მარტოხელა ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი, აუტანელი და მომაბეზრებელი კითხვაა: რატომ არ ქორწინდები? ადამიანები უტაქტოდ და მოურიდებლად ინტერესდებიან პირადი ცხოვრებით და პირველივე დანახვისას ინტერესდებიან იმით, თუ რატომ არ ქორწინებით.

ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად ისმის წვეულებების, დღესასწაულების დროს, როცა ნათესავები, ახლობლები იკრიბებიან და ყველა თქვენი პირადი ცხოვრებით ინტერესდება. ვნახოთ, საუკეთესო პასუხები მოცემულ კითხვაზე.

1. პასუხის გაცემისას გამოიყენეთ სარკაზმი - სარკასტული გზით აგრძნობინეთ კითხვის ავტორს, რომ უტაქტოდ იქცევა და მოურიდებლად იჭრება თქვენს პირად სივრცეში. შეგიძლიათ თქვათ: „მგონი აქ რაღაც დაძვრება და ჩემს სამოსში შემოძრომას ცდილობს“ - კითხვის ავტორი მალევე გაგეცლებათ.

2. დაუბრუნეთ კითხვები - თუ ვინმე ინტერესდება იმით, თუ რატომ არ ქორწინდებით, პასუხის გაცემის ნაცვლად, დაუსვით კითხვები საკუთარ პირად ურთიერთობაზე. ნახავთ, რომ თავად გაგეცლებათ.

3. მკაცრი პასუხი - მკაცრი მზერით და ტონით უთხარით მას, რომ ეს ძალიან პირადული საკითხია.

4. უთხარით, რომ არ გსურთ ამ თემაზე საუბარი - უთხარით კითხვის ავტორს, რომ არ გინდათ ამ თემაზე საუბარი, რომ არ არის თქვენს პირად ცხოვრებაზე საუბრის დრო და ადგილი, რომ მსგავსი კითხვები თავს გაბეზრებთ.

5. შეგიძლიათ იყოთ გულწრფელებიც - თუ თავს მაინც არ განებებენ, უბრალოდ იყავით გულწრფელები. უთხარით, რომ ჯერ ვერ შეხვდით თქვენს შესაფერ პარტნიორს.