LIFE

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

იტალია ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი და საინტერესო ქვეყანაა. ვნახოთ 11 ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ, რომელსაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ. გასაკუთრებით კი, ყოველივე იტალიაში მოგზაურობის მსურველებს დააინტერესებთ და გამოადგებათ.

1. როდის უნდა ეწვიოთ იტალიას და ამ ქვეყნის რომელი ნაწილი უნდა ნახოთ? - უმჯობესია თუ იტალიის მთავარ ქალაქებს გაზაფხულზე ესტუმრებით. წელიწადის ამ დროს ისიამოვნებთ აყვავებული ხეების ხილვით, რომლებიც ქუჩებში მრავლადაა და თავს აარიდებთ ტურისტების ჯგუფებს. გაზაფხული მილანში ყველაზე ლამაზი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისშია, ნეპალში ზღვის სეზონი აპრილიდან იწყება, ხოლო ლიგურიაში წყალი ივნისამდე არ არის თბილი. ზღვის სეზონი იტალიაში განსაკუთრებით სასიამოვნოა სექტემბერსა და ოქტომბერშია. 

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

2. გაეცანით იტალიაში მცხოვრები ადამიანების მიერ დაწერილ ბლოგ-პოსტებს - „ინსტაგრამზე“ შეგიძლიათ მოძებნოთ იტალიის უამრავი თვალწარმტაცი ადგილი და გაიგოთ სად, რისი დაგემოვნება და ნახვა შეგიძლიათ. მაგ: თუ ფერადი სახლების ნახვა გსურთ, ჯენუას უნდა ეწვიოთ. სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, ჯერ კარგად გაეცანით ინტერნეტით და გადაწყვიტეთ თუ რისი ნახვა გინდათ. 

BO-2 Instagram Post

3. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას სჯობს, თუ მანქანას დაიქირავებთ - იტალიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად არის განვითარებული და მატარებლებითა და ავტობუსით შეძლებთ სასურველ ადგილას მისვლას და დათვალიერებას, მაგრამ ყველაზე ლამაზი ადგილები დამალულია, ისინი მთავარი ხედების მიღმაა დარჩენილი პატარა მარგალიტებივით და მათ ვერ ნახავთ, თუ მანქანას არ დაიქირავებთ.

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

4. სად უნდა მიირთვათ გემრიელი სადილი? - უმჯობესია, თუ არ მიირთმევთ ქალაქების მთავარ ქუჩებზე განლაგებულ კვების ობიექტებში, იქ, სადაც ტურისტები მიირთმევენ. უმჯობესია, იპოვოთ რაიმე კაფე, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუგებთ გემოს ნამდვილ იტალიურ საჭმელს. ეცადეთ მიირთვათ ისეთ რესტორანში, რომელიც სოფელთან ახლოსაა, ან რომელიმე პატარა, ტურისტებისთვის ნაკლებად საინტერესო ქალაქში მდებარეობს. ასეთ ადგილებში, როგორც წესი, საჭმელი ახალი, ჯანსაღია, რადგანაც ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქტით ამზადებენ, კარგად არის მომზადებული და ნამდვილი იტალიური გემო აქვს. 

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

5. ერთსა და იმავე საჭნელს იტალიის სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულად ამზადებენ - საუკეთესო სპაგეტს რომში, ლაციოსა და უმბრიაში შეჭამთ, მილანში საუკეთესო რიზოტოს დააგემოვნებთ, ნამდვილ პიცას კი, გემოს ნეპალში გაუგებთ. ლიგურიაში ფოკაჩა უნდა ჭამოთ, სიცილია გრანიტას დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ და თუ იტალიის მთიან რეგიონებს სტუმრობთ, აუცილებლად იყიდეთ იქაური ყველი და რძის პროდუქტები. ნუ მოგერიდებათ სთხოვოთ ადგილობრივებს ამ უნიკალური საჭმელების რეცეპტები.

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ
11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

6. ჭამის დრო - იტალიელებისთვის საკვები და ჭამის საათები უმნიშვნელოვანესია. ბევრ მათგანს ჭამისთვის განსაკუთრებული გრაფიკი აქვს შედგენილი. აქ დილით, 11:00 საათზე საუზმობენ. როგორც წესი, საუზმე ფინჯანი კაპუჩინოთი და გემრიელი კრუასანით შემოიფარგლება. ლანჩის დრო 12:00-დან 2:00 საათამდეა, სადილი კი 7:00 საათზე.

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

საქმე ისაა, რომ თუ დავუშვათ ლანჩზე დაგაგვიანდათ და ზუსტად იმ დროს არ მიხვედით, შესაძლოა, სადილამდე ვეღარაფერი მიირთვათ. სწრაფი კვების ობიექტები იტალიაში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, მაგრამ ის ადგილები, სადაც ტრადიციული იტალიური საკვების დაგემოვნებას შეძლებთ, საღამოს საათებში იკეტება. განსაკუთრებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ პატარა ქალაქებში მოგზაურობისას, რადგანაც შესაძლოა, მშიერი დარჩეთ. პატარა ქალაქებში საღამოს სუპერმარკეტებიც იკეტება.

7. რაც შეეხება ფულს - დიდ ქალაქებში საბანკო ბარათის გამოყენებას შეძლებთ, თუმცა პატარა ქალაქებში აუცილებლად დაგჭირდებათ ქეში, რადგანაც აქ არ აქვთ შესაბამისი გადახდის სისტემა.

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

8. როგორ უნდა დაზოგოთ ფული ყავაში? - იტალიაში უბრალოდ გიჟდებიან ყავაზე. თქვენ შეძლებთ ნამდვილად კარგი და ამავდროულად, არაძვირადღირებული ყავის შეძენას ყველგან. მაგრამ არის ერთი კარგი მეთოდი იმისთვის, რომ ყავაში ფული დაზოგოთ - დალიეთ ის ნამდვილი იტალიელივით ბართან, ფეხზე მდგომებმა. ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ მომსახურების საფასურის გადახდა და ასევე დარწმუნდით, რომ ფინჯან ყავაში ერთ ევროზე მეტის გადახდა არ მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ არასოდეს შეუკვეთოთ კაპუჩინო დილის 11:00 საათის შემდეგ. ეს არის განსაკუთრებული, დაუწერელი წესი, რომელსაც ყველა იტალიელი ითვალისწინებს. 

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

9. დაზოგეთ ფული და ნუ იყიდით წყალს - იტალიის დიდ ქალაებში - მილანში, რომში, ტურინში, ფლორენციასა და ვენეციაში უამრავი ფანტანია, საიდანაც წყლის დალევა შეგიძლით. ეს წყალი გაცილებით გემრიელია ვიდრე ბოთლის, რომელსაც სუპერმარკეტში ყიდიან. 

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

10. ყოველთვის თან გქონდეთ შარფი - იტალიაში უამრავი ისტორიული, უძველესი და ძალიან ლამაზი ტაძარია, თუმცა იქ შესვლას შორტებით, მოკლე კაბით, მოშიშვლებული მხრებით ვერ შეძლებთ. ამიტომაც თან გქონდეთ შარფი, რომელსაც შემოიხვევთ და ასე შეძლებთ ტაძრების დათვალიერებას.

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ

11. უბრალოდ, ისიამოვნეთ იტალიით - იტალია ღია მუზეუმს ჰგავს. აქ ყველა კუთხე ლამაზი და აღმაფრთოვანებელია. როცა აქ ხართ, მნიშვნელოვანია რომ დაიცვათ ბალანსი. თანაბრად გამოყოთ დრო მუზეუმებში, ტაძრებში ვიზიტისთვის და უბრალოდ ქალაქების ლამაზ ადგილებში სასიარულოდ, ლამაზი ხედებით დასატკბობად. მიირთვით გემრიელი ყავა ქალაქების ლამაზ ადგილებში, აჭამეთ მტრედებს, და ჰო, დაიკარგეთ ქუჩებში. იტალიაში ესეც კი სასიამოვნოა. დაემალეთ ზაფხულის სიცხეს გრილ ტაძრებში და დატკბით აქაური სიჩუმით, მიირთვით პიცა და უბრალოდ, ისიამოვნეთ იტალიით.

11 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ, რომელსაც ვერსად წაიკითხავთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>