ასტროლოგებსა და ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ სამყაროს, ადამიანების ბედს ვარსკვლავები განაგებენ. ყველამ ვიცით ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი და ხშირად ვეცნობით ჰოროსკოპს. გვჯერა თუ არა ასტროლოგიის, მაინც სიამოვნებით ვკითხულობთ სტატიებს იმის შესახებ, თუ რა გველოდება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

გადავწყვიტეთ ჩვენი მკითხველისთვის გაგვეცნო 9 საინტერესო ფაქტი ამ უძველესი მეცნიერების, ასტროლოგიიის შესახებ.

1. ადამიანის გონებაზე, განწყობასა და სხეულზეც კი დიდ გავლენას ახდენს მთვარე - ბევრი ადამიანი თავს უცნაურად გრძნობს სავსემთავარეობის დროს. უცნაური შეგრძნებები აქვს, ისეთი შეგრძნებები, რომლებსაც მეცნიერული ახსნა არ მოეძებნება.

გარდა ამისა, სავსემთვარეობის დროს ბევრი მოულოდნელი რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში და ასტროლოგები ყოველივეს სავსე მთვარის ენერგეტიკას უკავშირებენ. უბრალოდ დააკვირდით საკუთარ თავსა და შეგრძნებებს სავსემთვარეობის დროს და ამაში თავად დარწმუნდებით.

2. პრეზიდენტები, ქვეყნის პირველი პირები გატაცებულები არიან ასტროლოგიით - როგორც ცნობილია, რეიგანების ოჯახი ყოველდღიური ჰოროსკოპის მიხედვით ხელმძღვანელობდა და ოჯახს პირადი ასტროლოგიც ჰყავდა.

გარდა ამისა, თავადაც შესანიშნავად ერკვეოდნენ ამ მეცნიერებაში. ასევე ფრანკლინ დელანო რუზველტი და თეოდორე რუზველტიც ასტროლოგიურ პროგნოზებს ითვალისწინებდნენ და ძალიან დაინტერესებულები ყოფილან ამ მეცნიერებით.

3. ასტროლოგმა ჰიტლერის მომავალი იწინასწარმეტყველა - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა თუ რა საშინელი იქნებოდა ჰიტლერის მმართველობის წლები, იყო ასტროლოგი, რომელმაც ყველაფერი იწინასწარმეტყველა.

1924 წელს, ასტროლოგმა ელიზაბეტ ებერტინმა გააკეთა ჰიტლერის პირადი რუკა და თქვა, რომ ის ფიურერი გახდებოდა. ცნობილია, რომ ჰიტლერს თავადაც სჯეროდა ასტროლოგიის და წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდა ასტროლოგს.

4. თქვენი ზოდიაქო ნიშანი გავლენას ახდენს თქვენს ვიზუალზე, იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით - ასტროლოგებს სჯერათ, რომ ადამიანების ვიზუალს ზოდიაქოს ნიშნები განაპირობებენ და სწორედ ამ ნიშნების მიხედვით გვაქვს განსაკუთრებული მახასიათებლები.

მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ როგორც წესი, მშვილდოსნებს ლამაზი ფეხები აქვთ და თბილი მზერა, მაშინ როცა მორიელები გამჭოლი მზერითა და კუნთიანი, ძლიერი სხეულით გამოირჩევიან. შესაძლოა, არის ამაში სიმართლის მარცვალი.

5. ასტროლოგია ნამდვილად გახლავთ უძველესი მეცნიერება - ამ მეცნიერების განვითარების ადგილად მესოპოტამიას მიიჩნევდნენ, სადაც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 000 წლის წინათ ადამიანები დაინტერესებულები იყვნენ ვარსკვლავებით და მათზე დაკვირვებით.

დღეს ჩვენ ვიცნობთ უძველეს ბერძენ, ინდოელ და ჩინელ ასტროლოგებს. ჩვენ დროში ასტროლოგიას ბევრი სკეპტიკურად უყურებს და უმეტესობა ასტროლოგიურ პროგნოზებს გართობის მიზნით კითხულობს, მაგრამ ძველად ის გაცილებით უფრო პატივსაცემ მეცნიერებად მიიჩნეოდა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ასტრონომიასთან.

6. ჩვენ გვაქვს საყვარელი ფერი კონკრეტული მიზეზის გამო - ასტროლოგებს სჯერათ, რომ ეს მიზეზი ჩვენი ზოდიაქოს ნიშანია. ასტროლოგების განმარტებით, პლანეტების განლაგება განაპირობებს იმას, თუ რომელი ფერია ჩვენი ფავორიტი, რომელი მოქმედებს დადებითად.

თევზებს, როგორც წესი, მოსწონთ ჭაობისფერი, მშვილდოსნებს იისფერი, მერწყულს ვარდისფერი, სასწორს ცისფერი და ა.შ.

7. ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს ურთიერთობებზე - ასტროლოგიის მიხედვით, ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნები უფრო კარგად ეწყობიან ერთმანეთს და არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ ვერ უგებენ.

მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ მორიელი შესანიშნავად ეწყობა წყლის ნიშნებს - თევზებსა და კირჩხიბს, მაშინ, როცა ჰაერის ნიშნები, ტყუპები და ქალწული მერწყულთან ამყარებენ კარგ ურთიერთობას.

8. მერკურის რეტროგრადირება - ალბათ გსმენიათ ეს ტერმინი, თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის მისი არსი. მერკურის რეტროგრადირებას, მერკურის უკან დაბრუნებაც შეგვიძლია ვუწოდოთ და ეს ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად მიიჩნევა და დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.

ამბობენ, რომ მერკურის რეტროგრადირების დროს მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.

9. სექსი და ვარსკვლავები - ასტროლოგებს სჯერათ, რომ ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაზე ზოდიაქოს ნიშნები დიდ გავლენას ახდენენ. ის, თუ როგორი ხართ საწოლში, როგორი სექსი გაქვთ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს.

თუ პარტნიორს საწოლში ვერ ეწყობით, ასტროლოგების მტკიცებით, სწორედ თქვენი ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური შეუთავსებლობის ბრალია.