ჰოროსკოპი

რა გელოდებათ კუროებს 2019 წელს - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

რა გელოდებათ კუროებს 2019 წელს - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები ამბობენ, რომ 2019 წელი თქვენი ოცნებების ახდენის წელი იქნება, მაგრამ მთავარია არ დაგეზაროთ შრომა და არ დანებდეთ. განსაკუთრებულ წარმატებას ის კუროები მოიპოვებენ, რომლებიც იმუშავებენ თვითგანვითარებაზე.

1. თუ პირველი დეკადის კური ხართ ( 21 აპრილი - 30 აპრილი) – 2019 წელი თქვენთვის თავგადასავლების, ახლის აღმოჩენის წელი იქნება. ისწავლით ბევრს, იმოგზაურებთ და უკეთ შეიცნობთ სამყაროს. 

2. თუ მეორე დეკადის კურო ხართ (1 მაისი - 10 მაისი) - იქნებით ამბიციურები და ამავდროულად რეალისტები. გექნებათ ისეთი ამბიციები, რომლებიც აბსოლუტურად მიღწევადია. თქვენ დაამტკიცებთ, რომ რკინის ნებისყოფა გაქვთ და სასურველის მისაღებად ბევრის მოთმენა შეგიძლიათ. 

3. თუ მესამე დეკადის კურო ხართ (11 მაისი - 20 მაისი) - თქვენი წარმატების წინაპირობა კომუნიკაცია იქნება. ეცადეთ ადამიანებთან დაამყაროთ ჯანსაღი კომუნიკაცია და ნახავთ, რომ არაერთ შესაძლებლობას მიიღებთ.

შესაძლებლობები: 

რა გელოდებათ კუროებს 2019 წელს - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

კარგი იქნება, თუ იმუშავებთ ისეთ ადამიანთა გარემოცვაში, რომლებიც მხარს გიჭერენ და რომელთათვისაც გვერდით მყოფი ადამიანის წარმატება არ ხდება შურის საგანი. ასტროლოგების განმარტებით, კუროს წარმატება 2019 წელს დიდწილად იქნება დამოკიდებული გუნდურად მუშაობის უნარზე. ამ დროს ცხოვრება დიდ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და დიდ სარგებელსაც ნახავთ.

თქვენი ბიუჯეტი განსაკუთრებით მომხიბვლელი იქნება 2019 წლის პირველი 5-6 თვის განმავლობაში. წლის მეორე ნახევარში კი ამ კუთხით შესაძლოა გამოცდის ჩაბარება მოგიწიოთ. გირჩევთ, რომ არ გაფლანგოთ ფული და შეინახეთ ის რთული დღეებისთვის.

ფინანსები:

რა გელოდებათ კუროებს 2019 წელს - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევრიდან შესაძლოა ფინანსურმა პრობლემებმა იჩინოს თავი. განსაკუთრებით რთული თვე ამ თვალსაზრისით აგვისტო იქნება. ნოემბერში ყველაფერი მოგვარდება და შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდება და დიდ სარგებელს ნახავთ. ამიტომ, მშვიდად შეხვდით აგვისტოში პრობლემებს და ეცადეთ, რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. 

სიყვარული: 

რა გელოდებათ კუროებს 2019 წელს - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

2019 წელი ფანტასტიკური წელია პირადი ურთიერთობების ასწყობად. თუ მარტოხელა ხართ, ეს წელი ნამდვილი სიყვარულის პოვნის არაერთ შესაძლებლობას მოგცემთ. დიდი შანსია, რომ უცხოელი, სხვა ეროვნების ადამიანი შეგიყვარდეთ და თუ ასე მოხდა, კავშირი მყარი და სამუდამო იქნება. სასიყვარულო ურთიერთობებში ზოგადად სტაბილურობაა მოსალოდნელი და თუ რაიმის შეცვლა გსურთ (დაშორება, ან ქორწინება), ამისთვის მაისში უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.

კარიერა: 

რა გელოდებათ კუროებს 2019 წელს - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

კარიერული თვალსაზრისით ცვლილებები 2019 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი, თუმცა ეს არ იქნება ისეთი ცვლილებები, რომელიც რაიმე კუთხით გაზარალებთ. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერული თვალსაზრისით 2019 წელი სტაბილური იქნება. 

ჯანმრთელობა: 

რა გელოდებათ კუროებს 2019 წელს - დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

იზრუნეთ იმუნური სისტემის გაჯანსაღებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ვიცით, რომ კუროებს ტკბილეული ძალიან გიყვართ, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, თუ მას ამოიღებთ რაციონიდან.



<a href="https://www.yearly-horoscope.org">https://www.yearly-horoscope.org</a>