რომელ ფერებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა მაკიაჟის გაკეთების დროს? - რჩევები შავგვრემან გოგონებს
- 15.10.2018
თუ თქვენ შავგვრემანი, შავთვალებიანი ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. გაეცანით, როგორ მაიაჟსა და როგორ ფერებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.
1. თუ შავი თმა გაქვთ, არჩევანი შეაჩერეთ ქლიავისფერ ტონებზე - წაისვით ამავე ფერის ტუჩსაცხი, ფერუმარილი და თვალის ჩრდილი. ეს ფერი შავ თმას განსაკუთრებით უხდება.
2. შავრგვრემან ქალს, ყავისფერი თმით, ძალიან უხდება ვერცხლისფერი მაკიაჟი - შეიტანეთ ცოტაოდენი ვერცხლისფერი ტონი თვალის ჩრდილებსა და ფერუმარილში.
3. ე.წ. ბრონზერი და ყავისფერი ჩრდილები შავგვრემან გოგონებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ჰმატებს.
4. ბურგუნდისფერი - ამით შექმნით თბილ ვიზუალს, თუმცა გაითვალისიწნეთ,რომ ჩრდილები აუცილებლად უნდა იყოს მკვეთრი. ზოგადად, შავგვრემან გოგონებს ძალიან უხდებათ მკვეთრი მაკიაჟი.
5. თვალის მუქი ჩრდილები - შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ შავ, მუქ ყავისფერ და მუქ ლურჯ ჩრდილებზე.
6. მარჯნისფერი ტუჩსაცხი - თუ საშუალო სიგრძის, შავ თმას ატარებთ, ასეთი ფერის ტუჩსაცხი აირჩიეთ.
7. ალუბლისფერი - არჩევანი შეაჩერეთ მაქსიმალურად მუქ ალუბლისფერ ტუჩსაცხზე და შედარებით ღია ფერის ფერუმარილზე.
თემები: მაკიაჟი, რჩევები ქალებს, მაკიაჟის კეთება, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://makeup.allwomenstalk.com">https://makeup.allwomenstalk.com</a>