LIFE

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

დაგეგმე ათწლეულების ვადაში, იფიქრე მთელი წლის საფიქრალი, იმუშავე თვის განმავლობაში და იცხოვრე ერთი დღით!

ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ოცნებებს, მიზნებსა და სურვილებს ფრთებს არ ასხამს. მათი გავლილი ცხოვრება კი სინანულს იწვევს, რადგან ვერ მოასწრეს, შანსი ხელიდან გაუშვეს, მეტი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე და ა.შ. მართალია, ახალგაზრდობის პერიოდი, განსაკუთრებით კი 20 წლის ასაკი, შეცდომებით არის სავსე, მაგრამ ყველაზე დიდ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ გაკვეთილს ადამიანი სწორედ ამ ასაკში იღებს.

არსებობს საკითხები, რომელიც გაუთავებლად გაწუხებს და დრო რომ უკან დააბრუნო, აუცილებლად გააკეთებ? გაქვს რჩევები საკუთარ თავთან შედარებით ახალგაზრდა ასაკში?

თუ ასეა, მაშინ ერთად ვურჩიოთ ყველა ახალგაზრდას:

1. იმოგზაურე

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

სანამ მცირე პასუხისმგებლობები გაკისრია, ადექი და იმოგზაურე! როცა 20-ს გადააბიჯებ, 30-ის ან მეტის გახდები, მიხვდები, რომ სამოგზაუროდ წასვლა ბევრ სხვა რამესთან არის დაკავშირებული. დახარჯე მეტი, შეიძინე ძვირად ღირებული ნივთები და ისადილე კარგ რესტორნებში. იმუშავე მთელი წლის მანძილზე და დაზოგე თანხა დიდი შთაბეჭდილებებისთვის, რომელთაც მოგზაურობა მოგიტანს!

  • ნუ გაემგზავრები ყველასთვის ცნობილ ადგილებში.
  • უპირატესობა მიანიჭე ველურ ბუნებას.
  • იმოგზაურე ცოდნისთვის.
  • იმოგზაურე აღმოჩენებისთვის.

იმოგზაურე ისეთ ადგილებში, რომელიც შეხედულებებს შეგიცვლის იმაზე, ვინ გინდა იყო მომავალში.

2. ჩამოაყალიბე საკუთარი მსოფლმხედველობა

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

ნუ დახარჯავ ბევრ დროს სხვა ადამიანების ხედვებსა და მათთან შეხვედრებზე. გამოიყენე ეს დრო იმაში გასარკვევად, რა მსოფლმხედველობა გაქვს თავად. დასვი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - საით გინდა წაიყვანო საკუთარი ცხოვრება?

შეხვედრები არის ის, რაც იდეებს კლავს.

3. იკითხე

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

იკითხე ყოველდღე. იკითხე ყველაფერი, რასაც შეძლებ. „წაიკითხე“ ადამიანებიც.

4. შეწყვიტე ტელევიზორის ყურება

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

ახლავე შეწყვიტე! არაფერი სასიკეთო ამას არ მოაქვს.

5. იზრუნე კარიერაზე

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

უპირატესობა მიანიჭე ინდივიდუალურ სამუშაოს და არ ჩაერთო გუნდური მუშაობის პროცესში.

6. ნუ ენდობი ყველას

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

თუნდაც ეს ურთიერთობების დასრულების ფასად დაგიჯდეს, საკუთარი იდეების მსხვრევის, მეგობრების დაკარგვისა და ტკივილის ფასად, ნუ ენდობი უმიზეზოდ ადამიანებს. ენდე მანამ, სანამ თავად გაძლევენ საშუალებას, გქონდეს მათი ნდობა.

7. ისწავლე ადამიანების გამოცნობა

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

ადამიანებს შეუძლიათ, დაგიტოვონ ყველაზე კარგი და ყველაზე საშინელი მოგონებები. ზოგიერთი გვეხმარება, ვიაროთ წინ და სწრაფად. ზოგიერთი კი ხელს გვიშლის და ჩვენი დანაკარგის მიზეზი ხდება.

არსებობენ ისეთებიც, ჩვენს ცხოვრებას სამუდამოდ რომ ცვლიან. იპოვე ასეთები!

გახსოვდეს! არ გჭირდება ბევრი მეგობარი. შენ გჭირდება მხოლოდ ისეთები, რომლებსაც ემოციებსა და გრძნობებს გაუცვლი.

ხშირად მეგობრები მაშინ გტოვებენ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებიან ისინი. უნდა მიეჩვიო მარტოობასა და მარტოობის სიყვარულს.

8. დააფასე დრო

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

ნუ დაკარგავ დროს იმ ადამიანებზე, რომლებიც ნდობას არ იმსახურებენ. ერთ წუთსაც კი ნუ გაიმეტებ ისეთი სასიყვარულო ისტორიებისა და პარტნიორებისთვის, რომლებიც სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან და რომლებიც კარგად იშვიათად მთავრდება.

დააფასე დრო და გამოიყენე ის მხოლოდ შენს სასიკეთოდ.

9. განიცადე მარცხი

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

განიცადე მარცხი ხშირად!

განიცადე მარცხი ყველაფერში: სიყვარულში, სექსში, სოციალიზაციის პროცესში, მეგობრობაში, სამსახურში, ბიზნესსა და ოჯახში.

თუ ყველა შენი ქმედების შემდეგ ახალს ვერაფერს ისწავლი, გამოდის, ყველაფერი, რასაც აკეთებ, მარცხისთვის არის განწირული. და თუ ისწავლი, გამოდის, გაიზარდე, ანუ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდი წარმატებას.

10. დაელოდე წარმატებას

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

ნუ იფიქრებ, რომ 20 წლის ასაკში წარმატება მოვა. წარმატებას დრო სჭირდება, ისევე, როგორც პიროვნებად და ინდივიდად ჩამოყალიბებას.

11. იყავი მომთმენი

11 რჩევა ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ

არაფრის გაკეთება არ ღირს სწრაფად. სისწრაფეში აშენებული არც ერთი კედელი არ არის მყარი. ღირებულებები ერთ წუთში არ ყალიბდება.

დაგეგმე ათწლეულების ვადაში, იფიქრე მთელი წლის საფიქრალი, იმუშავე თვის განმავლობაში და იცხოვრე ერთი დღით.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.businessinsider.com/what-i-would-tell-my-20-year-old-self-2015-7?utm_content=buffer264b6&amp;utm_medium=social&amp;utm_source=facebook.com&amp;utm_campaign=buffer" target="_blank">www.businessinsider.com</a>