როგორი ურთიერთობა აქვთ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქალებს? - ფოტო, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს
- 20.11.2018
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების მიმართ საზოგადოება უდიდეს ინტერესს იჩენს. მათი ყოველი გამოხედვა, მიმიკა, მანერა განხილვის საგანი ხდება.
ამჯერად კი ყურადღების ცენტრში ქალების ტრიო - დედოფალი ელიზაბეტი, ქეით მიდლტონი და კამილა პარკერი მოექცნენ.
როგორც წესი, საჯარო სივრცეში ისინი ერთმანეთისადმი ყოველთვის თბილ დამოკიდებულებას ავლენენ, თუმცა ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა სულ სხვა რამ ჩანს.
ფოტო პირველი მსოფლიო ომის დამთავრების დღისადმი და დაღუპულთა პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზეა გადაღებული, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ფოტომ გაამხიარულა. მას სამეფო ოჯახის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ოფიციალურ ფოტოებს ადარებენ, სადაც ოჯახის წევრები ბედნიერი გამომეტყველებით არიან.
„ფოტო, რომელიც ლაპარაკობს“.
„კამილას ფიქრები: ჩემი ქმარი მალე მეფე გახდება, მე დედოფალი, შენ არავინ ხარ“.
„აი ნამდვილი სამეფო კარის თამაშები“, - წერენ „ფეისბუქში“.
თემები: ოჯახი, პრინცესები, დედოფალი, სამეფო, კეიტ მიდლტონი
<a href="http://celbestnews.com">http://celbestnews.com</a>