დაივიწყეთ შორტები - ზაფხულის ცხელ დღეებში მხოლოდ ეს გრილი და ტრენდული კაბები გადაგარჩენენ
- 06.07.2018
ზაფხულის ცხელ დღეებთან გამკლავება ყველასთვის მარტივი არ არის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დედაქალაქი იმ ქალაქების სიაში მოხვდა, სადაც 2018 წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. იმისთვის, რომ ზაფხულის ცხელი დღეები უფრო მარტივად ასატანი გახდეს, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად სამოსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამ პერიოდში ჯინსის შორტებს და სხვა სამოსს უმჯობესია შეეშვათ და არჩევანი შეაჩეროთ 90-იანი წლების სტილის თხელ და ფერად კაბებზე, რომელიც 2018 წლის ზაფხულში მოდას დაუბრუნდა და გარდა იმისა, რომ კომფორტულია, ამასთანავე სეზონის მთავარი ტენდენციაც გახლავთ.
ასეთი კაბებით ხშირად ჩნდებოდნენ კეიტ მოსი, უაინონა რაიდერი, გვინეტ პელტროუ და სხვა ვარსკვლავები.
ვნახოთ, რამდენიმე ტრენდული და გრილი კაბა, რომელთა შექმნის ინსპირაციის წყაროც 90-იანი წლების მოდა გახდა.
1. აბრეშუმის კაბა, წვივამდე სიგრძით.
2. ყვავილების პრინტით გაფორმებული მუხლამდე სიგრძის თეთრი კაბა.
3. აბრეშუმის, ღია ვარდისფერი კაბა.
4. აბრეშუმის კაბა, ლეოპარდის პრინტით.
5. აბრეშუმის შავი კაბა.
6. თეთრი კაბა წითელი ორნამენტებით - თავისუფალი სტილი და ყველაზე გრილი გადაწყვეტილება.
7. აბრეშუმის ცისფერი კაბა.
თემები: რჩევები ქალებს, ტრენდი, რჩევები, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>