LIFE

საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა

საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა

რაც არ უნდა კარგად იცოდე საკუთარი სხეული, გვერწმუნე, პლასტიკურმა ქირურგებმა შენი საჯდომის ფორმის შესახებ მეტი იციან. მათი განცხადებით, საჯდომის ფორმას მენჯისა და მენჯ-ბარძაყის ძვლების მდებარეობა განსაზღვრავს, ცხიმის საფარის სისქესა და ცხიმის გადანაწილებასთან ერთად; ისევე როგორც დუნდულის კუნთის ზომასა და ბარძაყის ძვალთან მისი მიმაგრების სიმჭიდროვეს. სწორედ ეს კომბინაციები ქმნის ქალის საჯდომის 5 შესაძლო ფორმას და თუ მათ კარგად შეისწავლი, ისეთი ტრუსის შერჩევასაც შეძლებ, რომელიც ყველაზე მეტად გიხდება.

5. კვადრატული

საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა

თუ შენი მენჯის ძვალი და მენჯ-ბარძაყის სახსარი იატაკის პერპენდიკულარულია, გილოცავთ, კვადრატული ფორმის საჯდომი გაქვს! ამ შემთხვევაში მოერიდე სამკუთხედ ტრუსებს, შენი საჯდომისთვის იდეალურია მამაკაცური „ბოქსერის“, ბიკინის, ტანგასა და სტრინგის ფორმის ტრუსი. ასევე, გახსოვდეს, ნუ ჩაიცვამ ტრუსებს, რომლებსაც ფეხების გასაყრელებზე რეზინი აქვს შემოვლებული – მოგიჭერს და დუნდულების ფორმას დაგიუშნოებს.

4. V-ს ფორმა

საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა

თუ მენჯსა და თეძოებს შორის გავლებული ხაზი შიდა მხარეს ვიწროვდება, საჯდომის ასეთ ფორმას ქირურგები V-ს ფორმას უწოდებენ. ის განსაკუთრებით სპორტული აღნაგობის ქალებშია გავრცელებული, რომლებსაც განიერი მხრები და ძალიან ვიწრო მენჯი აქვთ. ამ შემთხვევაში შორტის ფორმის, ვიწრო ბიკინი უნდა ატარო, რომელსაც ფეხის გასაყრელები ძალიან მაღლა არ ექნება ამოჭრილი – ასეთი ტრუსები დუნდულებს კარგად ვერ აფიქსირებს და „მოდუნებული საჯდომის“ ეფექტს ქმნის.

3. A-ს ფორმის

საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა

ამ ფორმის საჯდომი აქვთ ქალებს, რომელთა სხეულიც „მსხლის“ ფორმისაა: მათი საჯდომი თეძოების ქვემოთ ფართოვდება. A-ს ფორმის საჯდომი შედარებით სავსეა და სწორედ მას უხდება კარგად ამოჭრილი ფეხის გასაყრელებიანი ტრუსი; ტანგასთან, ბიკინისა და მაქმანის შორტებთან ერთად. მოერიდე ტრუსებს ელასტიკური დაბოლოებების მქონე ფეხის გასაყრელებით, რადგან ისინი დუნდულებზე უშნოდ მოგიჭერს და საჯდომს ფორმას დაუკარგავს. 

2. მრგვალი

საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა

ვფიქრობთ, ამ ფორმას ახსნა არ სჭირდება – გაიხსენე კიმ კარდაშიანი, ამბერ როუზი, ჯენიფერ ლოპესი. თუ სწორედ ასეთ საჯდომზე ოცნებობ, გარკვეული ეფექტის მიღწევა, პლასტიკური ჩარევის გარეშე, რეგულარული ვარჯიშითაც შეგიძლია: დაიჭირე 8-12-კილოგრამიანი გირი და ჩაჯდომები გააკეთე. ამ ფორმის საჯდომისთვის სპეციალური ტრუსი უნდა შეარჩიო, რომელსაც უკანა მხარეს დამატებითი ქსოვილი აქვს გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს ტრუსს დუნდულები უკანა მხარეს გადაქაჩავს და მუცელი უშნოდ გამოგიჩნდება. უპირატესობა მიანიჭე ელასტიკურ ტანგას, სტრინგებსა და იდეალური ეფექტისთვის უკანა მხარეს, შუაში ჩაკერილ შორტებს.

1. ამოტრიალებული გული

საჯდომის 5 განსხვავებული ფორმა

საჯდომის ეს ფორმა მრგვალს ჰგავს, თუმცა ქვედა მხარეს ოდნავ განიერდება. რადგანაც ამ შემთხვევაში დუნდულებიც და თეძოც ფართოა, უპირატესობა შორტის, „ჰიპსტერისა“ და ბიკინის ფორმის ტრუსებს უნდა მიანიჭო, რომლებიც დუნდულებს მთლიანად აფიქსირებს და ოდნავ მაღლაც კი სწევს.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.cosmopolitan.com/health-fitness/a56412/there-are-5-different-types-of-butts-in-the-world/" target="_blank">www.cosmopolitan.com</a>