რა არ უნდა გამოაქვეყნოთ „ფეისბუქში“? - სოციალური ქსელისთვის 13 შეუსაბამო და საფრთხის შემცველი პოსტი
- 27.07.2018
ის, რომ „ფეისბუქი“ ჩვენ შესახებ არაერთ პირად ინფორმაციას ინახავს, არ არის ახალი ამბავი. ზოგიერთი ადამიანი ყოველდღიურად უამრავ პოსტს აქვეყნებს, მათ შორის ისეთებს, რომელთა ნახვაც შეიძლება გარშემომყოფებისთვის არც ისე სასიამოვნო იყოს.
ვნახოთ 13 რამ, რასაც უმჯობესია თუ სოციალურ ქსელში არ დაპოსტავთ.
13. ინტიმური დეტალები პირადი ურთიერთობის შესახებ - ის, რაც თქვენ ორს შორის ხდება თქვენი, ორი ადამიანის პირადი საქმეა, თქვენი პირადი ცხოვრებაა და რა საჭიროა იმის დაწერა „ფეისბუქში“, თუ რა ხდება თქვენს საძინებელში?! ნუ დაწერთ იმის შესახებ, თუ რას ეძახით საყვარელ ადამიანს მაშინ, როცა მარტოები რჩებით. ასეთი ქცევით სინამდვილეში აღიზიანებთ თქვენს „ფრენდებს“ და რაც ყველაზე მთავარია, კარგავთ პარტნიორის პატივისცემასა და ნდობას და ურთიერთობაში შესაძლოა პრობლემებმა იჩინონ თავი.
12. კოცნის ამსახველი „სელფი“ - ზოგიერთი ფიქრობს, რომ სიყვარულის ამგვარი ფორმით საჯაროდ ჩვენება კარგი ტონია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. სანამ პარტნიორთან ერთად გადაღებულ ვნებიან ფოტოს გამოაქვეყნებთ, იფიქრეთ თქვენს მარტოხელა მეგობრებზე და ასევე ნათესავებზე, რომლებიც „ფეისბუქზე“ მეგობრებში გყავთ. გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ წყვილები, რომლებიც სოციალურ ქსელებში მსგავს ფოტოებს აქვეყნებენ, დაუცველობის განცდით არიან შეპყრობილნი, უნდათ აჩვენონ, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ, თუმცა სინამდვილე სულ სხვაგვარია.
11. სელფი დაკრძალვიდან, გარდაცვლილის სურათთან - არიან ადამიანები, რომლებიც დაკრძალვიდანაც კი აქვეყნებენ სელფებს და გაღიმებულ ფოტოებს გარდაცვლილის სურათთან იღებენ. ეს ნამდვილად არაა კარგი ტონი და მიუთითებს, რომ პატივისცემას არ გამოხატავთ გარდაცვლილის ოჯახისა და ახლობლების მიმართ.
10. არალეგალური ქმედების ამსახველი ფოტოები, ან ვიდეო - მაგალითად ფოტოები, რომლებიც ასახავენ, თუ როგორ არღვევთ კანონებს, სვამთ ალკოჰოლურ სასმელს საჭესთან. ზოგიერთი ადამიანი უფრო შორსაც მიდის და აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც ასახავს, თუ როგორ იღებენ ისინი ნარკოტიკებს.
9. ჩხუბის მაპროვოცირებელი კომენტარები და პოსტები - თუ მსგავს პოსტებს დაწერთ, შედეგისთვისაც მზად უნდა იყოთ. უმჯობესია, თუ თავს აარიდებთ რელიგიურ, პოლიტიკურ და გენდერულ საკითხებზე პოსტების წერას და თუ მაინც დაწერთ, მაშინ მზად იყავით დებატებისთვის.
8. წუხილი და წუწუნი სამსახურის გამო - თქვენი დამოკიდებულების შესახებ კოლეგების, ან უფროსის მიმართ არ უნდა დაწეროთ სოციალურ ქსელში. ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს თქვენს კარიერულ ცხოვრებაზე. შესაძლოა, სამსახურიც კი დაკარგოთ. თუ რაიმე არ მოგწონთ, ამის შესახებ „ფეისბუქში“ პოსტვას სჯობს, ხელმძღვანელს ღიად და გულწრფელად დაელაპარაკოთ.
7. არ უნდა გამოაქვეყნოთ ინფორმაცია თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ - ხშირად ვწერთ „ფეისბუქზე“, თუ სად ვიმყოფებით და ხშირად „ვჩექინდებით“, მაგრამ ამით საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეს ვუქმნით. უმჯობესია, რომ საერთოდ გამორთოთ GPS სმარტფონზე.
6. რეგულარული პოსტები მოგზაურობიდან - თუ რეგულარულად აქვეყნებთ თქვენ შესახებ მოგზაურობიდან, დიდ შეცდომას უშვებთ იმიტომ, რომ არ იცით რეალურად ვინ შეიძლება ნახულობდეს ამ ინფორმაციას. შესაძლოა, ეს ინფორმაცია თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგ: გაგიტეხონ სახლი, როცა სამოგზაუროდ ხართ და ყველაფერი მოგპარონ.
5. პერსონალური მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები - ადამიანები ზოგჯერ ძალიან აჭარბებენ და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ფოტოებსაც დებენ. მაგალითად, მართვის მოწმობის ამსახველ ფოტოს, ასევე აქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოცნების სახლი იყიდეს და მეგობრებს სიხარულს უზიარებენ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ რაც უფრო მეტია სოციალურ ქსელში თქვენ შესახებ პირადი ინფორმაცია, მით უფრო დაუცველი ხართ. შესაძლოა, თქვენი პირადი ნომრით ვინმემ ბოროტად ისარგებლოს, იყიდოს თვითმფრინავის ბილეთები, აიღოს სწრაფი სესხი და ა.შ.
4. ინფორმაცია ფინანსების შესახებ - ფული, ფინანსები ძალიან დელიკატური საკითხია და არ არის საჭირო, რომ მთელ ქვეყანას გააგებინოთ რა მდიდარი ხართ, ან როგორ გიჭირთ.
3. წვეულების ამსახველი ფოტოები - ასეთი ფოტოებით ერთგვარად არღვევთ თქვენს ონლაინ იმიჯს. არ იცი ვინ ნახავს მათ. შესაძლოა ეს თქვენი უფროსი, ან ბებია იყოს და გართობის დროს გადაღებული უცნაური ფოტოებით, შესაძლოა, ადამიანების თვალში სანდოობა და ასავე მათი პატივისცემა დაკარგოთ.
2. არ უნდა გამოაქვეყნოთ ასევე მუცლად მყოფი ჩვილის სურათები - გინეკოლოგების უმეტესობა, როგორც წესი, ურჩევს მშობლებს, რომ ორსულობის შესახებ ინფორმაცია მესამე ტრიმესტრამდე არ გაახმაურონ, რადგანაც მესამე ტრიმესტრიდან იმის შესაძლებლობა, რომ ორსულობას საფრთხე შეექმნება, ნაკლებია. ექსპერტები გირჩევენ, რომ სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნოთ მუცლად მყოფი პატარას ფოტოები.
1. ძვირადღირებული საჩუქრების ამსახველი ფოტოები - კვლევა აჩვენებს, რომ როცა ადამიანები სხვების ძვირადღირებულ საჩუქრებს და ზოგადად, სხვების წარმატების ამსახველ ფოტოებს ხედავენ სოციალურ ქსელში, ეს ამძაფრებს დაუცველობისა და წარუმატებლობის განცდას. დანარჩენებს შურით ავსებს.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ კარგად დავფიქრდეთ მანამდე, სანამ რამეს გამოვაქვეყნებთ, გავაანალიზოთ მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ ამა თუ იმ პოსტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გადაწყვეტილება.
თემები: ფეისბუქი, სოციალური ქსელები, სოციალური მედია
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია