რა არის თქვენი ნიშანი ჩინური ზოდიაქოს მიხედვით? - გაიგეთ, რა გელოდებათ 2019 წელს
- 12.12.2018
ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, 2019 ყვითელი ღორის წელი იქნება. ვნახოთ რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები ჩინური ასტროლოგიის მიხედვით.
1. ვირთხა (1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008) - თუ ვირთხის წელში დაიბადეთ, გირჩევთ, არ შეიცვალოთ ყოველდღიური რუტინა და 2019 წელსაც გულმოდგინედ მიჰყვეთ იმ საქმეს, რომელსაც ახლა აკეთებთ, რადგანაც ღორის წელია და მას არ უყვარს ცვლილებები. განსაკუთრებით კრეატიულები და გონებამახვილები იქნებით. სწორედ ამის წყალობით შეძლებთ სირთულეებთან გამკლავებას. წარმატებას მოგიტანთ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობები. შეძლებთ, რომ ბოლოსდაბოლოს დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
2. ხარი (1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009) - თქვენთვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს, ღორის წელი ცხოვრების ყველა კუთხით წარმატებას მოგიტანთ. თქვენი სწრაფვა წარმატებისკენ, აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით და მიიღებთ სასურველს. გაიზრდება შემოსავალი, ბედნიერებას მოგიტანთ რომანტიკული ურთიერთობა. ეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება.
3. ვეფხვი (1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010) - თუ ვეფხვის წელში დაიბადეთ, უმჯობესია, თუ ცოტა ხნით კარიერული კუთხით პაუზას აიღებთ, შეისვენებთ და თავს განტვირთვის საშუალებას მისცემთ. უბრალოდ იყავით მშვიდად და დაელოდეთ შესაძლებლობას, რომელსაც ღორის წელიწადში, წლის მიწურულს აუცილებლად მიიღებთ. მანამდე კი, შედარებით რთული პერიოდი გექნებათ გადასალახი. გირჩევთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინებით დაელოდოთ თქვენს შანსს.
4. კურდღელი/კატა (1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011)- განსაკუთრებით კარგ შესაძლებლობებს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ დატოვებთ თქვენს მშობლიურ ქალაქს და წარმატების მისაღწევად სადმე, სხვაგან ახალ და უცხო გარემოში წახვალთ. დროა, დატოვოთ კომფორტის ზონა და ნამდვილი ცხოვრების გემო გაიგოთ.
5. დრაკონი (1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012) – 2019 წელს დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები გამდიდრდებიან. მიიღებთ კარგ შესაძლებლობებს, გაგიჩნდებათ დამატებით შემოსავალი. მართალია, წარუმატებლობა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით იმდენად წარმატებულები იქნებით, რომ სიყვარულში წარუმატებლობა დაგავიწყდებათ კიდეც.
6. გველი (1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) - გველი და ღორი ერთმანეთს დიდად ვერ ეწყობიან, ამიტომაც წინააღმდეგობებით იქნება 2019 წელი სავსე, თუმცა გველის წელში დაბადებულ ადამიანებს არ სჩვევიათ მარტივად დანებება. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, ყველა წინააღმდეგობის გადალახვას შეეცდებიან და მეტ-ნაკლებად შეძლებენ კიდეც.
7. ცხენი (1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) - ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს წარმატება გელოდებათ კარიერული თვალსაზრისით. თქვენი რეპუტაცია მნიშვნელოვნად აიწევს. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს შრომისმოყვარეობას, სიმამაცესა და ტალანტს. ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ და წლის ბოლოს საკუთარი მიღწევებით იამაყებთ.
8. ცხვარი/თხა (1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015) - მატერიალური თვალსაზრისით პრობლემები იჩენს თავს და ამის გამო სტრესი გელოდებათ, თუმცა კარგი ის არის, რომ პირად ურთიერთობებში იქნებით წარმატებულები. განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები მათ შეექმნებათ, ვინც სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს. ეცადეთ, 2019 წელს ცვლილებებს თავი აარიდოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას.
9. მაიმუნი (1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) - მაიმუნის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს ფინანსური წარმატება ელოდებათ, თუმცა ამით არ იქნებიან ბედნიერები, რადგანაც ბევრი მუშაობის გამო გართობისთვის დრო ნაკლებად ექნებათ. ეცადეთ, როგორმე დააბალანსოთ საქმიანი და პირადი ცხოვრება.
10. მამალი (1933, 1945, 1957, 969, 1981, 1993, 2005, 2017) – 2019 წელს თქვენი ცხოვრება წინააღმდეგობებით იქნება სავსე. თქვენ რომანტიკოსი ხართ, მაგრამ ღორის წელში რომანტიზმის დრო არ არის. სწორედ ამიტომააა მოსალოდნელი პრობლემები. შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას, რეპუტაციის ამაღლებას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ნამდვილად არ იქნება საოცნებო წელი.
11. ძაღლი (1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018) - ცხოვრება ბევრ საინტერესო და წარმატების მომტან შესაძლებლობას მოგცემთ. ეს წელი დიდ სიხარულსა და ბედნიერებას გპირდებათ. მეგობრები, ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. ასე რომ, მოემზადეთ ბედნიერებისთვის და ისიამოვნეთ.
12. ღორი (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019) - ღორის წელში დაბადებულებო, გილოცავთ, ეს თქვენი წელია. აუცილებლად გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება შემოგთავაზებთ. ყველა საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატება ელოდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმეთ. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითალისწინოთ ის არის, რომ მოუსმინოთ სხვების რჩევებს და არ ითამაშოთ ადამიანების განცdებით და გრძნობებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული და უხერხული სიტუაციები გელოდებათ.
თემები: ჩინური, ზოდიაქო, 2019წლისზოდიაქო, ჩინური ასტროლოგია
<a href="https://www.chinesefortunecalendar.com/">https://www.chinesefortunecalendar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია