თევზებო, ასტროლოგები ამბობენ, რომ 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი და უჩვეულო რამ მოხდება. 2019 წელი სასიამოვნო მოულოდნელობებით იქნება სავსე.
1. თუ პირველი დეკადის თევზი ხართ (20 თებერვალი - 29 თებერვალი) - ახალი წლიდან გელოდებათ ახალი შესაძლებლობები. შესაძლოა, შეიცვალოთ სამსახური, დაიწყოთ ახალი ბიზნესი, გააბათ ახალი პარტნიორული ურთიერთობები.
2. თუ მეორე დეკადის თევზი ხართ (1 მარტი - 10 მარტი) - თქვენთვის მოგვარდება ფულთან დაკავშირებული პრობლემები. შემოსავლის არაერთი წყარო გაჩნდება და თქვენი საფულე 2019 წელს სულ სავსე იქნება.
3. თუ მესამე დეკადის თევზი ხართ - წარმატების მომტანი შესაძლებლობები მოგეცემათ საზღვარგარეთ, მოგზაურობის დროს. აუცილებლად დაგეგმეთ უცხო ქვეყანაში წასვლა და ეცადეთ, ნახოთ რაიმე ახალი.
შესაძლებლობები:
დაიჯერეთ საკუთარი თავის და თქვენი გიჟური იდეების. მიჰყევით ამ იდეებს და აუცილებლად იქნებით წარმატებულები. განსაკუთრებით წარმატების მომტან შესაძლებლობებს ელოდეთ ზაფხულში. აუცილებლად დაასრულეთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ და ბოლომდე არ მიგიყვანიათ და ეცადეთ დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ.
ფინანსები:
2019 წელი ფინანსური თვალსაზრისით წარმატებას გპირდებათ. განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ ამ კუთხით პარტნიორული ურთიერთობები. ეცადეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები თანხა გასცეთ, ნაკლები დახარჯოთ.
სიყვარული:
ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი წელი რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით. თუ ჯერ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, აუცილებლად იპოვნით მას და შეძლებთ მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მოსალოდნელია, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი იქნება განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი, განსხვავებული მსოფლხედვით, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით. პირიქით, ურთიერთობას უფრო საინტერესოს გახდის.
კარიერა:
კარიერაში ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თევზების დიდი ნაწილი ახალ სამსახურს დაიწყებს. ზოგიერთ თქვენგანს კი მობეზრდება სხვის კომპანიაში მუშაობა და გადაწყვეტს, რომ საკუთარი საქმე დაიწყოს. კარიერაში წარმატების მომტან შესაძლებლობებს ელოდეთ მარტსა და ივნისში.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, თევზები, 2019წლისზოდიაქო
<a href="https://www.yearly-horoscope.org">https://www.yearly-horoscope.org</a>