სილამაზე

4 ტრენდული ვარცხნილობა, რომლებსაც საკუთარი ხელით, 5 წუთში გაიკეთებთ

4 ტრენდული ვარცხნილობა, რომლებსაც საკუთარი ხელით, 5 წუთში გაიკეთებთ

1. შადრევანი

· გამოყავი შუბლზე სამკუთხედად კულული და დაიხვიე მსხვილ ბიგუდიზე.

· შეკარი ეს კულული რეზინით თმის ძირებთან ახლოს.

· დაივარცხნე დანარჩენი კულულები და აწიე ბოლოები ზევით, რათა მიანიჭო თმას მოცულობა.

· რეზინით შეკრული კულულის გარშემო ოდნავ აიჩეჩე.

· გადმოწიე კუდი სახეზე, დააფიქსირე საჭერით და შემდეგ ისევ გადაწიე უკან.

· დააფიქსირე თმის ლაქით. 

BO-1 Multipic:

2. ნაწნავი-გვირგვინი

· თმის ნახევარი ნაწილი დაიწანი ისე, რომ კულულები გადაჯვარინდეს არა ზემოდან, არამედ ქვემოდან. ნაწნავის ბოლო დააფიქსირე რეზინით.

· ასევე დაიწანი თმის მეორე ნაწილი.

· დაალაგე ნაწნავი ერთი მეორეზე და დააფიქსირე თმის საჭერებით.

· თითებით აიჩეჩე თმა, რათა მიანიჭო მას დამატებითი მოცულობა. 

BO-2 Multipic:

3. კუდი-კონა

· შეკარი თმა კლასიკური „ცხენის კუდივით“.

· კუდი მჭიდროდ დაგრიხე და გააკეთე ერთი ბრუნვა რეზინის ირგვლივ.

· დააფიქსირე მიღებული ვარცხნილობა სამაგრებით.

· ისევ დაიწყე კუდის დაგრეხვა, გააკეთე ბრუნვა ფუძის ირგვლივ, მაგრამ უფრო განივრად: მოიყოლე თან წინა კონსტრუქცია.

· თმის ბოლოები დატოვე თავისუფლად. 

BO-3 Multipic:

4. კვანძები

· დასაწყისისთვის გამოყავი თმის ქვედა უკანა ნაწილი ყურიდან ყურამდე.

· გაყავი დანარჩენი კულულები, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე.

· გამოყოფილი ქვედა კულული გაყავი შუაზე და შეკარი კვანძში.

· დააფიქსირე თმის საჭერით.

· იგივე გააკეთე დანარჩენი კულულების შემთხვევაში.

· როგორც კი მიხვალ შუბლამდე, დაიწყე მოძრაობა უკან და თან შეკარი კვანძში თმის თავისუფალი ბოლოები. 

BO-4 Multipic:



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>