შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ბევრი ვარსკვლავი იტანჯება ისეთი პრობლემით, როგორიცაა თხელი თმა. გირჩევთ ყველაზე ტრენდულ ვარცხნილობებს თხელი თმისთვის

1. „აწეწილი“ ბობი

გრძელი თუ კლასიკური, ბობი ანიჭებს თმას მოცულობას, ვინაიდან ვარცხნილობის დროს შეგიძლია დაიხვიო თმა. შეხედეთ, როგორ ატარებენ ვარსკვლავები ამ ვარცხნილობას, და გაითვალისწინეთ.

2. „ჩანჩქერი“

ამ ვარცხნილობის საიდუმლო - საგულდაგულოდ შეჭრილ ბოლოებშია. თითოეულ ფენაზე ოსტატი ისე ამუშავებს კულულის ტექსტურას, რომ ვიზუალურად ზრდის თმის მოცულობას.

3. გრძელი ბობი

რაც უფრო ასიმეტრიულია ვარცხნილობა, მით უფრო მოცულობითი გამოიყურება. ფსიქოლოგიურად აღვიქვავთ გაწეწილ თმას ისე, რომ თითქოს მოცულობითია. მსუბუქი უწესრიგობა დღეს მოდური ტრენდია!

4. „სვეგი“

ამ სიტყვის ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე არ არსებობს. ეს არის ვარცხნილობა სხვადასხვა სიგრძის კულულებითა და სქელი, მოცულობითი ჩოლკით. რაც სქელი თმის ილუზიას ქმნის.