როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება მთვარის დაბნელების შემდეგ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 28.07.2018
27 ივლისის ღამეს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება ვნახეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს.
ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ და როგორ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება მთვარის დაბნელების შემდეგ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
1. ვერძი - მთვარის დაბნლელება და ამ მოვლენით მოღებული ენერგია თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს. გამოააშკარავებთ მტრებს, უფრო ნათლად დაინახავთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი. უარს იტყვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ნეგატივით ავსებენ.
ვერძები ბუნებით ლიდერები ხართ და თქვენი ლიდერის უნარები ახლა კიდევ უფრო გამოიკვეთება. ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ და გარშემომყოფები თქვენს გადაწყვეტილებებზე იქნებიან დამოკიდებულნი. მოსალოდნელია, რომ პოპულარობას მოიპოვებთ, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში. შესაძლოა თქვენი ვიდეო, ან ნებისმიერი პოსტი ვირუსულად გავრცელდეს.
2. კურო - მკვეთრად გამიჯნეთ პირადი და პროფესიული ცხოვრება. ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ ცხოვრების სირთულეებს თავი აარიდოთ. მოსალოდნელია გარკვეული პრობლემების წარმოშობა, რომლებიც არ მოგცემენ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა სამსახურებრივი სფეროს შეცვლაც კი მოუწიოს. ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენს ცხოვრებაში აუცილებელი და გარდამტეხი ცვლილებების დრო დგება.
3. ტყუპები - თქვენთვის პოზიტიური პერიოდი იწყება. თავს შესანიშნავად იგრძნობთ და ცხოვრებას გაცილებით უფრო ნათელ და მხიარულ ფერებში დაინახავთ. უფრო მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.
წარმატების მომტან შესაძლებლობებს სწორედ საყვარელი ადამიანებისგან უნდა ელოდოთ. მოსალოდნელია მცირე კარიერული და ფინანსური წარუმატებლობები, მაგრამ თქვენი საერთო განწყობა პოზიტიური იქნება, რაც ყველა სირთულეს მარტივად გადაგატანინებთ.
4. კირჩხიბი - უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდეთ, რომანტიკულ ურთიერთობებს. ამ თვალსაზრისით იმედგაცრუება გელით. მთვარის დაბნელების შემდეგ საყვარელი ადამიანისგან არასასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ. ამასთან, მთვარის დაბნელება ფინანსურ კრიზის მოგიტანთ. საერთო ჯამში, თქვენს ცხოვრებაში არც თუ სასიამოვნო პერიოდი იწყება.
მთავარია, იპოვნოთ დასაყრდენი, ვინმე ისეთი ადამიანი, რომელიც რთულ მომენტებში თქვენ გვერდით იქნება, თავს უსართხოდ გაგრძნობინებთ და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.
5. ლომი - ახლა სამყარო მხოლოდ თქვენზეა კონცენტრირებული. უფრო მეტი უნდა მოინდომოთ და დიდი წარმატება გელოდებათ როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დრო, რადგანაც თქვენი ყველა ნაბიჯი წარმატების მომტანი იქნება.
იპოვნით ბალანსს და მიხვდებით თუ რა არის თქვენთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლოა, საქმიანი ურთიერთობები ჩიხში შევიდეს, მაგრამ მალევე იპოვნით გამოსავალს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინოთ ცხოვრების მთავარ მიზანზე.
6. ქალწული - მთვარის დაბნელების შემდეგ სამყარო გიგზავნით შეტყობინებას, რომ უფრო მეტად იზრუნოთ საკუთარ თავზე და იცხოვროთ არა სხვებისთვის, არამედ თქვენი საჭიროებებისთის. ახლა თქვენს ცხოვრებაში შეცდომების გამოსწორების ეტაპი იწყება. უფრო დიდი დრო დაუთმეთ დასვენებას, განმარტოვდით, დაფიქრდით. შეცვალეთ ყოველდღიური, მოსაბეზრებელი რუტინა და თავი აარიდეთ სტრესს.
7. სასწორი - დრო დგება, რომ ცხოვრებაში უფრო ნათელი ფერები შეიტანოთ. შესაძლოა გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი, დაკარგოთ ბალანსი, მაგრამ შეძლებთ კვლავ ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თავი დაანებოთ ყველასთან ურთიერთობას, ყველასთვის თავის მოწონებას, იცხოვროთ საკუთარი მიზნებისთვის და საჭიროებებისთვის და გაუშვათ ცხოვრებიდან ის ადამიანები, რომლებიც ნეგატივით გმუხტავენ.
8. მორიელი - მთვარის დაბნელების გავლენით იმპულსურ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ეს გადაწყვეტილებები რეალურად ზიანს მოგიტანენ და საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი აღმოჩნდებით. იგრძნობთ უარყოფითი ენერგიის მოზღვავებას. ქაოსი და გაურკვევლობა დაგატყდებათ თავს.
9. მშვილდოსანი - ბევრს მუშაობთ, მაგრამ ისე ჩანს, რომ ამას ვერავინ ხედავს, მთვარის დაბნელების გავლენით თქვენს ცხოვრებაში სინათლე შემოიჭრება. ადამიანები თქვენს შრომას დაინახავენ და დააფასებენ. ნებისმიერი პროექტი, პირადი ურთიერთობა, კრეატიული იდეა აბსოლუტურად მოულოდნელად წინ მნიშვნელოვნად წაიწევს და წარმატებული გახდება. თქვენ უბრალოდ მზად უნდა იყოთ თავბრუდამხვევი წარმატებისთვის.
მთვარის დაბნელება ყველა თვალსაზრისით წარმატებას მოგიტანთ. მზად იყავით წარმატების მომტანი სენსაციებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ წეროთ, ასწავლოთ, დაკავდეთ მედიასაქმიანობით, ადამიანებთან კომუნიკაციით და ნახავთ, რომ დიდების მწვერვალზე აღმოჩნდებით.
10. თხის რქა - მთვარის დაბნელების გავლენით ცოტას ამოისუნთქავთ და იპოვით გამოსავალს ზოგიერთი პრობლემიდან. პრობლემები კი მრავლად დაგიგროვდათ. ეცადეთ, არ გაექცეთ პასუხისმგებლობებს. უფრო მეტად მოინდომეთ. სამყარო აუცილებლად დააფასებს თქვენს მონდომებას.
11. მერწყული - ახლა საუკეთესო პერიოდია, რომ დაინახოთ ცხოვრება უფრო მკაფიოდ და აირჩიოთ ის გზა, რომელზეც გინდათ სიარული. სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოთ როგორი ცხოვრება გსურთ. სამსახურში გამოიჩინეთ უფრო მეტი კრეტიულობა, ყველა საქმეს შემოქმედებითი კუთხით მიუდექით. ასტროლოგების თქმით, იპოვნით ბალანსს და საკუთარი ცხოვრები გაკონტროლებას შეძლებთ.
12. თევზები - მთვარის დაბნელების გავლენით ინტუიცია კიდევ უფრო გაგიმძაფრდებათ. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ როგორ მოუსმინოთ მას. თავი აარიდეთ კონფლიქტებს და დარწმუნდით, რომ მყარად დგახართ მიწაზე. თქვენს ცხოვრებაში იწყება პერიოდი როცა სურვილები დაიწყებენ თქვენს მართვას და გაგიჭირდებათ თქვენივე სურვილების წინააღმდეგ წასვლა, რის გამოც შეიძლება მცდარი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ, რომ რასაც ხელს მოკიდებთ ყველა საქმე საუკეთესოდ გააკეთოთ.
თემები: ზოდიაქო, ჰოროსკოპი, მთვარე, დაბნელება
<a href="https://www.bustle.com/">https://www.bustle.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია