ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც მოდას ამკვიდრებენ და ადამიანებზე გავლენას ახდენენ

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც მოდას ამკვიდრებენ და ადამიანებზე გავლენას ახდენენ

1. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები გავლენიანები არიან აბსოლუტურად ყველა კუთხით და განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მოდას ეხება საქმე. შეუძლიათ ყველაზე უჩვეულო სტილიც კი მოდად აქციონ. შეიძლება ერთ დღეს ფეხსაცმლის გარეშე გადაწყვიტონ სიარული და მეორე დღეს ყველა ფეხშიშველი ივლის.

2. თევზები - ის მოდისა და სტილის საკითხებში ნამდვილი გურუა. იცის რომელ სიტუაციაში როგორ უნდა ჩაიცვას და ამავდროულად, არ ეზარება რჩევების გაცემა. თუ თევზი მეგობარი გყავთ, გაგიმართლათ, შგიძლიათ თქვენი გარეგნობა და სტილი ბოლომდე ანდოთ და დარწმუნებულები იყოთ, რომ წვეულებაზე თქვენსავით შთამბეჭდავი არავინ იქნება.

BO-1 Custom embed code

3. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების ცხოვრებაში მოდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. კირჩხიბმა ყოველთვის იცის მოდური ტენდენციების შესახებ და ყოველთვის ტრენდულად და მომხიბვლელად გამოიყურება. ის ქმნის მოდას. 

4. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანს უამრავი მიმდევარი ჰყავს. ის მეფეა და ყველას სურს, რომ მას მიბაძოს. ამიტომაც უბრალოდ რთულია იყო ლომი და არ ამკვიდრებდე მოდას. ყოველივეს ლომები აბსოლუტურად ბუნებრივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აკეთებენ. 

5. სასწორი - სტილი სასწორებისთვის ყველაფერია. ის სტილის განსაკუთრებული, განსხვავებული, ორიგინალური შეგრძნებით გამოირჩევა და გარშემომყოფებისთვის ინსპირაციის წყაროა. სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები მოდის სფეროში გავლენიან პერსონებად ყალიბდებიან. 

6. მორიელი - მოდის სფეროში გავლენიანი დიზაინერები და ახალი ტენდენციების დამკვიდრების ოსტატები მორიელები არიან. ეს მათი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარეობს. მორიელს შეუძლია სამოსი ისე შეფუთოს, ისე მიაწოდოს მომხმარებელს, ისეთი რაღაცები თქვას მის შესახებ, რომ სტილი, რომელიც არ მოგწონდა, აუცილებლად გახდება შენი ფავორიტი. მორიელებს მოდაში სიახლეები შემოაქვთ და მათი სტილი გარშემომყოფებისთვის ინსპირაციის წყარო და მიბაძვის საგანია.

BO-2 Custom embed code



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>