სტილი

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

ვნახოთ 31 წესი, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც ცხოვრება უფრო გაგიმარტივდებათ:

1. იმისთვის, რომ სამოსს წითელი ღვინის ლაქა მოაშოროთ, გამოიყენეთ თეთრი ღვინო.

2. სანამ ჩაიცვამთ ახალი ჯინსის შარვალი ორჯერ გარეცხეთ - რატომ? იმიტომ, რომ ჯინსი გარეცხვის შემდეგ კარგავს სიგრძეს და ის ტანზე კარგად მოგადგებათ.

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

3. თუ გინდათ, რომ კარადა აღარ აგენგრეთ - დაალაგეთ სამოსი ფერების მიხედვით. გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ყველაზე ეფექტური მეთპდია. ეცადეთ, ჩვევად აქციოთ, რომ წითელი სამოსი ერთად უნდა გქონდეთ, შავი ერთად და ა.შ. თუ ასე მოიქცევით ნახავთ, რომ თქვენი ტანსაცმლის კარადა ისეთი მოწესრიგებული იქნება, როგორც არასდროს.

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

4. არასოდეს გარეცხოთ საცურაო კოსტიუმი სარეცხ მანქანაში - ყოველთვის ხელით გარეცხეთ ის. სარეცხი მანქანა მას ხარისხს უკარგავს.

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

5. თუ პომპეზურ წვეულებაზე აპირებთ წასვლას - ერთი კვირის განმავლობაში არ მიირთვათ ისეთი საკვები, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი საჭნლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. 

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

6. უარი თქვით ცნობილი ბრენდების წარწერებით ყალბ სამოსზე, ჩანთებზე, მაგრამ შეგიძლიათ მოირგოთ, გაიკეოთ ყალბი ბრილიანტის თვლიანი სამკაული - მიუხედავად იმისა ნამდვილია თუ არა ის, თვალს მოჭრის გარშემომყოფებს და ვერავინ მიხვდება რომ ყალბი თვალია.

7. ჩაცმის მთავარი წესი - ნუ აჰყვებით მოდას, ყოველთვის ჩაიცვით ის სამოსი, რომელიც გიხდებათ.

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

8. ნუ ჩაიცვამთ სამოსს დაუთობისთანავე - თუ ასე მოიქცევით ის ჩაცმისთანავე დაიჭნუჭნება. ჩაიცვით სამოსი დაუთოვებიდან 5-10 წუთის შემდეგ. 

9. თუ საქორწინო კაბის, ან რაიმე სადღესასწაულო სამოსის საყიდლად მიდიხართ, აუცილებლად წადით მაკიაჟით და ლამაზად გაკეთებული თმით, წაიღეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ასე მოიზომეთ სამოსი - შედეგად, უფრო კარგად მიხვდებით, როგორი კაბა უნდა შეიძინოთ, რა უფრო მეტად გიხდებათ და როგორ სტილზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. 

10. თეთრეულის ყიდვის დროს უპირატესოობა მიანიჭეთ კანისფერ თეთრეულს. ისეთს, რომელიც შეუმჩნეველია. 

11. თუ კაბა მოგწონთ, მაგრამ ან დრო არ გაქვთ მის მოსაზომად, ან უბრალოდ გეზარებათ ეს პროცესი - შეგიძლიათ, მხრებზე მიიდოთ და ნახოთ თქვენი ზომაა თუ არა. კაბის მხრები ზუსტად თქვენი მხრების სიგანეს უნდა ემთხვეოდეს.

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

12. სამოსიდან ტუჩსაცხის კვალს თმის სპრეის საშუალებით მარტივად გააქრობთ.

13. თუ ჩანთა ბრონზერმა, ან ფერუმარილმა დაგისვარათ, მას მაკიაჟის მოსაშორებელი სითხით მარტივად გაწმენდთ. 

14. ყალბია ის მარგალიტი, რომელიც ოდნავ რბილია, ნამდვილი მარგალიტი კი მსხვრევადია. 

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

15. სვიტერის, ჟაკეტის, ქურთუკის, ან პალტოს ყიდვისას ყველაზე მეტად ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენად კარგად გაქვთ ის მხრებზე.

16. სანამ პალტოს კარადაში შეინახავთ, აუცილებლად გაწმინდეთ ის.

17. ფეხსაცმელები არასოდეს ჩალაგოთ ვიწრო და პატარა უჯრაში - უმჯობესია მათ იატაკზე მიუჩინოთ ადგილი. 

18. თუ ზამთარში მიდიხართ წვეულებაზე, ჩაიცვით ძალიან გრძელი კაბა, მოირგეთ ხელთათამანები და სამოსს წვრილი ქამარი შეუსაბამეთ. 

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

19. ბიუსჰალტერი, რომელიც უკვე სამი თვეა გაცვიათ, აღარ ჩაიცვათ - მას დაკარგული აქვს ფორმა და თქვენს ვიზუალსაც ჩრდილს აყენებს. 

20. თუ გინდათ, რომ გამხდარი გამოჩნდეთ, ჩაიცვით ე.წ. ფანქარი კაბა - ანუ კაბა, რომელიც ბოლოში ვიწროვდება. მისი სიგრძე კი აუცილებლად მუხლამდე უნდა იყოს.

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

21. ცოტა შიშველ სხეულს თუ გამოაჩენთ ამაში არაფერია ცუდი, თუმცა, იცოდეთ მთავარი წესი - თუ მინი კაბა, ან შორტი გაცვიათ, უარი თქვით დეკოლტეზე და თუ დეკოლტე მაისურს იცვამთ, მაშინ შარვალი, ან გრძელი კაბა ჩაიცვით. 

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

22. თავს თუ კომფორტულად გრძნობთ, შგიძლიათ პიჟამაზე ჩაიცვათ თქვენი პალტო და ასე წახვიდეთ გარეთ. მთავარია, ამან თქვენ არ შეგაწუხოთ. 

23. ის, რომ აბრეშუმის თეთრეული მშვიდი ძილისთვის კარგია, მითი არ არის - აბრეშუმი ამშვიდებს ადამიანს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და ამავდროულად, დადებითად მოქმედებს თმაზე. ასე რომ უპირატესობა აბრეშუმის თეთრეულს მიანიჭეთ. 

24. ნუ იყიდით ისეთ ნივთებს, სამოსს, რომელსაც არასოდეს გამოიყენებთ. 

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

25. ტრენდული, მომხიბვლელი და ამავდროულად ექსტრავაგანტული ვიზუალის შესაქმნელად ქალური, რომანტიკული კაბა ჩაიცვით მამაკაცურ ფეხსაცმელთან. 

26. გინდათ რომ თქვენი ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდეს? - ჩაიცვით კანის ფერი ფეხსაცმელი და ეს გრძელი ფეხების ილუზიას შექმნის.

27. სველი ფეხსაცმელების გაშრობას არ ეცადოთ ხელოვნურად, მაგალითად თმის გამაშრობელი ფენით, არც გამათბობელთან გააშროთ - ასე ფეხსაცმელი დეფორმირდება და კარგავს პირვანდელ სახეს. აცადეთ მას გაშრეს ღია სივრცეში.

როგორ უნდა დაალაგოთ კარადა - 31 წესი ქალების ცხოვრების გასამარტივებლად

28. ტრენდული, მომხიბვლელი, ელეგანტური და გლამურული ვიზუალის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი აქსესუარებია შარფი, სათვალე, ქუდი და სამკაული. 

29. თუ გინდათ, რომ სამოსი კარგად გაირეცხოს და მასზე ლაქები არ დარჩეს, ის აუცილებლად ცხელი წყლით უნდა გარეცხოთ - ხოლო თუ ფაქიზი ქსოვილის სამოსი გაქვთ გასარეცხი, ის არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ ცხელი წყლით. თუ გინდათ, რომ არ დაზიანდეს, გრილი წყლით უნდა გარეცხოთ.

30. შხაპის მიღების შემდეგ თუ გინდათ, რომ სარკეს ორთქლი წამებში მოშორდეს, გამოიყენეთ თმის გასაშრობი ფენი.

31. თუ ბიუსჰალტერის ხელით გასარეცხად დრო არ გაქვთ სარეცხ მანქანში ის აუცილებლად ცივი წყლით გარეცხეთ.



<a href="https://stylecaster.com/">https://stylecaster.com/</a>