ბოშა ქალების ცხოვრება - 10 მკაცრი წესი, რომელსაც ყველა ქალი ემორჩილება
- 24.07.2018
ბოშების შესახებ რა წარმოდგენებიც გვაქვს უმეტესობა სინამადვილეს შეესაბამება. მაგალითად ის, რომ მათ ძალიან უყვართ დიდი ზომის ფერადი და ბრჭყვიალა სამკაულები. ისინი არიან ძალიან ემოციურები და თუ ბოშების ქორწილია, მთელი მსოფლიო იგებს ამის შესახებ. ბოშებს სურთ, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, ვინ არის მათი ნამდვილი მტერი და მტერთან არანაირი ურითერთობა არ უნდა დაამყარონ.
ვნახოთ ის მთავარი 10 წესი, რომლებსაც ბოშა ქალები ემორჩილებიან.
1. საქორწინო ტრადიცია - ბოშები ასწავლიან თავიანთ გოგონებს, რომ არ უნდა დაქორწინდნენ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანზე. თუ ქალი დაქორწინდება მამაკაცზე, რომელიც ბოშა არ არის, ამ მამაკაცს გორგერს ეძახიან. როგორც წესი, ბოშა გოგონები თავიანთ სიყვარულს ბოშებშივე პოულობენ. მათ სურთ, რომ არა მხოლოდ სიყვარული, არამედ კულტურაც აკავშირებდეთ ერთმანეთთან. ბოშებში ხშირია ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს, ზოგადად ნათესავებს შორის ქორწინება.
გოგონა აუცილებლად ქალიშვილი უნდა დაქორწინდეს. თუ ქალს ქორწინებამდე ექნება სექსი, მას მეძავად მოიხსენიებენ და ბინძურს უწოდებენ. არაქალიშვილ გოგონაზე არც ერთ ბოშა მამაკაცს არ სურს დაქორწინება.
როგორც წესი, ბოშა ქალი ქორწინების დროს 16-17 წლისაა, ხოლო მამაკაცი 18-19 წლის. ტრადიციის მიხედვით, დაქორწინებულ წყვილს განქორწინების უფლება არ აქვს. დაქორწინებულმა ბოშა ქალმა მსგავსი ფიქრი გულშიც კი არ უნდა გაივლოს. მეორე ქორწინება ბოშებში დაუშვებელია.
არის შემთხვევები, როცა ქალები ტოვებენ ქმრებს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. როგორც წესი, განქორწინების შემდეგ ასეთი ქალები ახალ ურთიერთობას აღარ იწყებენ. განქორწინება დანარჩენი ბოშების თვალში ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ განქორწინებულ ქალს, არამედ მის გოგონასაც.
2. ბოშა გოგონები ზედმიწევნით იცავენ იმ წესებს, რომლებიც მათ მშობლებმა დაუწესეს - შვილისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი მამაა. როცა ბოშა გოგონა იზრდება, მას უფლება აქვს სახლიდან წავიდეს მხოლოდ ოჯახის რომელიმე წევრთან ერთად. მარტო სახლიდან ვერ გავა. მშობლები არჩევენ თავიანთი გოგონასთვის ქმარს და ისე, რომ შვილს არაფერს ეკითხებიან. დაქორწინების შემდეგ ბოშა ქალი ქმრის მიერ დაწესებულ წესებს უნდა დაემორჩლოს. ბიჭებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ. მათ შეუძლიათ სახლიდან მარტო წასვლა და ასევე საცოლის შერჩევა.
3. ისინი არ რეკავენ პოლიციაში - როგორც წესი, ბოშების ჩხუბი ემოციური და ხმაურიანია და თანაც ჩხუბის შემთხვევები ბოშებში ხშირია, ეს მათი კულტურის ნაწილია, თუმცა ყველა პრობლემას ისინი თავად აგვარებენ და არასოდეს ურეკავენ პოლიციას დასახმარებლად, არც ძალადობის შესახებ არასოდეს ამხელენ.
ყველა ბოშა მიიჩნევს, რომ პოლიციაში დარეკვა ცუდი ტონია და როგორც მტრულადაც უნდა იყოს ის განწყობილი რომელიმე სხვა ბოშის მიმართ, არავითარ შემთხვევაში არ დაურეკავს პოლიციას. განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხება. ზოგიერთი ქალი კი ცდილობს, რომ დაარღვიოს ეს წესი და ზოგჯერ მიმართავენ პოლიციას.
4. ბოშა გოგონა ეგუება ძალადობას - ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი ბოშებში ძალიან მაღალია. ბრიტანული კვლევის მიხედვით, ბრიტანელი ბოშა ქალების 61% ქმრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ქალები ამას ეგუებიან.
კვლევის ფარგლებში ერთ-ერთმა ბოშა ქალმა მკვლევარებს თავისი ისტორია გაანდო - „ჩემმა ქმარმა მანქანაში ჩამკეტა და როცა როგორღაც გაქცევა შევძელი, მან დამიჭირა და ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე მცემდა. ჩემმა მშობლებმა არაფერი გააკეთეს, რადგანაც ეს ბოშების ტრადიციაა რომელსაც ყველა პატივს სცემს“, - ყვება ბოშა ქალი, მელი.
5. სახლის სისუფთავე - ამ საკითხზე ზრუნვა ქალს ევალება. სწორედ ის არის პასუხისმგებელი. ჩვეულებრივ ისინი განსხვავებულად ზრუნავენ ამ საკითხზე. მაგ: ჯერ დააგროვებენ გასარეცხ თეფშებს, ხოლო შემდეგ ერთად რეცხავენ. ჯერ ცივ წყალში გაავლებენ, შემდეგ ადუღებულ წყალში ყრიან და გამოხარშავენ, ხოლო შემდეგ ცივ წყალში ავლებენ. ქალებისა და მამაკაცის სამოსს რეცხავენ ცალ-ცალკე.
6. ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია - ორსულ ქალს არ აქვს უფლება სხვებთან ფიზიკური კონტაქტის. ორსულობის დროს მას თავისი ქმრის გვერდით დაძინების უფლებაც კი არ აქვს. ამ პერიოდში ქალი თავისუფლდება საოჯახო საქმეებისგან და მამაკაცი ვალდებულია, რომ იზრუნოს საოჯახო საქმეებზე, საჭმლის მომზადებასა და სისუფთავეზე.
7. სამოსი - ბოშა ქალები იცვამენ ფერად სამოსს, რომელიც თვალშისაცემია. ქორწილში მას აუცილებლად უნდა ეცვას პროვოკაციულად და უნდა ეკეთოს ბევრი სამკაული.
8. თუ ოჯახი ცხოვრობს ორ სართულიან სახლში - ქალს არ აქვს უფლება, რომ მეორე სართულზე ავიდეს. ამის გაკეთება მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. ისინი, როგორც წესი, პირველ სართულზე ცხოვრობენ. ქალები და მამაკაცები ბოშების ოჯახში ცალ-ცალკე მაგიდებთან ჭამენ. სტუმრებსაც ცალ-ცალკე იღებენ. ქალს არ აქვს უფლება მამაკაცი სტუმარი მიიღოს, ან მამაკაცს ეწვიოს სტუმრად.
9. საყურის გაკეთების უფლება მხოლოდ ქალს აქვს - ბოშა ქალებს უყვართ სამკაულები. რაც უფრო დიდი და ბრჭყვიალაა სამკაული, მით უფრო მოსწონთ ის. ალბათ ბოშა მამაკაცებიც საყურეებით წარმოგიდგენიათ, მაგრამ მათ არ აქვთ საყურის ტარების უფლება და თუ მამაკაცი საყურეს ატარებს, ეს სამარცხვინოდ ითვლება. საყურე მხოლოდ ქალისთვის განკუთვნილი სამკაულია.
10. დაქორწინებულ ქალს არ აქვს შარვლის ჩაცმის უფლება, ის მხოლოდ კაბას უნდა ატარებდეს - გოგონებს აქვთ ჯინსების და სხვადასხვა სტილის შარვლების ჩაცმის უფლება, მაგრამ როცა ის ქორწინდება, მხოლოდ კაბა უნდა ატაროს.
თემები: ქალი, ცხოვრება, ქალები, ბოშა
<a href="https://brightside.m">https://brightside.m</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია