19 წელი დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების ქორწინებიდან - ყველაზე ტრენდული წყვილის 10 გამორჩეული სტილი
- 05.07.2018
დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების ვარსკვლავური წყვილი იშვიათი გამონაკლისია - მათ ხანგრძლივი და მყარი ოჯახური თანაცხოვრება აკავშირებთ. დღეს მათი ქორწინებიდან 19 წელი გავიდა.
უკვე მრავალი წელია დევიდი და ვიქტორია არავის უთმობენ ყველაზე მოდური და გლამურული წყვილის იმიჯს და არ კარგავენ აქტუალურობას. მათი ოჯახი სამაგალითო და მისაბაძია სხვებისთვის. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა და დაბრკოლებებისა, მათ მოახერხეს მყარი ურთიერთობის შენარჩუნება.
დევიდი და ვიქტორია 4 შვილის მშბოლები არიან.
ყოფილმა ფეხბურთელმა და დიზაინერმა ქორწინების მეცხრამეტე წლისთავი რომანტიკულ გარემოში აღნიშნეს. წყვილმა ამ დღის აღსანიშნავად „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა ფოტოები და ერთმანეთს საჯაროდაც მიულოცეს. „გილოცავ ქორწინების მეცხრამეტე წლისთავს, შენ საუკეთესო ცოლი და დედა ხარ“, - წერს დევიდი.
ვნახოთ ყველაზე ტრენდული წყვილის 10 გამორჩეული სტილი:
1. 2017 წლის 11 ივნისი - Kent & Curwen’s-ის პრეზენტაციაზე.
2. 2016 წლის 19 ნოემბერი - წყვილი Global Gift Gala-ს ესწრება.
3. 2015 წლის 23 ნოემბერი - დევიდი და ვიქტორია ბრიტანული მოდის დაჯილდოების ცერემონიაზე.
4. 2014 წლის 1 დეკემბერი - ბრიტანული მოდის დაჯილდოების ცერემონია.
5. 2014 წლის 20 ნოემბერი - დევიდი და ვიქტორია Another Man Magazine-ის წვეულებაზე.
6. 2015 წლის 12 მარტი - ალექსანდერ მაკქუინის ჩვენებაზე.
7. 2014 წლის 30 ნოემბერი - დევიდი და ვიქტორია ლონდონის თეატრში.
8. 2014 წლის 5 მაისი - წყვილი წითელ ხალიჩაზე.
9. 2012 წლის 1 მაისი - ლოს ანჯელესში კალათბურთის მატჩის დროს.
10. 2012 წლის 26 თებერვალი - ოსკარის დაჯილდოების შემდეგ გამართულ წვეულებაზე.
თემები: მოდა, წყვილი, ვარსკვლავები, ვიქტორია ბექჰემი
<a href="https://www.instyle.com">https://www.instyle.com</a>