მშობლები

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

ირგვლივ მიმობნეული უამრავი სათამაშო, ფერადი, პატარა ნივთებით მუდმივად არეული სახლი – ეს სურათი, ალბათ, კარგად გეცნობათ მათ, ვისაც ბავშვები გყავთ. არც დალაგების პროცესი იქნება თქვენთვის უცხო და არც იმაზე ფიქრი, რომ ამ ფერად არსებებთან ბრძოლა მუდმივად მოგიწევთ.

როდის ეწყობა არეულობის ფერადი ფოიერვერკები თქვენს სახლებში? რა თქმა უნდა, იმ განსაკუთრებულ დღეს, რომელსაც თქვენი შვილის დაბადების დღე ჰქვია. როცა თქვენს ფერად სახლს თქვენი შვილის მეგობრები თავიანთი სათამაშოებით, ოჯახის ახლობლები, ბებიები და ბაბუები ემატებიან საჩუქრებით.

საჩუქარი ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი ბავშვებს!

მაგრამ ძალიან ბევრი არც საჩუქარი ვარგა. იმისთვის, რომ სახლში სათამაშოების რაოდენობას გაუმკლავდეთ, უმჯობესია, ბავშვებს სხვაგვარი საჩუქარი გაუკეთოთ – ისეთი, რომელსაც არაფერი ექნება საერთო სათამაშოსთან.

მაგალითად:

1. ატარეთ წრეებზე – ცეკვა, მუსიკა, ხატვა, სპორტი... ასეთი წრეები საუკეთესო საშუალებაა ბავშვთა ინტერესების წასახალისებლად. ისინი ხვდებიან, რომ თქვენ ყურადღებას ამახვილებთ მათ სურვილებზე და ხელს უწყობთ, მიიღონ დამატებითი სიამოვნება.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

2. ატარეთ საინტერესო ადგილებში – ზოოპარკი, მუზეუმი, კინოთეატრი... ეს უკანასკნელი საუკეთესო საოჯახო საჩუქარია, რომელიც არა მარტო დაბადების დღეებზე, არამედ ყოველი კვირის ბოლოს შეგიძლიათ, გაუკეთოთ შვილებს. ბავშვებს უყვართ დიდებთან ერთად დროის გატარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსებიც ერთობიან.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

3. დაუთმეთ სამზარეულო – პატარებს ძალიან უყვართ დიდებად ყოფნა, ამიტომ მათ უმრავლესობას გამუდმებით აქვს მცდელობა, დაეხმაროს დედას დალაგებასა და სადილის მომზადებაში. სადილის მომზადების პროცესი საუკეთესო დროა, შვილთან ერთად მხიარულად გაატაროთ დრო.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

4. წაახალისეთ – ბავშვები ყოველთვის კმაყოფილები არიან, როცა მშობლები არჩევანის საშუალებას აძლევენ. მაგალითად, შესთავაზეთ ფილმის ყურება და უთხარით, რომ მას შეუძლია, ფილმი თავად აარჩიოს; წაიკითხოს წიგნი თქვენთან ერთად, სამაგიეროდ კი დაიძინოს 2 საათით გვიან.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

5. აგრძნობინეთ თავი ზრდასრულად – უთხარით, რომ სადილი, ნაყინი, ყავა და ნამცხვარი მის დაბადების დღეზე აუცილებლად იქნება. მათ კი უფლება აქვთ, დაპატიჟონ ყველა, ვინც თავად სურთ. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მისი ბებია, ბაბუა, კლასელი თუ მასწავლებელი.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

6. აჩუქეთ ტანსაცმელი თოჯინებისთვის – შეგიძლიათ, აჩუქოთ ნებისმიერი რამ, რასაც თავის თოჯინებს მოარგებს. ამ საჩუქრით საშუალებას მისცემთ, საათობით ითამაშოს და გაერთოს.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

7. წიგნები – სასურველია, ბავშვები ადრეული ასაკიდან აღიქვამდნენ წიგნს, როგორც მნიშვნელოვან საჩუქარს. ამიტომ ყურადღებით და გემოვნებით შეურჩიეთ საბავშვო ლიტერატურა და აქციეთ წიგნი მის საყვარელ საჩუქრად.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

8. ტანსაცმელი – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს უამრავი ტანსაცმელი აქვთ, მათ მაინც უყვართ, როცა მშობლები ახალ ტანსაცმელს ყიდულობენ ან ჩუქნიან.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

9. ტკბილეული – თუ თქვენს შვილს ტკბილეული უყვარს, მისთვის ყველაზე საყვარელი საჩუქარიც ძალიან მარტივად მოსაფიქრებელია.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს

10. თამაშები და ფაზლები – ეს ორი რამ სახლის პირობებში ბავშვის გართობის საუკეთესო საშუალებაა. თქვენი შვილი მთელი დღის განმავლობაში თავისთვის იჯდება და შეეცდება, ფაზლი ააწყოს, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს მისი ხედვისა და გონების განვითარებას. ბავშვები თამაშებითაც უამრავ რამეს სწავლობენ. ბევრი მათგანი სწორედ თამაშების მეშვეობით ეუფლება სხვადასხვა უცხო ენასა და გეოგრაფიას.

საჩუქრები, რომლებიც უმჯობესია, სათამაშოების ნაცვლად აჩუქოთ შვილებს



წყარო:&nbsp;<a href="http://www.huffingtonpost.com/rachel&ndash;jones/18&ndash;excellent&ndash;gifts&ndash;for&ndash;kids&ndash;that&ndash;arent&ndash;even&ndash;toys_b_6108036.html" target="_blank">www.huffingtonpost.com</a>