სტილი

როგორ უნდა ჩაიცვათ შემოდგომის წვეულებაზე? – 4 ტრენდული კაბა

როგორ უნდა ჩაიცვათ შემოდგომის წვეულებაზე? – 4 ტრენდული კაბა

დროა. გარდერობის განახლებაზე და საშემოდგომო სამოსზე იზრუნოთ. შემოდგომა, როგორც წესი, სხვადასხვა წვეულებებით, ქორწილებითაა დატვირთული და მნიშვნელოვანია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება.

დაივიწყეთ კოპლებიანი კაბები, ეს ზახულის ტრენდი იყო. შემოდგომაზე სხვაგვარი კოქტეილის კაბების ჩაცმა მოგიწევთ.

ვნახოთ 4 ყველაზე ტრენდული სტილის კაბა:

როგორ უნდა ჩაიცვათ შემოდგომის წვეულებაზე? – 4 ტრენდული კაბა

ან უნდა ჩაიცვათ ყვავილების პრინტით გაფორმებული სამოსი, ან კაბა რომელიც მხოლოდ ერთ ფერშია. უმჯობესია თუ არჩევანს აბრეშუმის კაბაზე შეაჩერებთ. აუცილებელად კარგად უნდა იკვეთებოდეს ქალური სილუეტი და ერთგვარად რომანტიკული ქალის იერი უნდა გქონდეთ.

ფეხსაცმელი:

როგორ უნდა ჩაიცვათ შემოდგომის წვეულებაზე? – 4 ტრენდული კაბა

ახლა, როცა ვიცით, როგორ კაბაზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, დროა ფეხსაცმელსაც მივხედოთ. აუცილებლად ფერადი ფეხსაცმელი შეარჩიეთ და თუ მაინცდამაინცგსურთ, რომ შავი გეცვათ, ის რაიმე ორნამენტით უნდა იყოს გაფორმებული. ასეთი ფეხსაცმელი თქვენს ვიზუალს გლამურულ და ტრენდულ ელფერს მისცემს.

სამკაული

როგორ უნდა ჩაიცვათ შემოდგომის წვეულებაზე? – 4 ტრენდული კაბა

წვეულებისთვის იდეალურ ვიზუალს ვერ შექმნით სამკაულის გარეშე. 2018 წლის შემოდგომის წვეულებებზე ის, რაც აუცილებლად უნდა გეკეთოთ, არის საყურე. დანარჩენ სამკაულზე უარი თქვით. მოდაშია დიდი ზომის, სხვადასხვა თვლებით გაფორმებული საყურე.

ჩანთა

როგორ უნდა ჩაიცვათ შემოდგომის წვეულებაზე? – 4 ტრენდული კაბა

წვეულებისთვის ყველაზე შესაფერია პატარა ჩანთა, „კლატჩი“, თუმცა მხარზე გადასაკიდებელი, ელეგანტური ჩანთის შერჩევაც შეგიძლიათ. ფოტოზე წვეულებებისთვის განკუთვნილი შემოდგომის ტრენდული ჩანთებია აღბეჭდილი.



<a href="https://www.marieclaire.com">https://www.marieclaire.com</a>