LIFE

წესები ქალებისთვის, რომლებსაც სიყვარულში არასოდეს უმართლებთ - ტრანსფორმაციის 8 მეთოდი

წესები ქალებისთვის, რომლებსაც სიყვარულში არასოდეს უმართლებთ - ტრანსფორმაციის 8 მეთოდი

ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს სასიყვარულო ურთიერთობაში არ უმართლებთ და ეს ხშირად ხდება დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის მიზეზი. მათ, ვისაც სიყვარულში არასოდეს უმართლებთ, ფსიქოლოგები ტრანსფორმაციის 8 მთავარ მეთოდს უზიარებენ:

1. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შებრალება - შეწყვიტეთ დარდი და წუწუნი წარსულზე, შეწყვიტეთ წუწუნი საკუთარ უიღბლობაზე. გვერწმუნეთ. წუწუნი კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. მერე რა, რომ სიყვარულში რამდენჯერმე არ გაგიმართლათ. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალს იმედით არ უნდა შეხედოთ. 

წესები ქალებისთვის, რომლებსაც სიყვარულში არასოდეს უმართლებთ - ტრანსფორმაციის 8 მეთოდი

2. არასოდეს იტიროთ მამაკაცის გამო - როცა მამაკაცი ხედავს, რომ მის გამო ტირით, ეს უპირატესობას თქვენ არ განიჭებთ, პირიქით, ის უფრო ძლიერი ხდება და თქვენით მანიპულირების საშუალება ეძლევა.იყავით თავდაჯერებულები და პატივი ეცით, პირველ რიგში, საკუთარ თავს.

3. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია იყოთ საინტერესო - მამაკაცს გაცნობის პირველ დღესვე თუ ეტყვით ყველაფერს თქვენი ცხოვრების შესახებ და იმასაც თუ ეტყვით, რომ პირველივე დანახვისას შეგიყვარდათ, შესაძლოა, მისთვის საინტერესო აღარ აღმოჩნდეთ. რაც უფრო ამოუცნობი და მისტიკურია ქალი, მით უფრო საინტერესოა ის. 

წესები ქალებისთვის, რომლებსაც სიყვარულში არასოდეს უმართლებთ - ტრანსფორმაციის 8 მეთოდი

4. ურთიერთობა ვერ შედგება, თუ მუდამ დაკავებული ხართ და პაემანზე წასასვლელად დრო არასოდეს გაქვთ - შეხვედრების ინტერვალი 7 დღეზე მეტი არ უნდა იყოს. უნდა გააცნობიეროთ რომ წარმატებულ სასიყვარულო ურთიერთობას ბევრი რამ სჭირდება და პირველ რიგში, დრო. როგორ იქნებით სიყვარულში წარმატებულები, თუ პაემანზე წასვლაზე უარს ამბობთ?!

5. ნუ მისწერთ და დაურეკავთ ყოველ წუთში - როგორც წესი, მამაკაცები ყოველგვარ ინტერესს კარგავენ იმ ქალების მიმართ, რომლებიც ყოველ წუთში ურეკავენ, ან მესიჯებს სწერენ. თქვენ საყვარელი მამაკაცის გარდა, რა თქმა უნდა, სხვა საქმეც გაქვთ, დაკავდით სხვა აქტივობებით. ნუ იქნებით მომაბეზრებელი. 

წესები ქალებისთვის, რომლებსაც სიყვარულში არასოდეს უმართლებთ - ტრანსფორმაციის 8 მეთოდი

6. ნუ დაუბრუნებთ მესიჯზე პასუხს დაუყოვნებლივ - შესაძლოა, სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად, ეს მეთოდი შედეგიანია. ნუ აფიქრებინებთ, რომ ტელეფონთან ჩასაფრებული ხართ და მის sms-ს ელოდებით. 

7. მამაკაცებს უყვართ გამოწვევები - შესაძლოა ეს იყოს რაიმე ლოგიკურ აზროვნებაზე დაფუძნებული თამაში. გამოიწვიეთ ის რაიმე შეჯიბრში და ნახავთ, რომ ურთიერთობა უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. 

წესები ქალებისთვის, რომლებსაც სიყვარულში არასოდეს უმართლებთ - ტრანსფორმაციის 8 მეთოდი

8. იყავით თავდაჯერებულები - გოგონების უმეტესობა სწორედ თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო ვერ არის სიყვარულში წარმატებული. ისინი ფიქრობენ, რომ არ არიან საკმარისად მომხიბვლელები, ჭკვიანები. ადარებენ თავს სხვა გოგონებს და ამით რეალურად ფსიქიკას იზიანებენ. რა თქმა უნდა, თქვენ ლამაზები და ჭკვიანები ხართ, განსაკუთრებული ქარიზმა, შარმი გაქვთ და ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლას შეძლებთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებში არ დაეჭვდებით.



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>