LIFE

ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე

რა თქმა უნდა, ვერ იყიდით და ვინჩის შედევრს, „მონა ლიზას“, მაგრამ შეგიძლიათ იყიდოთ XVI საუკუნის ვილა, სადაც, სავარაუდოდ, ეს ნახატი დაიბადა.

ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე

სასახლე ტოსკანაში, ფლორენციიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს. როგორც ცნობილია, ის აბრეშუმით მოვაჭრეს, ფრანჩესკო დელ ჯოკონდას ეკუთვნოდა და სავარაუდოდ, და ვინჩის „მონა ლიზა“ სწორედ ფრანჩესკოს ცოლი იყო.

ექსპერტებს სჯერათ, რომ ნახატი 1503-1506 წლებში შეიქმნა.

„არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლიზა ამ ვილაში ცხოვრობდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ვილა მისი ქმრის ოჯახს ეკუთვნოდა სწორედ იმ პერიოდში, როცა ნახატი შეიქმნა“, - ამბობს საკითხის ექსპერტი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში.

სასახლე სამ სართულიანია. აქვს ექვსი საძინებელი, ორი სამზარეულო, 11 აბაზანა, ბიბლიოთეკა და ფიტნეს დარბაზიც კი. ეზო ლიმონისა და ზეთისხილის ხეებითაა სავსე, აქვეა ყვავილების ულამაზესი ბაღიც.

ამ სახლის დიზაინი პირვანდელისგან ოდნავ განსხვავებულია, რადგანაც 1900 წელს ინგლისელმა არქიტექტორმა, სესილ პინსენტმა მას ოდნავ შეუცვლა იერსახე.

1960 წლამდე ვილაში მდიდარი იტალიური მეღვინეთა ოჯახი ცხოვრობდა. უცნობია, თუ როდის იყიდეს მათ ეს სასახლე. ცნობილია ის, რომ 1960 წელს მათ ეს ვილა გაყიდეს. ახლანდელ მეპატრონეს, რომელიც ასევე ვინაობას არ ამხელს, სასახლის გაყიდვა სურდა. ამ ისტორიული სასახლის ღირებულება თავდაპირველად 23 მილიონი დოლარი იყო, შემდეგ 16 მილიონი, თუმცა დღემდე არ გაყიდულა.

ნახეთ, შთამბეჭდავი ვილისა და მისი ეზოს ფოტოები.

ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე
ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე
ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე
ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე
ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე
ვილა, სადაც სავარაუდოდ „მონა ლიზა“ დაიხატა - როგორია XVI საუკუნის ისტორიული სასახლე

<a href="https://www.veranda.com">https://www.veranda.com</a>