LIFE

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

 თბილისის რიგით მე-18 მოდის კვირეული გაიხსნა, ის 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და 20-მდე ღონისძიებას მოიცავს.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

კვირეულზე დიზაინერები 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარადგენენ. ჩვენებებს ღვინის უბანი (პეტრიაშვილი #1) უმასპინძლებს.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

თბილისის მოდის კვირეულმა არ უღალატა ტრადიციას, რომელიც ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდების გაცოცხლებას გულისხმობს. გახსნის ცერემონია ქართული სტილისა და მოდის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნა. ცერემონია 18 ოქტომბერს, მთაწმინდაზე შედგა. მას ბელა მირიანაშვილის შვილიშვილი ირინკა კავსაძე დაესწრო.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

თბილისის მე-18 მოდის კვირეულზე თავიანთ ნამუშევრებს ქართველი და უცხოელი დიზაინერები წარადგენენ. მათ შორის ლაშა ჯოხაძე, „მირო“, „ეტერე“, „მატურელი“, „მაკმარი“, „რუარუა“, ლაშა დევდარიანი, „წითე" და ა.შ. კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

თბილისის მოდის კვირეულს გააშუქებენ მსოფლიოს წამყვანი მოდური გამოცემები ისეთები, როგორებიცაა: „Vogue”, “Harper’s Bazaar”, “Marie Claire”, “Elle” და ა.შ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მე-18 მოდის კვირეულის მთავარი სლოგანი; „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე“. სწორედ ამ სლოგანის გარშემო გააერთიანეს ორგანიზატორებმა კონცეპტუალურად კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. მაგ: მოეწყობა ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?
თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სტუმრებისთვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევი ბარათები არ დაიბეჭდა და მათ ღონისძიებაზე დასწრება ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესთავაზეს. ამით თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესაბაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობენ.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

გარდა ეკოლოგიისა, მოდის კვირეული ყურადღებას უთმობს ტურიზმის განვითარებასაც. სწორედ ამ მიზნით ჩვენებების გასამართად შეირჩა ღვინის მარნები და ისეთი ადგილები, რომლებიც საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, უცხოური პრესისთვის და რა თქმა უნდა, ქართველი მნახველისთვის.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

მოდის კვირეულის ორგანიზატორები აგრძელებენ ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. ამ სეზონზეც არაერთი ახალი დიზაინერი წარსდგება საკუთარი კოლექციით მაყურებლის წინაშე.

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო - რა ღონისძიებებია დაგეგმლილი კვირეულის ფარგლებში?

კვირეულის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორები არიან: საქართველოს ფოსტა, SOLO, კომპანია „სოკარი“, საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორები“, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“, დეკორატიული კოსმეტიკის ევროპული ბრენდი „ინგლოტი“, „ლაპარის“, „ჩაიჰანაბაზარი“, რესტორანი „ქალაქი“ საინფორმაციო მხარდაჭერა : ტელეკომპანია „იმედი“,“ნარგისი საქართველო“, ჟურნალი “HELLO”,ჟურნალი “სითი“, ჟურნალი“ბომონდი“, ჟურნალი “FOREBS ”, ”MUSIC BOX”, “არტარეა”, “ალმა-alma “,რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“,“ივენთს ამბები.ჯი“, “Fashionholics Online”, ”TREND.Ge,” „ინტერნეტ მედია ჯგუფი, ინგლისურენოვანი გამოცემა „Messenger”,საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი.