მერილ სტრიპის სილამაზის ერთი საიდუმლო - რატომ გამოიყურება ის ყოველთვის შესანიშნავად?
- 27.06.2018
ლეგენდარული მერილ სტრიპი გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი მსახიობია, ამასთანავე განსაკუთრებული მომხიბვლელობითა და შარმით გამოირჩევა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი 22 ივნისს 69 წლის გახდა და მიუხედავად ამ ასაკისა, ის ინარჩუნებს სილამაზეს და მომხიბვლელობას.
მსახიობი Fi Glover-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სახეს არასოდეს შეხებია და არანაირი კოსმეტიკური პროცედურისთვის არ მიუმართავს, სტრიპი ამბობს, რომ წინააღმდეგია პლასტიკური ოპერაციების.
მიუხედავად იმისა, რომ არ მიუმართავს არანაირი კოსმეტოლოგიური ჩარევისთვის, მსახიობის კანი პრიალა და გლუვია.
„ერთადერთი პროცედურა, რომელიც რუტინად მაქვს ქცეული, ხელით სახეზე მასაჟის გაკეთებაა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სანამ სახეს შეეხებით, ხელები აუცილებლად კარგად უნდა დაიბანოთ“, - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.
როდესაც მარგარეტ ტეტჩერის შესახებ ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა (რკინის ლედის როლს სწორედ სტრიპი ასრულებს), ფილმის რეჟისორი მერილს სახლში ესტუმრა, ხოლო როცა მეგობრებს შეხვდა ასეთი რამ თქვა. „იცით მერილ სტრიპთან რაზე ვსაუბრობდით? სილამაზის საიდუმლოებზე და მან სილამაზის ერთი საიდუმლო გამიმხილა, ჩემი სილამაზის ერთადერთი საიდუმლო ის არის, რომ სახეს არასოდეს ვეხები და არანაირ პროცედურას არ მივმართავ, მითხრა მან“, - იხსენებს რეჟისორი.
როგორც აღმოჩნდა, სტრიპი ცდილობს საკუთარი ხელით რაც შეიძლება იშვიათად შეეხოს სახეს, და თუ შეეხება (მაგალითად მასაჟის გაკეთების დროს), ხელი აუცილებლად კარგად უნდა ჰქონდეს დაბანილი, ვინაიდან ხელით შეხების დროს სახეზე უამრავი ბაქტერია გადადის.
არის თუ არა სახიფათო მართლაც ხელით სახეზე შეხება? - დერმატოლოგები ამბობენ, რომ მერილ სტრიპი სწორად იქცევა, როცა სახის კანს არ ეხება ხელით და ისინი სხვებსაც ურჩევენ, რომ ჩვევად აქციონ, გამოიმუშაონ რომ არ შეეხონ კანს. ყოველივემ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე, გაღიზიანება და აკნეც კი.
თემები: თავის მოვლა, ქალი, სილამაზე ყველა ასაკში, მერილ სტრიპი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია