სილამაზე

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი

არიან ქალები, რომელთა შეხედვისას ვფიქრობთ, რომ მათ არაფერი იციან მაკიაჟისა და კოსმეტიკური საშუალებების შესახებ და რომ მათი სილამაზე ბუნებრივია და ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება. თუმცა თუ საკითხს ჩაუღრმავდებით და კარგად დააკვირდებით, ამ ქალებს ისეთვე ბევრი მაკიაჟი აქვთ, როგორც მოდელებს პოდიუმზე, განსხვავება ის არის, რომ მათი მაკიაჟი ბუნებრიობის იმიტაციას ქმნის.

ვნახოთ 7 მთავარი მეთოდი - როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრივი იერსახე გქონდეთ.

1. ე.წ. ფუძის ნაცვლად წაისვით BB, ან CC კრემი - წლების წინ BB კრემი მხოლოდ კანის მოვლის საშუალებად ითვლებოდა და ქალები მას კანის დამატენიანებლად იყენებენ, თუმცა რეალურად ის სახის კანს მომხიბვლელ ტონს აძლევს. რა თქმა უნდა, ის ვერ დაფარავს აკნესა და პიგმენტურ ლაქებს, მაგრამ თუ ძალიან პრობლემური კანი არ გაქვთ, ბუნებრივი იერსახისთვის უმჯობესია, თუ სწორედ მას გამოიყენებთ, კანი იქნება პრიალა და თქვენი შემხედვარე ადამიანები არ იფიქრებენ, რომ ნიღაბი გაქვთ. 

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი

2. ტუჩის ფერადი ბალზამი ჩვეულებრივი ტუჩსაცხის ნაცვლად - ვიზუალს განსაკუთრებით არაბუნებრივს ხდის კანის ფერი ტუჩსაცხი. თუ გინდათ, რომ ბუნებრივი იერი გქონდეთ, სჯობს, წაისვათ ტუჩის ფერი, ან ტუჩზე ოდნავ წითელი შეფერილობის ბალზამი. გარდა იმისა, რომ ნატურალური იერი გექნებათ, ამავდროულად, ფულს დაზოგავთ და ტუჩისთვის დამატებით დამატენიანებლის შეძენა აღარ დაგჭირდებათ.

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი

3. ყავისფერი ტუში - ქალების უმეტესობა უპირატესობას შავ ტუშს ანიჭებს, მაგრამ თუ გინდათ რომ ბუნებრივი ვიზუალი გქონდეთ, სჯობს არჩევანი ყავისფერზე შეაჩეროთ. ამ მეთოდით წამწამები გამოიკვეთება, თუმცა არაბუნებრივი ელფერი არ ექნება.

BO-3 Instagram Post

4. უარი თქვით მკვეთრ კონტურზე - ქალები, რომლებიც უპირატესობას ბუნებრივ იერს ანიჭებენ, კონტურზე უარს არ ამბობენ, თუმცა მათი კონტური არ არის მკვეთრი. 

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი

5. მაკიაჟის გაკეთებისას ყველანაირი კოსმეტიკური საშუალება ეცადეთ წაისვათ მცირე რაოდენობით - თუ გადააჭარბებთ, დავუშვათ ფერუმარილის რაოდენობას, შეგიძლიათ ის ფრთხილად მოიშოროთ მაკიაჟისმოსაშორებელი საშუალებით. 

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი

6. თქვენი კანი კი არ უნდა ბრჭყვიალებდეს, არამედ მას გლუვი და ბუნებრივი ეფექტი უნდა ჰქონდეს - ე.წ. ჰაილაითერი ბევრი ქალის საყვარელი კოსმეტიკური საშუალებაა, თუმცა ის ყველაზე არაბუნებრივ გარეგნობას აძლევს ადამიანს. ოდის ბლოგერები გვირჩევენ ვეცადოთ ისეთი მაკიაჟი გავიკეთოთ, რომ სახეს თბილი გამომეტყველება და ბუნებრივი ელფერი ჰქონდეს. ამ ეფექტს სხვადასხვა დამატენიანებელი კრემებისა და ზეთების საშუალებით აღწევენ. 

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი

7. შეინარჩუნეთ ზოგიერთი „ნაკლოვანება“ - ზოგიერთი ქალი მიიჩნევს, რომ სახეზე ხალები, ჭორფლები ნაკლოვანებაა, მაგრამ რეალურად სულაც არ არის ასე. ქალი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრიობას, დიდ ძალისხმევას არ ხარჯავს იმისთვის, რომ მისი სახის კანი სრულყოფილი გამოჩნდეს. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერს კანზე მხოლოდ მძიმე და სქელი მაკიაჟი ფარავს და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვერ გექნებათ ბუნებრივი იერი და მეორეც, კანის ზოგიერთ „ნაკლოვანებას“ თუ გამოაჩენთ, ამით კიდევ უფრო კარგად შექმნით იმიტაციას იმისას, რომ უმაკიაჟოდ ხართ.

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ისე, რომ ბუნებრიობის იმიტაცია შექმნათ? - 7 მეთოდი



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>