სილამაზე

სიურპრიზი "ლუტეციასგან": 9-10 ნოემბერს ფასდაკლება Clinique-ის პროდუქციაზე

სიურპრიზი "ლუტეციასგან": 9-10 ნოემბერს ფასდაკლება Clinique-ის პროდუქციაზე

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცა უკვე 11 წელია საქართველოში Clinique-ის წარმომადგენელია.

"ლუტეციამ" გადაწყვიტა მომხმარებელი გაახაროს:

მხოლოდ ორი დღე, 9-10 ნოემბერს მსოფლიოში ცნობილი დერმატოლოგების მიერ შექმნილი ბრენდი Clinique გეპატიჟებათ მომხმარებლის დღეებზე!

აღნიშნულ დღეებში ლუტეცია გთავაზობთ -30%-იან ფასდაკლებას სრულ სპექტრზე და საჩუქარს ყოველ შენაძენზე ლუტეციას ყველა ფილიალში ბათუმის ფილიალების ჩათვლით.

სიურპრიზი

გარდა ამისა, გთავაზობთ -30%-იან ფასდაკლებას ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა Darphin, Zegna, Donna Karan და Michael Kors.

Clinique მსოფლიოში ცნობილი დერმატოლოგების მიერ შექმნილი ჰიპოალერგიული ბრენდია, რომელიც არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს.

დერმატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის სტრუქტურასა და ფუნქციებს და რადგან, დერმატოლოგებს ყველაზე უკეთ „ესმით" სახის კანის, კლინიკსაც ისე, როგორც არცერთ სხვა ბრენდს, აქვს უამრავი ხაზი, რომლებიც კონკრეტულ კანის პრობლემებსა თუ მოთხოვნებს ითვალისწინებს. (გათვალისწინებულია ყველა ასაკისთვის, სქესისთვის და რასისთვის.)

კლინიკზე წარმოუდგენელია საუბარი მისი ექსკლუზივის და სავიზიტო ბარათის სამსაფეხურიანი სისტემის ხსენების გარეშე.

სიურპრიზი

სამი საფეხური მოიცავს საპონს, ამქერცლავ ლოსიონს და დამატენიანებელ საშუალებას. ყოველდღიური გამოყენების შედეგად კანი აღწევს სრულყოფილ შედეგს. ხდება ერთგვაროვანი, უმჯობესდება მისი ფერი და სტრუქტურა, გამოიყურება ჯანსაღად და ბრწყინავს. (მისი გამოყენება დასაშვებია 14 წლიდანაც კი. მაგ. აკნეს დროს)

სეზონურ ცვლილებებს თან ახლავს ორგანიზმში ალერგიული სიმპტომების გამოვლინება და არა მხოლოდ ორგანიზმში. ეს განსაკუთრებულად აისახება სახის კანზეც. ხშირ შემთხვევაში ალერგიული რეაქციები არამხოლოდ მათ აწუხებთ, ვისაც ალერგიისკენ მიდრეკილება აქვს, არამედ მათ, ვისაც აქამდე ეს პრობლემა არ ქონიათ. ამიტომ თავი რომ დავიცვათ სხვადასხვა ალერგენებისგან, უმჯობესია აქცენტი გავაკეთოთ კანის მოვლის ისეთ საშუალებებზე, რომელიც ჰიპოალერგიულია - ასეთია კლინიკი.

შემოდგომაზე არა მხოლოდ ალერგენები მატულობს, არამედ იცვლება კლიმატიც. ქარი, წვიმა, სიცივე - ველა ფაქტორი კანზე მნიშვნელოვნად აისახება.

შემოდგომა და ზამთარი ის პერიოდია, როდესაც კანს ყველაზე მეტად უწევს სტრესულ გარემოში ყოფნა.

სიურპრიზი

სიცივე, ნაკლები მზე ეს ყველაფერი კანის ლიპიდურ შრეზე ახდენს გავლენას. კანი შრება, მიდრეკილია სიწითლისკენ, უხეშდება და ზოგჯერ იქერცლება კიდეც. 

კანის პრობლემების მოსაგვარებლად კლინიკი გვთავაზობს სკრაბებს, ნიღბებს და დამატენიანებლების ფართო არჩევანს(moisture surge, pep start, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და ყველა ასაკისთვის).

კლინიკის კოსმეტიკური საშუალებები უზრუნველყოფენ ერთგვაროვან, ლამაზ და ჯანსაღ ფერს.

ტანზე ამქერცლავი საშუალებების გამოყენება აუცილებელი და სავალდებულოა შემოდგომა-ზამთარში. რადგან გვინდა თუ არა, ზამთარი და შემოდგომა ჩვენს ტანის კანზეც არასასურველ კვალს ტოვებს.

ტემპერატურის კლებასთან ერთად ნელდება მეტაბოლიზმი, განსხვავებულ კალორიულ საკვებს მივირთმევთ, მეტი ძილისა და ნაკლები ფიზიკური აქტიურობის შედეგად კანი კარგავს ელასტიურობას, ტონუსს, ეშვება და უხეშდება. (აღვნიშნავთ კლინიკის სკრაბს და დამეტენიენებლებს, body butter )

დერმატოლოგების ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა კანის ჰიპერპიგმენტაცია, აკნე და კანის მაღალი მგრძნობელობა ან რეაქტიულობა. სწორედ ამიტომ, კლინიკს ყველაზე უკეთ შეუძლია გადაწყვიტოს ჩამოთვლილი პრობლემები თავისი ინოვაციური ხაზების მეშვეობით.

Even better ხაზი პიგმენტაციის და ჰიპერპიგმენტაციის საწინააღმდეგოდ. (ყველაზე იდეალური დროა ამ ხაზის გამოსაყენებლად)

Anti blemish - აკნეს საწინააღმდეგო ხაზი,

Redness solutions - ხაზი რეაქტიული და მგრძნობიარე კანის პრობლემების მოსაგვარებლად.

გარდა ამისა, კლინიკს გააჩნია დამატენიანებელი ხაზი, ახალგაზრდული იერის შემანარჩუნებელი და გამამკვრივებელი(ლიფტინგის) ხაზები, ასევე სახის ფერის და ტონის გასაუმჯობესებელი მოვლის საშუალებები.

კლინიკს აქვს დეკორატიული საშუალებების ფართო სპექტრი რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჰიპოალერგიული, არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს და ითვალისწინებს ყოველივე ხაზის გაგრძელებას.

ის ხელს უწყობს არამარტო ვიზუალურ სილამაზეს, არამედ მუშაობს კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზეც.

სიურპრიზი

გააჩნია მამაკაცის მოვლის საშუალებების ხაზი, რომელიც გათვლილია მამაკაცის კანის ნებისმიერ მოთხოვნაზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პეპ სტარტის ხაზი, რომელიც გამოჩენისთანავე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.

ფერადი მოვლის საშუალებებისგან შექმნილი ხაზი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით და ამასთანავე, წარმოუდგენლად ხელმისაწვდომი ფასებით. ეს არის ხაზი, რომელსაც არ აქვს ასაკი.