ჯანმრთელობა

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

1. მშრალი და დახეთქილი ტუჩები

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ტუჩებზე კანის აქერცვლა - ალერგიის აშკარა ნიშანია: ამ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ რა ტიპის კოსმეტიკას იყენებთ, გადახედეთ პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებს, პროდუქტებსა და წამლებს. დახეთქილი ტუჩის კუთხეები მეტყველებენ B, A და Е ვიტამინის დეფიციტზე.

2. წარბების ცვენა

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ხშირი წარბები არა მხოლოდ თანამედროვე ტრენდია, არამედ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი ინდიკატორი. პერიოდული მცირეოდენი ცვენა - ეს ნორმალურია. მაგრამ თუ შეამჩნიეთ ძლიერი ცვენა, გაცვენილი შიშველი ადგილები, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს: ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც გაზრდილ, ასევე ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის არასაკმარის დონესთან.

3. ფრჩხილების დისტროფია ხელებზე

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ნებისმიერი ცვლილება ფრჩხილის ფერსა და სტრუქტურაში შემაშფოთებელი სიგნალია. თხელი და უფერული ფრჩხილი შეიძლება იყოს ანემიისა და ორგანიზმში რკინის უკმარისობის ნიშანი. გაყვითლებული ფრჩხილი მიუთითებს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პრბლემებზე ან სოკოზე. თეთრი ლაქები და ზოლები - თუთიის, სპილენძისა და იოდის უკმარისობაზე. გადაჭარბებული მტვრევადობა ვლინდება ვიტამინების, კალციუმის, რკინისა და ბეტა-კაროტინის უკმარისობის გამო.

4. მშრალი კანი ხელებსა და სხეულზე

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

წლის ცივი სეზონის დროს მშრალი კანი წარმოადგენს ნორმას, მაგრამ ასეთი შემთხვევების დროს ეფექტურია კრემის გამოყენება, წყლის დიდი რაოდენობისა და ვიტამინების მიღება. თუ თქვენს შემთხვევაში ჩამოთვლილი საშუალებები ვერ გეხმარებიან, მიმართეთ დერმატოლოგს, რადგან კანის სიმშრალე ასევე წარმოადგენს დიაბეტისა და ჰიპოთირეოზის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნიშანს.

5. ტერფის დეფორმაცია

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ტერფის ფორმის შეცვლა, რომელსაც ახასიათებს სიგრძივი ან განივი ძვლის დაწევა, როგორც წესი, ბრტყელტერფიანობაზე მეტყველებს. სტატისტიკის თანახმად, განივი ბრტყელტერფიანობა სხვა დეფორმაციებთან შეთავსებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სიგრძივი, ამას განსაკუთრებით განიცდიან ქალები. მიზეზი იმაშია, რომ ქუსლებზე სიარულის დროს ხდება დატვირთვის არათანაბარი განაწილება და მისი უმეტესი ნაწილი მოდის განივი ძვლის არეში. ამიტომაც ჩნდება უსიამოვნო ტკივილი, რომელიც ნიშნავს დეფორმაციის დაწყებას.

6. თეთრი ლაქები კბილებზე

სხეულის 6 გარეგნული ცვლილება, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ფლუოროზი - ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხშირად კბილების ამოჭრამდე ვითარდება, ან მის შემდეგ (წყლის დიდი რაოდენობის ან ფტორის შენაერთების მაღალი შემცველობის პროდუქტების მიღების დროს). არსებობს ფლუოროზის გამოვლენის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმა. პირველი ორი ფორმა განსხვავდება ვიზუალური გამოვლინებებით (მაგალითად, ლაქების სახით), მძიმე ფორმის დროს ხდება კბილის ქსოვილის დაკარგვა, მათი დაშლა.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>