6 ყველაზე ზრდილობიანი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გარშემომყოფებს მუდამ პატივისცემით ექცევიან
- 20.10.2018
1. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები არასდროს კარგავენ თავაზიანობას, არასოდეს კარგავენ საკუთარ თავს. როცა მათი შეხედულება სხვების აზრს არ ემთხვევა, ისინი მშვიდად გამოთქვამენ მოსაზრებს და ამავდროულად პატივისცემას გამოხატავენ სხვების მიმართ. სასწორს შეუძლია მშვიდად მოუსმინოს სხვას და არ სჩვევია ვინმეს გაკიცხვა, დაცინვა. ბულინგი ამ ადამიანებისგან შორსაა.
2. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სხვების მიმართ პატივისცემა გამოხატონ. ახალგაცნობილ ადამიანს ის არასოდეს ექცევა ფამილარულად, არ დაუახებს მეტსახელს და გამოხატავს თავაზიანობას. რაიმის გაკეთებამდე ჯერ ნებართვას ითხოვს. ლომი სხვებისგანაც მსგავს პატივისცემას მოითხოვს.
3. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა ზედმიწევნით კარგად იციან თავაზიანად მოქცევის წესები და არასოდეს არღვევენ მათ. ქალწულებს არ უყვართ როცა სხვებს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებენ და ცდილობენ, რომ გარშემომყოფთა მიმართ ყოველთვის პატივისცემა გამოხატონ. ქალწულს არ სჩვევია ჭორაობა.
ის ცდილობს, რომ არ ილაპარაკოს ადამიანების ზურგს უკან. ურჩევნია, რომ ღიად უთხრას კონკრეტულ ადამიანს საკუთარი მოსაზრება, თუმცა ეს ისე გააკეთოს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნის ზრდილობა და პატივისცემა. მოიქცეს ისე, რომ გული არავის ატკინოს.
4. ტყუპები - ტყუპები ცდილობენ არასოდეს დაკარგონ საკუთარი თავი და წონასწორობა, შეინარჩუნონ თავაზიანობა და პატივისცემა სხვებისადმი, თუმცა არის მომენტები, როცა ამას ვერ ახერხებენ. ტყუპები ყოველთვის ღიმილით შეგეგებებიან და ამით საკუთარ პატივისცემას გამოხატავენ. განსაკუთრებულ თავაზიანობას ისინი ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ იჩენენ.
5. თევზები - ზრდილობიანი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში თევზები მეხუთე პოზიციას იკავებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ ყურადღებით მოგისმინონ და უხეშად არ გაგაწყვეტინონ საუბარი. შეიძლება ვიღაც არ მოსწონდეთ, მაგრამ ბულინგი მათი სტილი არ არის, არავითარ შემთხვევაში არ დაგცინებენ.
თევზებს არ სურს, რომ ვინმემ მისი უხეში კომენტარის გამო თავი ცუდად იგრძნოს. ბევრს ფიქრობს ადამიანურ გრძნობებსა და განცდებზე და არ სურს, რომ ვინმეს მისი სიტყვების გამო გული ეტკინოს.
6. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ცდილობენ, არასოდეს დაივიწყონ სხვების მიმართ პატივისცემის გამოხატვა, არასოდეს დაივიწყონ ზრდილობა. კურო მიიჩნევს, რომ თუ თავხედურად მოიქცევა, ამით პირველ რიგში, საკუთარ პერსონას მიაყენებს ზიანს და ჩრდილს, ამიტომაც გამოხატავს სხვებისადმი პატივისცემას.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ტყუპები, თევზები, ქალწული, ლომი, კურო, სასწორი
<a href="https://www.yourtango.com/">https://www.yourtango.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია