არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გემრიელ საჭმელს აკეთებთ და გიყვართ თუ არა სამზარეულოში ფუსფუსი, არის ისეთი რაღაცები, რაც სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ.
1. ქვასანაყი - შესაძლოა, მწვანილის, სუნელების დასაფქვავად რომელიმე თანამედროვე ხელსაწყოს იყენებთ, თუმცა სინამდვილეში თანამედროვე ხელსაწყოები ნამდვილ არომატს აკარგვინებენ ყველაფერს, ამიტომაც, ნამდვილი, გურმანი შეფ-მზარეული გემრიელი საჭმლის მომზადებისას ძველებურ ქვასანაყს იყენებს და ეს ის ნივთია, რომელიც სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ.
2. სოიოს სოუსი - ის თითქმის ყველანაირ საჭმელს უხდება და კერძს განსაკუთრებულ არომატს აძლევს.
3. გაყინული ხილი და ბოსტნეული - იყიდეთ სეზონური ხილი და ბოსტნეული და გაყინეთ. როცა სეზონი აღარ იქნება, ის ახალივით დაგხვდებათ.
4. მაკარონის გადმოსაღები სპეციალური კოვზი - დაგვერწმუნეთ, რომ უთ ეს ნივთი გექნებათ აღარასდროს გაწვალდებით.
5. ყავის მადუღარა - ეს ის არის, რაც ყველას უნდა ჰქონდეს სამზარეულოში განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ყავა უყვარს და ყავის ნამდვილი გემო იცის.
6. ნატურალური თაფლი - გირჩევთ, არ იყიდოთ თაფლი სუპერმარკეტში, რომელიც სხვადასხვა ქიმიური დანამატებითაა გამდიდრებული.
7. შვრია - ის ჯანსაღი და ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საკვებია.
8. თხილი, კაკალი - აუცილებლად უნდა გქონდეთ სამზარეულოში. მისი საშუალებით არაერთი კერძის მომზადებაა შესაძლებელი.
9. მარილის მარაგი - შესაძლოა არ იცით, მაგრამ მარილის განსხვავებული სახეობები არსებობს და თითოეული მათგანი განსხვავდება არომატით. სხვადასხვა საჭმელს განსხვავებული არომატის მარილი უხდება.
10. გამოსაცხობად განკუთვნილი სინი - თუ პიცის, ხაჭაპურის და მსგავსი საჭმლის მოყვარული ხართ, საცხობი სინი აუცილებლად უნდა გქონდეთ სამზარეულოში. ნამდვილი შეფ მზარეულები არ აცხობენ ცომეულს ღუმელის ლანგარზე, მათ ყოველთვის აქვთ სპეციალური სინი და მიიჩნევენ, რომ ასე უფრო გემრიელი გამოდის.
თემები: ქალი, რჩევები, სამზარეულო, მზარეული, დიასახლისი
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია