ესპანური სამეფო სტილი - დედოფალ ლეტიციას 10 ყველაზე გამორჩეული ვიზუალი
- 29.07.2018
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის გარდა, არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მოდაზე. ის ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ორტიზ როკასოლანოა.
ლეტიცია ესპანეთის მეფის, ფელიპე VI-ის ცოლია. ის მომხიბვლელი გარეგნობით და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩვეა.
ის არის ქალი, რომელმაც შესანიშნავად იცის, როგორი სამოსი უნდა შეუსაბამოს დედოფლის ტიტულს.
ლეტიცია 1972 წლის 15 სექტემბერს, საშუალო ფენის ესპანურ ოჯახში დაიბადა. პროფესიით ჟურნალისტია და მუშაობდა ABC-სა და EFE-ში, მოგვიანებით კი, CNN-ზე ახალი ამბების წამყვანიც იყო.
2003 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მეფე ფელიპესა და ლეტიციას ნიშნობის შესახებ. წყვილი 2004 წელს დაქორწინდა. 2005 და 2007 წელს გოგონები, ლეონორი და სოფია შეეძინათ
ამჯერად ყურადღება ლეტიციას ჩაცმის სტილზე შევაჩეროთ და ვნახოთ მისი რამდენიმე საუკეთესო ვიზუალი.
1. 2018 წლის 26 ივლისი - ასე გამოიყურებოდა ლეტიცია თავის მშობლიურ ქალაქში, ოვეიდოში. მას კაროლინა ჰერერას ჯინსის კაბა აცვია. როგორც ვხედავთ ჯინსის სამოსითაც შეიძლება შეიქმნას კლასიკური ვიზუალი.
2. 2018 წლის, 18 ივლისი - დედოფალი ლეტიცია და მეფე ფელიპე მადრიდში. ლეტიციამ თეთრ სამოსს ყავისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუსაბამა. ამ ვიზუალს კი იდეალურად ეხამება მისი ყავისფერ და თეთრ ფერებში გაფორმებული ჩანთა.
3. 2018 წლის 13 ივლისი - ლეტიცია მადრიდში ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ჰუგო ბოსის შავ-თეთრ ზოლებიანი კაბით და კაროლინა ჰერერას პატარა ჩანთით.
4. 2018 წლის 12 ივლისი - ლეტიცია რომანტიკული, ღია ფერის კაბით მადრიდში.
5. 2018 წლის 5 ივლისი - დედოფალი მოკლე კლასიკური შარვლით და შავ-თეთრი ფეხსაცმლით.
6. 2018 წლის 3 ივლისი - ლეტიცია ყვავილების პრინტით გაფორმებული რომანტიკული კაბით.
7. 2018 წლის 29 ივნისი - კვლავ შავისა და თეთრის კლასიკური კომბინაცია.
8. 2018 წლის 28 ივნისი - ლეტიცია კაროლინა ჰერერას წითელი კაბით. სხვათაშორის, ამ დღეს დედოფალს ეს კაბა მეორედ ეცვა. პირველად ამ წითელი კაბით საზოგადოების წინაშე 2017 წელს გამოჩნდა
9. 2018 წლის 27 ივნისი - დედოფალი ჰუგო ბოსის პერანგით და მაღალწელიანი შავი კაბით.
10. 2018 წლის 19 ივნისი - ესპანეთის სამეფო წყვილი აშშ-ის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან შეხვედრისას. ლეტიციას მაიკლ კორსის ვარდისფერი კაბა აცვია.
თემები: პრინცესები, სამეფო, 2018 წლის ტენდენციები, პრინცესა ლეტისია
<a href="1. https:/www.usmagazine.com">1. https://www.usmagazine.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია