LIFE

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ტკბილი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში დაემართოს. ის ყველა ჩვენგანს ცვლის და სამყაროს სხვა თვალით აჩვენებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის შეყვარების 5 მთავარი გზა არსებობს. ვნახოთ, რომელია ეს გზები:

1. ერთი დანახვით შეყვარება - ადამიანების უმეტესობას ერთი ნახვით სიყვარულის არ სჯერა და ჰგონიათ, რომ ასე მარტო ჰოლივუდურ ფილმებში ხდება, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

მართალია, რეალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათია შემთხვევა იმისა, რომ ადამიანებს ერთი ნახვით შეუყვარდეთ ერთმანეთი, თუმცა მაინც ხდება მსგავსი ფაქტები. ადამიანების დიდი ნაწილისთვის შეყვარებას დრო სჭირდება და ისინი თვლიან, რომ ერთი ნახვით შეიძლება ვინმეზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება შეგექმნას. 

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

2. მეგობრობიდან სიყვარულამდე, ანუ მეგობრის შეყვარება - მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ხშირად გვყავს მეგობარი, მასთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, ვუყვებით ყველაფერს, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ, მაგრამ ვერ ვაანალიზებთ, რომ მისით მოხიბლულები ვართ და ამის გაცნობიერებას გარკვეული დრო სჭირდება. ეს ადამიანის შეყვარების ყველაზე გავრცელებული გზაა. 

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

ყველაფერი მეგობრობით იწყება. დროთა განმავლობაში კი ვხვდებით რომ მასზე დამოკიდებულები ვართ, რომ გვიჭირს მის გარეშე ყოფნა და ხდება მეგობრობაზე რაღაც უფრო მეტი. როგორც წესი, ასეთი ურთიერთობით დაწყებული სიყვარული მყარია. 

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

3. შემთხვევითი სიყვარული - გვიყვარდება სრულიად შემთხვევით, როცა არ ველოდებით, როცა მზად არ ვართ სიყვარულისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ მოდის ვიღაც განსაკუთრებული და ცვლის ჩვენს ცხოვრებას და ჩვენც უძლურები ვართ მისი და საკუთარი თავის წინაშე, სიყვარულის წინაშე. ასეთი მოულოდნელი სიყვარული განსაკუთრებით ემოციურია და დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე. 

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

4. სიყვარული მიზეზით - ეს ერთგვარად პრაგმატული მიდგომაა საკითხის, მაგრამ როგორც წესი, ადამიანები ასე მყარი ურთიერთობის აგებას ახერხებენ. ასეთი სიყვარულის დროს ადამიანებმა იციან ერთმანეთის დადებითი მხარეები და თვლიან, რომ ამ დადებითი მხარეების გამო ისინი ერთმანეთისთვის კარგი პარტნიორები იქნებიან.

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

ისინი გულს კი არ უსმენენ, არამედ ურთიერთობას რაციონალურად აანალიზებენ, საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ასეთი სიყვარულის დროს აანალიზებ, რომ პოტენციური პარტნიორი შენს ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს, რომ წარმატებისკენ გიბიძგებს და სწორედ ამიტომ ირჩევ მასთან ყოფნას.

5. სიყვარული, მაშინ როცა სრულებით არ იცნობ მას - გჯერათ თუ არა, ხანდახან გვიყვარდება ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ. ჩვენ გვიყვარს ის ფოტოებით, ვცდილობთ მის გარშემო ვიტრიალოთ, უბრალოდ ვუყუროთ, ვიცით ყველაფერი მის შესახებ, როგორ ცხოვრობს, სად დადის, ვისთან ურთიერთობს, მაგრამ არ ვიცნობთ.

ვგრძნობთ მის მიმართ მონატრებას და დიდ ტკივილს იმის გამო, რომ მის გვერდით ყოფნა არ შეგვიძლია. ეს არ არის მარტივი. ძალიან მტკივნეულია გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ, თუმცა მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. 

როგორ უყვარდებათ ადამიანებს? - შეყვარების 5 განსხვავებული გზა

თქვენ როგორი სიყვარული გამოგიცდიათ? - გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება.



<a href="https://thedailynet.com/">https://thedailynet.com/</a>