ფსიქოპატს ხომ არ ხვდებით - 7 ნიშანი, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდეთ
- 14.12.2018
1. მას შეუძლია მოგხიბლოთ
როგორი უცნაურიც არ აუნდა იყოს, ნამდვილი ფსიქოპატები შეიძლება ძალიან მიმზიდველები იყვნენ, როგორც უბრალოდ ქარიზმატული ადამიანები და ურთიერთობების ოსტატები. მათ იციან როგორ მიიპყრონ ყურადღება, გააოცონ პუბლიკა და აიძულონ ისინი აღფრთოვანდნე მისით. თანაც ტყუილ-უბრალოდ კი არ ხიბლავენ. ეს მხოლოდ საფარია ან სხვა პირადი მიზნების მიღწევის ხერხი.
2. ის მოულოდნელად ფეთქდება
ფსიქოპატები ხშირად და სწრაფად შედიან ფეთქებად მდგომარეობაში, განიცდიან არამოტივირებულ აგრესიას. ისინი შეურაცხყოფას გაყენებენ, გამცირებენ და ემოციურად თრგუნავენ ურთიერთობისას. გარდა ამისა, ისინი გულღვარძლიანები არიან.
3. ის ძალიან ხშირად იწყენს
ფსიქოპატები ხშირად განიცდიან მოწყენილობას. და ამისათვის არსებობს რამდენიმე მიზეზი. უპირველესყოვლისა, მათ აკლიათ ადრენალინი და მძაფრი შეგრძნებები. მეორეც, ისინი არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს და არ არიან მიჩვეულები პასუხისმგებლობას. ამის გამო, მიუხედავად მაღალი ინტელექტისა, შეიძლება დიდხანს დაწინაურონ სამსახურში
4. მას ისეთი ემოციები არ გააჩნია, როგორც სხვებს
ფსიქოპატებს მორალის საკუთარი კანონები აქვთ, რომლებიც შეიძლება არ დაემთხვეს საყოველთაოდ მიღებულს. თანაც ისინი არ განიცდიან ემოციებს, როგორც ნორმალური ადამიანები, და ამიტომ არ შესწევთ უნარი გაიგონ ეს ემოციები. ამის გამო სახიფათო ან მოსაწყენმა სიტუაციებმა შეიძლება ფსიქოპატების არაჯანსაღი ინტერესი გამოიწვიონ, საერთო მხიარულობამ კი - მოწყენილობა ან გულგრილობა.
5. მას კარგად შეუძლია თავის მოკატუნება
ფსიქოპატებს ხშირად შეუძლიათ მოაჩვენონ თავი გარშემომყოფებს, თითქოს იზიარებენ მათ გრძნობებს. სინამდვილეში ისინი არ განიცდიან არაფერს. მათ არ შეუძლიათ განიცადონ ღრმა გრძნობები (სიყვარული, თანაგრძნობა, მწუხარება). სწორედ ეს ემოციები შეიძლება გამოიყენო იმისათვის, რომ მიუახლოვდე ადამიანს, მოახდინო მისი მანიპულირება ან მიიღო მისგან ის, რაც გინდა. ასე რომ ფსიქოპატები - შესანიშნავი მსახიობები და პროფესიონალური მატყუარები არიან.
6. ის არ განიცდის სინდისის ქენჯნას
ნორმალური ადამიანები ასეა თუ ისე განიცდინ სინდისის ქენჯნას. ფსიქოპატები კი არა მხოლოდ არ აღიარებენ საკუთარ ბრალს - ისინი უბრალოდ ვერ გრძნობენ ამას. ასეთ იდეალურ ადამიანებს, როგორებიც ისინი არიან, ხომ არ შეუძლიათ შეცდომების დაშვება.
7. ის აღფრთოვანებულია საკუთარი თავით
ფსიქოპატებს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. ისინი თვლიან საკუთარ თავს შეურყეველ ავტორიტეტებად ყველაფერში, თუნდაც როცა არ გააჩნიათ ამის არანაირი საფუძველი. სამსახურში ეს შეიძლება გამოიხატებოდეს არა მხოლოდ დამრიგებლობით ტონში, არამედ მუდმივი შენიშვნებში თქვენი შეცდომების ან არაკომპეტენტურობის გამო.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია