პირს ბროსნანის ოჯახური იდილია - მსახიობისა და ჟურნალისტის 25 წლიანი თანაცხოვრების საიდუმლო
- 05.11.2018
პირს ბროსნანი 90-იანი წლების კიდევ ერთი გამორჩეულად მომხიბვლელი მსახიობია. როგორც წესი, ბროსნანის მსგავს მომხიბვლელ და პოპულარულ მამაკაცებს არ აქვთ ხოლმე რეალურ ცხოვრებაში პირადი ცხოვრება იდეალურად აწყობილი, თუმცა მსახიობი გამონაკლისია და ბროსნანის ნამდვილი სასიყვარულო ურთიერთობა არანაკლებ საინტერესო და ამაღელვებელია მისივე ეკრანული გმირების სასიყვარულო ამბებზე.
მსახიობის ცოლი კელი შეი სმიტია. წყვილი 25 წელია ქორწინებაშია. მსახიობს საჯაროდ არ სჩვევია თავისი გრძნობების შესახებ ლამაპარაკი, თუმცა თანაცხოვრების 25 წლისთავზე მან „ინსტაგრამზე“რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა და 25 წლიანი სიყვარულისთვის მეუღლეს მადლობა გადაუხადა.
კელი მეი სმიტი ყოფილი ჟურნალისტია. წყვილმა ერთმანეთი 1994 წელს, წვეულებაზე გაიცნო. შვიდი წლის ურთიერთობის შემდეგ კი, დაქორწინება გადაწყვიტეს. ქორწილი ირლანდიაში გაიმართა.
როცა წყვილი საჯაროდ ჩნდება, შეუარაღებელი თვალითაც ჩანს მათ შორის დიდი სასიყვარულო კავშირი, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს.
გამოცემა People-თან საუბრისას ბროსნანმა თავის ცოლთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ხშირად აწყობენ რომანტიკულ შაბათ-კვირას. ამ დროს ერთად მიდიან ქალაქგარეთ, ან სადმე დასასვენებლად.
„როცა ერთად ვართ, არანაირ მუსიკას არ ვუსმენთ, უბრალოდ ვჩუმდებით და ერთმანეთის სუნთქვის ხმა გვესმის. ეს საუკეთესო მუსიკაა“, - ამბობს მსახიობი.
სმიტსა და ბროსნანს ორი ვაჟი ჰყავთ. უფროსი, დილანი 21 წლისაა, პარისი კი 17-ის.
გადავავლოთ თვალი წყვილის ოჯახურ ფოტოებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ, რომ ნამდვილ სიყვარულს დრო ვერაფერს აკლებს.
თემები: ოჯახი, წყვილი, ვარსკვლავები, ჭორები, პირს ბროსნანი
<a href="https://www.abcstories.info">https://www.abcstories.info</a>