ფერის სამოსს, როგორსაც დაიანა ანიჭებდა უპირატესობას.
6. ე.წ. კუბოკრული სამოსი - კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქეითი ხშირად ცდილობს ხალხს პრინცესა დაიანა გაახსენოს და მის მსგავსად ჩაიცვას.
7. თავსაბურავი - ქეითი ამ ფოტოზე მალაიზიაშია და ფოტო 2012 წელსაა გადაღებული, ხოლო პრინცესა დაიანას ეს ფოტო პაკინსტანშია გადაღებული.
8. ქალური კაბა, ყვავილების პრინტით - ქეითის შთაგონების წყარო ნამდვილად არის თავისი ქმრის დედა.
9. წითელი სამოსი.
10. შავი კოპლებით გაფორმებული თეთრი სამოსი.
11. კოქტეილის კაბები - მსგავსი სტილი თვალშისაცემია.
12. პიჯაკის ძალა - ქეითი და დაიანა თითქმის ერთნაირი სამოსით.
13. ნიშნობის ფოტოები - ქეითს დაიანას 18 კარატიანი ბრილიანტისა და საფირონის ბეჭედი უკეთია. ქეითმა ისეთივე ფერის სამოსი ჩაიცვა, როგორიც დაიანას ეცვა ნიშნობის დროს.
14. მომხიბვლელი ვარდისფერი სამოსი.
15. თეთრი სამოსი.
16. მეზღვაურის სტილი.
17. მსგავსი სტილის მწვანე სამოსით.
18. მსგავსი სტილის შიფონის კაბებით - მართალია, ფერები განსხვავებულია, მაგრამ სტილის მსგავსება თვალშისაცემია. დაიანას ფოტო კანის კინოფესტივალზე 1987 წელსაა გადაღებული, ხოლო ქეითის 2011 წელს, „ბაფტას“ დაჯილდოების ცერემონიაზე.
19. შავისა და ლურჯი ფერების სამოსის კომბინაცია.
20. ქეითისა და დაიანას პირველი გამოჩენა მშობიარობის შემდეგ - ქეითმა ისეთივე სამოსი ჩაიცვა პრინც ლუისის გაჩენის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩენისას, როგორიც დაიანამ პრინც ჰარის გაჩენის შემდეგ.
თემები: პრინცესები, პრინცესა დაიანა, კეიტ მიდლტონი, დაიანა
<a href="http://www.frontcover.com">http://www.frontcover.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია